ქარტიის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე
20.02.2014

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით ადავენებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. გვინდა, გამოვთქვათ ჩვენი მწუხარება, რომ კიევში უკიდურეს დაძაბულობას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, მედიის წარმოამდგენლებიც - ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემი. ვუსამძიმრებთ, დაღუპულთა ოჯახებს, კოლეგებს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, როგორი საფრთხის ქვეშ, რამდენად მძიმე ვითარებაში უწევთ როგორც უკრაინელ, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ჟურნალისტებს, ვიდეოოპერატორებს, ფოტორეპორტიორებს მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია. მივმართავთ თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკრაინაში, მაქსიმალურად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქართველი ჟურნალისტების მუშაობას ცხელ წერტილში და რაც მთავარია მაქსიმალურად იზრუნონ მათ უსაფრთხოებაზე. მიგვაჩნია, რომ დღეს უაღრესად საჭირო და ამავე დროს დასაფასებელია მათი შრომა, თავისუფალი მედიის იდეა ხომ ჩვენთვისაც საზიაროა და იმავე ბრძოლის ნაწილია, რასაც ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა ჰქვია.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.