საქართველოს ჟურნალისტუი ეთიკის ქარტიამ დედაქალაქსა და რეგიონში
მომუშავე ჟურნალისტებისთვის გამართა "ტრენინგი ფარული გადაღება და
კონფიდენციალური წყაროები მედიაში". ტრენინგს 20 მონაწილე
ესწრებოდა.მათ მიიღეს ინფორმაცია თუ რა შემთხვევაში შეიძლება
ფარული გადაღება, როდის და რა ფორმით უნდა იყოს ის გამოყენებული
ჟურნალისტურ პროდუქტში. როგორ მუშაობს ჟურნალისტი საიდუმლო
მასალებთან, კონფიდენციალურ წყაროებთან, რა ვალდებულებები აქვს და
როდის შეიძლება მისი ვინაობის გამჟღავნება, რა პრაქტიკა არსებობს ამ
საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ტრენინგის მსვლელობისას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო
მაგალითები განხილული იყო როგორც სამართლებრივ, ისე ჟურნალისტურ
ჭრილში.
ამიტომაც ტრენინგს პირველ დღეს უძღვებოდა იურისტი გიორგი ბერაია,
რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)
კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელია. მერე დღეს კი
საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა სტუდია მონიტორის გამომძიებელი
ჟურნალისტი გიორგი მგელაძე, რომელმაც არაერთი პრიზი სწრედ ფარული
კადრების შემცველი საგამოძიებო ფილმების გამო მიიღო.
ტრენინგი გაიმართა საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX)
პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის”
(M-TAG) ფარგლებში