გამოცემა „ბათუმელების“ მულტიმედია რეპორტიორი.
დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აქვს ბეჭდურ და ონლაინ მედიაში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „ახალი გაზეთის“ და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის რეპორტიორი. 2012 წლიდან მუშაობს ინტერნეტ-გამოცემებში „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“.
როგორც მედია-აქტივისტი 2020 წელს გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ჩატარებული კონკურსის „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.