25.09.2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით,
თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქული მხარის წარმომადგენლებმა მათ
ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
18.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს „გურია
ნიუსის“ ჟურნალისტს გიორგი გირკელიძეს, რომელსაც ოზურგეთის მერობის
კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გოჩა ძიმისტარაშვილმა საკუთარ
ფეისბუქ პოსტით
ბრალი დასდო ქართული
21.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ახალგორელი
აქტივისტის, ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის
ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო
რესპუბლიკის მილიციამ ის 16 აგვისტოს რამდენიმე საათით დააკავა,
მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებაში დასდო ბრალი და სისხლის
სამართლის საქმე აღძრა.
25.07.2017
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს
ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ვგმობთ აზერბაიჯანელი
ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საეჭვო გაუჩინარების
ფაქტს. როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, იგი გაიტაცეს და იძულების
ძალით გადაიყვანეს აზერბაიჯანში.
03.07.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა მარნეულის სათემო
რადიოს ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ, რომლის თქმითაც მასზე და
რადიოს სხვა ჟურნალისტებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა
პირის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, ემუქარებიან, აყენებენ სიტყვიერ
შეურაცხყოფას სოციალური ქსელების და სატელეფონო ზარების
მეშვეობითაც.
27.06.2017
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა
ასოციაცია
19.06.2017
მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო
შეხვედრაზე,ცნობილი გახდა, რომ
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში
ინიცირებას.
14.06.2017
საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს,
იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ
აგრძელებს კონტრაქტს რადიო თავისუფლებასთან და შესაბამისად, ეთერში
აღარ გავა გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ .
06.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭოს შეფასებით, მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას
ჰგავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, რომ მოსამართლეებთან
და მათ საქმიანობასთან მიმართებაში გამოხატვის და გაშუქების
განსაკუთრებული სტანდარტი დაწესდეს.
30.05.2017
ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ითხოვს
უსწრაფესად იქნეს გამოძიებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და
ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ საქმე. ახლობლების
თქმით, აფგან მუხთარლი 29 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. ის ბოლო
ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რადგან აზერბაიჯანის
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო მისი იქ დარჩენა სახიფათო
იყო.