კოალიციის განცხადება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით
26.04.2019

კატეგორია : განცხადებები;
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი მრჩეველთა საბჭომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თავადვე ეჭვქვეშ დააყენა

სსიპ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ განიხილა და მიიღო გარე აუდიტის ფინანსური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმოდგენილი საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეესაბამება 2014 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის №429 ბრძანებით დამტკიცებული„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციას.“

კანონმდებლობის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვალდებულია 1 აპრილამდე გამოაქვეყნოს და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს გასული წლის ანგარიში, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს გარე აუდიტის დასკვნა. საბჭომ 2018 წლის ანგარიში 1 აპრილს გამოაქვეყნა, თუმცა გარე აუდიტის დასკვნა დღეს, 25 აპრილს განიხილა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორს უნდობლობა გამოუცხადა. ეს მაშინ, როდესაც უნდობლობის ერთ-ერთ საფუძვლად ფინანსური დარღვევები იყო მითითებული.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.