ქარტიის საბჭოს განცხადება ტერორისტული მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით
24.11.2015

კატეგორია : განცხადებები;
23  ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელიც შეიცავს ტერორისტული შინაარსის მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას. რამდენიმე მედიასაშუალებამ მიმართვები უცვლელად გაუშვა. საზოგადოებას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მოსალოდნელი ძალადობისა თუ სხვა საფრთხის შესახებ, თუმცა მედიასაშუალებებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინფორმაცია გაავრცელონ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით, რათა თავიდან იყოს აცილებული შიშისა და პანიკის გავრცელება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, უცვლელი ფორმით ნუ გაავრცელებენ ტერორისტული შინაარსის მიმართვებს და ნუ შეუწყობენ ხელს ვიდეოს ავტორთა აზრების ტირაჟირებას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს აძლევს რეკომენდაციას:
  • მოკლედ გადმოსცენ ტერორისტული ვიდეომიმართვის შინაარსი;
  • არ გამოაქვეყნონ ტერორისტთა მიმართვები უცვლელად, გადასცენ რედაქტირებული სახით, რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება;
  • არ გამოაქვეყნონ ვებგვერდის კონკრეტული ბმული, სადაც კადრები აიტვირთა;
  • თუ კადრები არ შეიცავს ძალადობის სცენებს, შესაძლებელია მათი გამოყენება გადაფარვის მიზნით, ხმის გარეშე.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.