"რუსთავი 2-თან- დაკავშირებით კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის- განცხადება
06.11.2015

კატეგორია : განცხადებები;

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და  შინაარსში პირდაპირ ჩარევას.

კოალიცია უაღრესად შეშფოთებულია იმ საშიში პრეცენდენტით, რომელიც იქმნება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიქტურ მუშაობაზე. საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვირთრეგულირების ნაწილია, ცენზურა დაუშვებელია  და ამგვარი რეგულირება ქმნის საშიშ რისკებს მედიის როგორც ინსტიტუციის ფუნქციონირებისთვის. კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოსარჩელის კანდიდატების - დაინტერესებული მხარეების დანიშვნა  ტელეკომპანიის მმართველებად არ ემსახურება იმ სადავო მიზანსაც კი, რომელიც განსაზღვრულია განჩინებაში, კერძოდ მიუკერძოებელი პირების მიერ კომპანიის მართვის უზრუნველყოფას. კოალიცია იმედოვნებს, რომ სასამართლო ხელისუფლების სხვა რგოლები გაითვალისწინებენ იმ საფრთხეებს, რასაც აღნიშნული პრეცენდენტი უქმნის ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მედიაკლუბი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია სატელევიზიო ქსელი
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.