ქარტიის საბჭოს განცხადება ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე
25.03.2014

კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 24 მარტს, "კინოს სახლში" მომხდარ ინციდენტს, რომელიც "ევრაზიის ინსტიტუტის" მიერ ნატოს საწინააღმდეგო ფილმის ჩვენებას მოჰყვა და რომლის დროსაც ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის მიმართ კინოს სახლში შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე ადამიანის დამოკიდებულება ჩანს ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს ხელს კრავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს არაერთხელ გაუვრცელებია მსგავსი განცხადება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველ სტრუქტურებს, შეასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობა, შეისწავლონ ვიდეომასალა და მოახდინონ რეაგირება ინციდენტზე.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.