კოალიციის "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადება
29.12.2014

კატეგორია : განცხადებები;
28 დეკემბერი, 2014 სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია "მაესტროზე" სექტემბრიდან განვითარებული მოვლენები. ხუთმა ცნობილმა ტელეწამყვანმა და ოცამდე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა არხი. დაიხურა და სახეც 28 დეკემბერი, 2014 სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია "მაესტროზე" სექტემბრიდან განვითარებული მოვლენები. ხუთმა ცნობილმა ტელეწამყვანმა და ოცამდე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა არხი. დაიხურა და სახეცვლილება განიცადა თითქმის ყველა გადაცემამ, რომელიც ქმნიდა "მაესტროს" სახეს. ეს მოვლენები მიუთითებს აშკარა სარედაქციო კრიზისზე იმ არხზე, რომელიც არის რეიტინგით მესამე ტელეარხი საქართველოში, გამოირჩევა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკითა და ინოვაციური პროექტებით. მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. იმ ფონზე, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედია ცდილობს თავი დაიცვას გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდისგან, ხოლო რუსეთის აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკა კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს, უფრო შემაშფოთებელი ხდება "მაესტროდან" წამოსული ჟურნალისტების მითითება არხის შესაძლო "იდეოლოგიზირების" საფრთხეზე. კოალიცია ყურადღებით დააკვირდება ტელეკომპანია "მაესტროს", როგორც ქართული მედია გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილის, მომავალ სარედაქციო პოლიტიკას, ისევე როგორც სხვა ტელეკომპანიების სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხს საქართველოში.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.