17.06.2016
კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის გაშუქებით. სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ მომზადებულ მასალებში ბევრი ისეთი დეტალი გასაჯაროვდა, რაც არ შეიცავდა საზოგადოებრივ ინტერესს.
აღსანიშნავია, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მედია ფრთხილად მოეკიდოს ამ თემის გაშუქებას, რათა უნებურად არ გახდეს რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი ანდა მანიპულაციის ობიექტი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მედიასაშუალებებს:
- დაიცვან როგორც მსხვერპლის ოჯახის წევრთა, ისე ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
- თავი შეიკავონ ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრების ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს