საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სტრატეგიული განვითარების გეგმა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 
სტრატეგიული განვითარების გეგმა
2023-2026

ხედვა

თვითრეგულირება აძლიერებს მედიას.

 

მისია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

 

მთავარი ღირებულებები

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება – ქარტია აღიარებს, რომ ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება-მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული.

მედიის თავისუფლება – ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ მედიას შეუძლია თვითრეგულირება.

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა – ქარტია ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის თითოეული წევრისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე.

საქმიანობის გამჭვირვალობა – ქარტია თავის საქმიანობას აწარმოებს ღიად და გამჭვირვალედ.

სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია ქარტიის, როგორც თვითრეგულირების ორგანოს მდგრადი განვითარება.

სტრატეგიული მიმართულებები

1. ორგანიზაციული განვითარება

წევრებად ორგანიზაციების მიღებაზე მუშაობის დაწყება (დანართის შესაბამისად)

სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალების წარმომადგენლობითობის გაზრდა ქარტიის წევრებს შორის

საერთო კრების ეფექტიანობის გაზრდა 

წესდებისა და პრინციპების დახვეწა

ქარტიის, როგორც თვითრეგულირების ორგანოს, პოზიციონირების გაზრდა

ორგანიზაციული დოკუმენტაციის სრულყოფა

 

2. ფინანსური მდგრადობა

დონორთა წრის გაფართოება 

ორგანიზაციის ექსპერტიზისა და სხვადასხვა სერვისის კომერციალიზაცია

 

3. მედიაგარემოს გაუმჯობესება

პროფესიული განათლების განვითარება

მედიაწიგნიერების ზრდის ხელშეწყობა 

ჟურნალისტთა უფლებების დაცვა

კანონმდებლობის გაუმჯობესება

საზოგადოებაში მედიასა და თვითრეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება

მედიის კვლევების ჩატარება