29.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N
2019-042019 წლის 24 ნოემბერს საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დამტკიცდა მედიაცია.
- ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 319] მომართა ეკატერინე მესხიძემ მედია საშუალება fortuna.ge წინააღმდეგ. მოპასუხე ჟურნალისტი - დედიკა კალატოზი.
- განცხადებით სადავო იყო 2019 წლის 09 აგვისტოს, fortuna.ge-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით ,,ქალებზე ძალადობის სკანდალში გახვეული პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო". აღნიშნული ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძეს და ამავე სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ეკატერინე მესხიძეს შორის არსებულ სასამართლო დავას. განმცხადებლის პოზიციით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
- ქარტიის საბჭოს მიერ fortuna.ge სათვის განცხადების მიწოდების შემდეგ მედიასაშუალებას და განმცხადებელს შორის დაიწყო მედიაციის პროცესი.
- ქარტიის საბჭოს სამდივნომ, 2019 წლის 22 ნოემბერს, განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ მიიღო ელექტრონული ფოსტით შეტყობინება, რომ მხარეებს შორის შედგა მედიაცია და fortuna.ge მიერ მომზადდა ახალი სტატია „ეკა მესხიძემ უგრეხელიძის საქმეზე სააპელაციო სააპელაციო საჩივარი წარადგინა“.
- წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით ეკა მესხიძის განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.