კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 25 მაისს რამდენიმე საქმეს განიხილავს:
11:00 საათი: WISG და თემიდა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების საბა ხვიჩიას და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ
აღნიშნული ორგანიზაციები „იმედის“ ეთერში სხვადასხვა დროს გასული რამდენიმე მასალის შესახებ დავობენ. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ „იმედის“ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
15:00 საათი: იოსებ ლაზარაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის საბა სიჭინავას წინააღმდეგ
სადავო მასალა ეთერში გავიდა 2024 წლის 6 მარტს.
განმცხადებლის მოსაზრებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია არაზუსტი და გადაუმოწმებელია.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე); მესამე (დადასტურებული წყარო); მეხუთე (შესწორება) და მერვე (ბავშვის უფლებები) პრინციპების დარღვევაზე.
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.