საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” განცხადება მედია-კავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტის ნათია მაზანაშვილის წინააღმდეგ
16.04.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” წარმომადგენლმა ბექა ჭყონიამ მედია-კავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტის ნათია მაზანაშვილის წინააღმდეგ განცხადებით მომართა.


სადავო გადაცემა “სოციალური თემატიკა” ეთერში 2025 წლის 13 მარტს გავიდა. გადაცემაში წამყვანი სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” შესახებ საუბრობს.


განმცხადებელი მიიჩნევს, რომ წამყვანმა თავის საავტორო გადაცემაში დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მესამე (დადასტურებული წყარო); მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.


განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორად/ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი ნათია მაზანაშვილი.


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.