მოსაზრებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით
27.06.2017

კატეგორია : განცხადებები;

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

 

 

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით. დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც აღნიშნული კანონპროექტი უკვე არის დარეგისტრირებული პარლამენტში განსახილველად.

 

 

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში არ ყოფილა უზრუნველყოფილი ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა და ჩართულობა. პროექტის ტექსტი არ ყოფილა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის მისი მომზადების პროცესში. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის აქტიური მონაწილე და აღებული აქვს ვალდებულება გააუმჯობესოს კანონშემოქმედებით პროცესის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი (იხ. კანონპროექტის სამუშაო ვერსია და განმარტებითი ბარათი).

 

შეთავაზებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან. კერძოდ:

 

კანონის პროექტი ზღუდავს  საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს ვიდრე ეს საქართველოს კონსტიტუციითა თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

ცვლილებების თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყდივების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან.მაუწყებლის მიერ განხორცილებულ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად. ცვლილების არსებული სახით მიღების  შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არამარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ჩრდილი მიადგება მთლიან სახელმწიფო შესყიდვების სისტემას.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გაზრდას, სამეურვეო საბჭოს ფუნქცია-მოვალეობათა შემცირების ხარჯზე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებელზე სრულყოფილი დემოკრატიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებს.

 

ცვლილებების არსებული რედაქციის საფუძველზე 50%-ით მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო.

 

- კანონპროექტი აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომით უფლებების დაცვის ხარისხს.

 

თითოეული პრობლემის დეტალური აღწერა და ხელმომწერი ორგანიზაციების პოზიცია სიღრმისეულად არის განხილულ მოცემულ დოკუმენტში. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ წარმოდგენილი ცვლილები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ისეთ სტანდარტებს, როგორიც არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გამჭვირვალობა. შესაბამისად პარლამენტის მიერ პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ გაასაჩივრებს მას საკონსტიტუციო სასამართლოში.

იხილეთ დოკუმენტი სრულად

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.