26.07.2014
კატეგორია :
განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება, 24 ივლისს, მიხეილ
მესხის სტადიონის დარბაზში "ბურსა" "ჩიხურას" მატჩისა და
პრესკონფერენციის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც კონფლიქტი
ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში
გადაიზარდა.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ რა ვითარებაც უნდა უძღოდეს წინ მსგავს
კონფლიქტს, ჟურნალისტმა ემოციური ფონის მიუხედავადაც უნდა შეძლოს, არ
დაივიწყოს საკუთარი პროფესიული მოვალეობა და არ ჩაერთოს კონფლიქტში.
აგრეთვე განვმარტავთ, რომ ის ტერმინოლოგია და გამოთქმები, რომელსაც
თვითმხილველთა ინფორმაციით ქართველი კორეპონდენტები იყენებდნენ ჩხუბის
დროს, ("კაცები ხომ არ გადაჯიშდნენ"? "ვის უნდა დავუთმოთ"? "იმ
"სუნიანებს" ? "მიდი დაარტით") მიეკუთვნება სიძულვილის ენას და მედიის
წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი გამოთქმების გამოყენება არის
პროფესიული სტანდარტის უხეში დარღვევა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭო წუხს მსგავსი ინციდენტის გამო და მოუწოდებს მედიის
წარმომადგენლებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარ გამონათქვამებსა
და ქმედებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.