ტრენინგი – სასამართლო პროცესების გაშუქება

კატეგორია : ტრენინგები;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

სასამართლო პროცესების გაშუქება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 11-12 მარტს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

 

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

 

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) ფარგლებში.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას, რა რეგულაციები არსებობს ფოტო-ვიდეო გადაღებისას, როგორ არის შესაძლებელი სასამართლოდან ინფორმაციის მიღება, რა სპეციფიკა აქვს ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილული საქმეების გაშუქებას, რა ეთიკური დილემები წარმოიშვება სასამართლო პროცესის გაშუქებისას და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა.

ტრენინგს გაუძღვებიან ნათია წკეპლაძე და გიორგი მგელაძე

ნათია წკეპლაძე - იყო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, მანამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, უფრო ადრე კი თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. ეწევა საგანმანათლებლო და აკადემიურ საქმიანობას, არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი და თანაავტორი. არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტი ადმინისტრაციული სამართლის დარგში.

გიორგი მგელაძე - სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე. გიორგი მგელაძეს აქვს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მომზადებული, რომელიც უკავშირდებოდა სასამართლოში მიდინარე პროცესებს, რისთვისაც არაერთი კონკურსის გამარჯვებული გახდა. მიღებული აქვს ქარტიის და ევროკავშირის პრიზიც. სტუდია "მონიტორის" დაფუძნებამდე გიორგი მგელაძე საგამოძიებო ფილმებს აკეთებდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა  "60 წუთისთვის", მოგვიანებით კი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფის რეპორტიორი.

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV 5 მარტამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: trainingcharter@gmail.com სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: "სასამართლო პროცესების გაშუქება"

***

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ტელ: 593737503, ელ-ფოსტა: trainingcharter@gmail.com  მის: შიო მღვიმელის ქ.6ბ

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით