31.07.2015
კატეგორია :
განცხადებები;
30 ივლისი, 2015 კოალიცია მედიის ადვოკატირებითვის შეშფოთებულია
სხვადასხვა ქალაქის მერიის მიერ ტელეკომპანია ,რუსთავი 2"-ისთვის
გაცემული ერთგვაროვანი პასუხებით. მედიასაშუალებებში გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, რუსთავი 2-ს კონცერტის ჩატარებაზე ქუთაისის
მერიამ ერთი დღით ადრე უთხრა უარი და მიზეზად სარეაბილიტაციო
სამუშაოები დაასახელა. ერთამნ
ეთის მსგავსი იყო ფოთისა და ბათუმის ადგილობრივი მთავრობების
პასუხები, რომ ქალაქში კონცერტის გასამართი ადგილები სხვა წინასწარ
დაგეგმილი ღონისძიებებით იყო დაკავებული. აღსანიშნავია ის გარემოებაც,
რომ რუსთავი 2-ის გეგმის შესახებ - ჩაეტარებინა კონცერტები
რეგიონებში, საზოგადოებისთვის ერთი თვით ადრე იყო ცნობილი, ფოთისა და
ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია კი
ცნობილი, ჯერჯერობით, არ არის. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის
მედიაორგანიზაციის თვითრეკლამირებაში ხელშეშლას განიხილავს, როგორც
მედიასაქმიანობის დამაბრკოლებელ ფაქტად და მოუწოდებს ადგილობრივ
მთავრობებს - მეტი პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით
მოეკიდონ მსგავს გადაწყვეტილებებს.
კოალიციის წევრი
ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- მედიაკლუბი
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
- სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
- არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო
საზოგადოებისათვის"
- ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
- რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი