ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც
მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული
სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის
წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.
იმ შემთხვევაში თუ განცხადება ეხება ქარტიის წევრს, მისი შემოტანა
შეგიძლიათ სადავო მასალის გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში. თუ
განცხადება ეხება ჟურნალისტს, რომელიც არ არის ქარტიის ხელმომწერი,
განცხადების შემოტანის ვადა არის სადავო მასალის გამოქვეყნებიდან ერთი
თვე.
განცხადების შემოტანა შესაძლებელია ონლაინ ვებსაიტის მეშვეობით,
ან ელექტრონული სახით მისამართზე ethicscharter@gmail.com ან
გამოგზავნეთ წერილობითი სახით მისამართზე თბილისი, შიო მღვიმელის 6ბ,