ქარტიის საბჭოს განცხადება დავით მჭედლიძისთვის გადაღების ხელშეშლასთან დაკავშირებით
19.08.2016

კატეგორია : განცხადებები;
18 აგვისტოს media.ge-სა და რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა, დავით მჭედლიძემ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ მას გადაღების საშუალებას არ აძლევენ. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, რუსთავში ის მიტოვებულ შენობაში არსებული კონფლიქტის გადასაღებად მივიდა, "მას ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ, რომელთაგან ერთ-ერთმა, მჭედლიძის თქმით, ოთახიდან გამოაგდო, შემდეგ კი გადაღებაში შეუშალა ხელი". საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიკვლიოს მომხდარი ფაქტი და დადგეს იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ჟურნალისტს არ მისცა პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები უდიერად ექცევიან ჟურნალისტებს და არ აძლევენ მუშაობის შესაძლებლობას. ამგვარი ინცინდენტის რეაგირების გარეშე დატოვება ახალისებს
ძალადობას ჟურნალისტების მიმართ.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.