საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 2016 წლის საუკეთესო
ნამუშევრები 5 ნომინაციაში გამოავლინა:
ქალთა უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემის წარმოჩენაში
ქარტიის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალური პრიზი გადაეცა
აიდა მირმაკსუმოვას სტატიისთვის
"საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის ფაქტები გამოვლინდა" (ომისა
და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) ჟიურის გადაწყვეტილებით,
წელს პრიზი არ გაიცა ნომინაციაში "საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი" ქარტიის
პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი 1 ნოემბერს გამოცხადდა. ერთი თვის
ვადაში საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ყველა მსურველს შეეძლო.
მასალის შეფასებისას ჟიური ყურადღებას ამახვილებდა შემდეგ
ფაქტორებზე:
- თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
- თხრობის სტილი და ტექნიკა/ინფორმაციის გადმოცემის ხერხების
მრავალფეროვნება
- ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
- ინფორმაციის სიზუსტე
- ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა
- მხარეთა ბალანსი
- სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/
გამოუყენებლობა
- სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში
ასევე დრამატურგია, ამბის თხრობის ტექნიკა და ვიზუალური
მხარე
ოთხ კატეგორიაში კონკურსი IREX-ის პროექტის მხარდაჭერით
გამოცხადდა, ხოლო პრიზი "ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად
გაშუქებისთვის" დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს
წარმომადგენლობის მიერ.