ტრენინგი –  "სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი"

კატეგორია : ტრენინგები;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

"სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი"

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 24-25 სექტემბერს, თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. უპირატესობა მიენიჭებათ ქარტიის წევრებს.

 

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

 

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) ფარგლებში.

ტრენინგის განმავლობაში განიხილება ბიუჯეტის მომზადების ეტაპები, ყველა ის პარამეტრი, რისგანაც ბიუჯეტი შედგება. საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ამ საკითხთან დაკავშირებული თემები და როგორ განახორციელოს საბიუჯეტო სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი

ტრენინგს გაუძღვება ბესო ნამჩვაძე. ის არის "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომიკური ექსპერტი, წერს პროექტისთვის factcheck.ge. პარალელურად, კითხულობს ლექციებს ეკონომიკასა და პოლიტიკაში თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. 5 წლის განმავლობაში იყო უფროსი სპეციალისტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტში, სადაც მუშაობდა მაკროეკონომიკურ მოდელებზე და ფისკალურ პოლიტიკაზე. ბოლო წლებში ჩაატარა რამდენიმე კვლევა ფისკალურ პოლიტიკაში, კერძოდ, ფისკალური რისკების და მდგრადობის მიმართულებით. არის ჟურნალ "Forbes Georgia"-ს აქტიური კონტრიბუტორი. აქვს ეკონომიკურ კვლევებში მონაწილეობის და პოლიტიკის ანალიზის 10 წლიანი გამოცდილება.

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV  20 სექტემბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: trainingcharter@gmail.com სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: "სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი"