კატეგორია : განცხადებები;
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის’’ ყურადღებით ადევნებს თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსს.
მნიშვნელოვანია კონკურსი წარიმართოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რომ არ დარჩეს კითხვები შერჩევის ობიექტურობასთან დაკავშირებით.საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, უკვე აქვს მსგავსი კონკურსების გამჭვირვალედ წარმართვის დადებითი გამოცდილება, როცა დაინტერესებულ საზოგადოებას ეძლეოდა საშუალება რეალურ დროში ედევნებინა თვალი სამეთვალყურეო საბჭოსა და კანდიდატებს შორის გასაუბრების პროცესისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეპტუალური მსჯელობებისთვის. კანდიდატებს შორის ტელედებატების, გასაუბრებების ღია ინტერნეტ-სტრიმების საშაულებით, ასვეე საკონკურსო დოკუმენტაციის საჯაროობით, საზოგადოებას შეეძლო ენახა და შეედარებინა კანდიდატთა მონაცემები. საყურადღებოა შერჩევის კრიტერიუმების ღიაობის, შეფასების მეთოდოლოგიის გამჭვირვალობაც, რაც ამ ეტაპზე ნაკლებადაა უზრუნველყოფილი.
საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სამეურევეო საბჭოსგან ველით შესაბამის ქმედებებს და კონკურსის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვას.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები: •მედიაკლუბი •საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია •ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი •ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) •სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი •არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის" •ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი •საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია • მედიის მხარდაჭერის ფონდი •სატელევიზიო ქსელი