25.01.2019
კატეგორია : განცხადებები;
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დავით ერაძემ მოიპოვა სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის სახეში დარტყმას. კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა აღნიშნული ქმედება მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.
კოალიცია, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს სწრაფად, ჯეროვნად და სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება.