ქარტიის საბჭო ტელეკომპანია "იმედს- ქცევის კოდექსის დარღვევაზე მიუთითებს
30.11.2014
>ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 27 ნოემბერს გასულ გადაცემას "სხვა რაკურსი" გია ჯაჯანიძესთან ერთად და მიიჩნევს, რომ გადაცემის არაერთი მონაკვეთი წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან. გადაცემაში, სტუმრებმა და წამყვანმაც არაერთხელ გამოიყენეს შეუარცხმყოფელი და უხამსი ლექსიკა, სტუმრების მხრიდან ისმოდა ეთნიკური დისკრიმინაციის შემცველი ტერმინებიც, რაზეც გადაცემის წამყვანს რეაქცია არ მოუხდენია. გადაცემის დისკრიმინაციული ფრაგმენტები მხოლოდ ამავე გადაცემის ორმა სტუმარმა გააპროტესტა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემით დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ის მუხლები, რომელიც არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვას გულისხმობს. გადაცემის "სხვა რაკურსის" დაწყების დრო არის 22.00- საათი, მისი დაწყებისთანავე, ეკრანზე ჩნდება სპეციალური შემზღუდავი ნიშანი 15, რაც ნიშნავს, რომ გადაცემა არ არის მიზანშეწონილი 15 წლამდე მოზარდებისთვის, თუმცა შემზღუდავი ნიშანი გადაცემის დაწყებიდან ცოტა ხანში ქრება და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღარ არის მითითებული, რომ პროგრამა არ არის რეკომენდებული 15 წლამდე მოზარდებისთვის.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 38-ე მუხლის, მე-10 ქვეპუნქტი აწესებს გარკვეულ წყალგამყოფს სატელევიზიო ბადეში, რაც გულისხმობს, რომ მაუწყებელმა ეთერში არ უნდა გადასცეს 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამები ღამის 23.00-საათამდე მონაკვეთში.

ეთნიკური დისკრიმინაციის შემცველი ტერმინოლოგიის გამოყენებით, მაუწყებელმა დაარღვია ქცევის კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები - სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ:

 

  1. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.
  2. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი.
  3. თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.>

<�აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფარულად გადაღებულ რეპორტაჟებში შესაძლებელი იყო გარკვეულ პირთა იდენტიფიცირება, ზოგ შემთხვევაში შეცვლილი არ იყო რესპონდენტის ხმა, ერთ შემთხვევაში კი არასათანადოდ იყო დაფარული სახე, რაც არღვევს კოდექსის 35-ე მუხლით მაუწყებლისთვის წაყენებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მოთხოვნებს.

<�ქარტიის საბჭო მიმართავს ტელეკომპანია "იმედს": შეისწავლოს აღნიშნული გადაცემის შესაბამისობა მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან; მეტი სიფრთხილით მოეკიდოს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ზონაში მსგავსი პროგრამების გადაცემას ; გაითვალისწინოს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ავალებულებს, არ დატოვოს რეაქციის გარეშე, მის ეთერში გასული რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამები; გამეორების ან ინტერნეტში განთავსების შემთხვევაში მოიყვანოს პროგრამა კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და არ გახადოს ხელმისაწვდომი ყველა ასაკის მაყურებლისთვის.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.