17.04.2020
გზამკვლევის ეს ნაწილი ეთმობა დისტანციური ჟურნალისტიკის
გამოწვევებსა და გამოცდილებას.
ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემიამ მთელს მსოფლიოში რადიკალურად შეცვალა მედიის სამუშაო გარემო. მედიაში დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად, მედიასაშუალებების უმეტესობა მეტწილად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შეიცვალა სტუდიური ფორმატი - იმ გადაცემებში, რომლებშიც სტუმრების სტრუდიაში მიწვევა იყო გათვალისწინებული, დაიწყეს მათი პირდაპირ ეთერში ჩართვა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა პირისპირ ინტერვიუები და მსგავსი პრაქტიკაც რესპოდენტების დისტანციურმა ჩანაწერებმა ჩაანაცვლა. San Francisco Chronicle-ის 155-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირეველად მთლიანადაც დაიხურა გამოცემის ნიუსრუმი.

„ჟურნალისტები ყოველთვის კრიზისისკენ მივრბივართ. როცა ხანძარია, ვიცვამთ დამცავ აღჭურვილობას და მივიწევთ ცეცხლისკენ, მივრბივართ სროლის ადგილზე და ვუერთდებით ხალხის მსვლელობებს, რომლებიც, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის კატასტროფაა, მნიშვნელოვანი ამბის დროს ჩვენი ნიუსრუმი უფრო ხალხმრავალი და ხმაურიანი ხდება. ეს შემთხვევა გამონაკლისია“, - ოდრი კუპერი, The Chronicle-ს მთავარი რედაქტორი |
სტანდარტული სამუშაო გარემოსა და პირობების მნიშვნელოვნად შეცვლა მოუხდათ საქართველოში მოქმედ მედიაორგანიზაციებსაც. საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ტიპის (მაუწყებელი, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ინტეგრირებული ნიუსრუმი) მედიასაშუალების მენეჯერებთან გასაუბრება ცხადყოფს, რომ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადართვა მათთვის მარტივი არ აღმოჩნდა.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც მედიამენეჯერების, რედაქტორებისა და პროდიუსერების გამოცდილებას ემყარება.
- იხილეთ სრულად
- იხილეთ სახელმძღვანელოს ყველა თავი ერთ ბმულზე