ქარტიის საბჭოს განცხადება „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW-ს“ დახურვის შესახებ
14.06.2017

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ აგრძელებს კონტრაქტს რადიო თავისუფლებასთან და შესაბამისად, ეთერში აღარ გავა გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ .
ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ორივე გადაცემის შენარჩუნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „წითელი ზონა“ და „ინტერview-ს“ მაყურებელს მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპორდუქტს სთავაზობდა. ქარტიას საშუალება ჰქონდა, მედიამონიტორნგის ფარგლებში თვალი ედევნებინა გადაცემა “ინტერview-სთვის” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რის საფუძველზეც იგი შეაფასა, ყველაზე მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე პოლიტიკურ ტოქშოუდ ქართულ მედიასივრცეში.

მოვუწოდებთ მაუწყებლის მენეჯმენტს, გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გააგრძელოს აღნიშნული გადაცემების მიწოდება მაყურებლისთვის, მით უმეტეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.