კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით
08.08.2015

კატეგორია : განცხადებები;
7 აგვისტო, 2015 კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" ყურადღებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2- ის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა კუთვნილი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. გუშინ სარჩელის უზრუნველყოფის მიზეზით, აღსრულების ბიურომ დააყადაღა სამაუწყებლო კომპანიის ქონების ნაწილი, დღეს კი ყადაღა დაედო მაუწყებლის პარტნიორების წილებს, უძრავ და მოძრავ ქონებას.

ამ პროცესს წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებისთვის ადგილის არგამოყოფა და ხელშეშლა. მიუხედავად იმისა, რომ დავა "რუსთავი 2-ის" შესახებ კერძო სამართლებრივი დავაა, მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტები და სამაუწყებლო კომპანიის გარშემო შექმნილი ეს ვითარება აჩენს ბევრ კითხვას. თავისუფალი მედია და მისი მდგრადი განვითარება დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ორიენტირია.

ამიტომ, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მივმართავთ პროცესში ჩართულ მხარეებს, მოახდინონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროვება და საზოგადოებას მიეცეს ობიექტური შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას სამაუწყებლო კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას და ჟურნალისტთა პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.