ქარტიის საბჭოს განცხადება ჟურნალისტ ვახო კვარაცხელიასთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით
10.12.2015

კატეგორია : განცხადებები;
2015 წლის 7 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე "არა ეკლესიის დისკრედიტაციას" ონლაინ გამოცემა "ფოსტალიონის" ჟურნალისტს, ვახო კვარაცხელიას აქციაში მონაწილე გიორგი გაბედავამ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტის თქმით, მას ინტერვიუს ჩაწერა სურდა, გიორგი გაბედავას ჰკითხა პროტესტის მიზეზი, რის შემდეგაც გაბედავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა შემთხვევის ამსახველი ვიდეოც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს ნებისმიერი ფორმით ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას კერძო თუ საჯარო პირებისგან. საზოგადოებას შეახსენებს, რომ "სისხლის სამართლის კოდექსის" 154-ე მუხლი კრძალავს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას. ქარტიის საბჭო მიმართავს შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ მომხდარი შემთხვევით და დაიწყონ მოკვლევა. ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის გამო დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის არ დაკისრების ყოველი შემთხვევა შესაძლებელია წამახალისებელი აღმოჩნდეს სხვა მოქალაქეებისთვის. ამიტომ აუცილებლია, მომხდარ ფაქტს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს საქმის შესწავლის შედეგები.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.