ქარტიის საბჭოს განცხადება "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით
06.11.2015

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში" დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განჩინებით მოსამართლე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში იჭრება, რაც დაუშვებელია. განჩინების თანახმად, მენეჯმენტის შეცვლის ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ "რუსთავი 2-ის" მმართველები ვერ უზრუნველყფდნენ ობიექტურად და სამართლიანად ინფორმაციის გადაცემას. საბჭო აღნიშნავს, რომ მიუღებელია მედიისთვის მითითება თუ რა არის ობიექტური ინფორმაცია და რა - არა, ამგვარი ქმედება არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში და ეწინააღმდეგება სიტყვისა და მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს. სასამართლოს მხრიდან მედიასაშუალების შინაარსში ჩარევის მცდელობა, სამომავლოდ საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს მედიის შეზღუდვის კუთხით. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2 -ის" ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება და მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს ხელისუფლების ყველა შტოს მიერ.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.