ქარტიის საბჭოს განცხადება გადაცემა "პროფილის" შესახებ
30.12.2013

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდეს გადაცემა "პროფილის" ავტორებს, დაიცვან მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, როცა ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებენ. ქარტია მიიჩნევს, რომ  "პროფილის" ბოლო გადაცემის მომზადებისას შემოქმედებითმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, და რაც უფრო საგანგაშოა, ბავშვის ემოციები გამოიყენა მანიპულირებისა და კონკრეტული კომპანიის რეკლამირებისთვის. ქარტია აფასებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალურად დაუცველთა დახმარების, ქველმოქმედების სურვილს, თუმცა ცხადია, აღნიშნულის მიღწევა უნდა ხდებოდეს ბავშვისთვის დამატებითი ტრავმის მიყენების გარეშე. საგულისხმოა, რომ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსი", რომელშიც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის არაერთი პუნქტია გაწერილი, მათ შორის მიუთითებს, რომ "არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად". (მუხლი 44.1) აღნიშნულ შემთხვევაშიც, მშობლის ნებრათვა სრულად არასაკმარისი იყო ბავშის ინტერესების დაცულობის უზრუნველყოფისთვის. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს მზადყოფნას, მსგავს თემებზე მუშაობისას ყველა დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია, რათა ჟურნალისტური საქმიანობისას თავიდან იქნას აცილებული ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის უფლებათა დარღვევის შემთხვევები.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.