კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადება ჟურნალისტის ირაკლი აბსანძის დაკავებასთან დაკავშირებით
24.04.2013

კატეგორია : განცხადებები;
დღეს გავრცელებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია ჟურნალ "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ირაკლი აბსანძე, რომელიც ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი აბსანძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით ირაკლიმ მეგობრისგან გამოგზავნილი ამანათი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. მისი ადვოკატის განცხადებით, ირაკლის არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იდო ამანათში.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.