2016 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში
22.07.2016

 

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა", ფარგლებში

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის,"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა", ფარგლებში სატელევიზიო არხების მონიტორინგს ახორციელებს.

აღნიშნული ანგარიში მოიცავს 11 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგებს, ანგარიშში მოცემულია 20 მაისი - 10 ივლისის პერიოდი.

მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS,  ტაბულა, კავკასია,  ტვ პირველი,  ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25.

მონიტორინგის მიზანი იყო გამოერკვია, მაუწყებლები კვლევისთვის შერჩეულ სუბიექტებს აშუქებდნენ თუ არა ისეთი პრინციპების დაცვით, როგორიცაა მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, გონივრული ბალანსი,  ჯეროვანი სიზუსტე და არადისკრიმინაციული გაშუქება.

მასალის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • თერთმეტივე არხი საკუთარი ეთერის ყველაზე მეტ ნაწილს საქართველოს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას უთმობს.
  • 11 არხის მონაცემების მიხედვით მთავრობის მიმართ პოზიტიური გაშუქებით GDS-ი ლიდერობს, მის ეთერში მთავრობისთვის დათმობილი დროის 40%-ი მთავრობის პოზიტიურად გაშუქებას დაეთმო.  ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მთავრობას რუსთავი 2-ზე აქვს - დათმობილი დროის 71%. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება კი ტელეკომპანია აჭარაზე - 75%.
  • პრეზიდენტი პოზიტიურ ტონში ყველაზე ხშირად I არხის ეთერში დაფიქსირდა, დათმობილი დროის 20%.  უარყოფითად რუსთავი 2-ზე  (14%) , ნეიტრალურად ყველაზე ხშირად  პრეზიდენტი  ტვ პირველზე გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 95%.
  • პარტია ქართული ოცნება ყველაზე დადებითად აჭარის ეთერში გაშუქდა, მისთვის დათმობილი 28 % პოზიტიური იყო, ნეგატიურად ოცნება ყველაზე დიდი დოზით რუსთავი-2-ზე გაშუქდა (48%) ნეიტრალურად კი  მაეტსროსა და კავკასიაზე (82-82%).
  • "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" დადებითი ტონით ყველაზე მეტად რუსთავი 2-ზე წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 10% პოზიტიური გაშუქება იყო.  "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე უარყოფითად ობიექტივმა გააშუქა (75%) ნეიტრალურად  კი ტაბულამ  და რუსთავი-2-მა (82-82%).
  • ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად ტელეკომპანია აჭარის ეთერში წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 45%. უარყოფითად რუსთავი 2-ს ეთერში დათმობილი დროის 50%. ნეიტრალურად კი ტაბულასა და იმედის ეთერში 75-75%.
  • 11 არხის მონაცემებით ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" აქვს. უმრავლეს შემთხვევაში 95%-ზე მეტი მათი გაშუქების ნეიტრალური ტონია.
  • შინაარსობრივი ანალიზისას გამოვლინდა, რომ არხები მეტწილად ეთიკური სტანდარტების შესაბამისად აშუქებენ სუბიექტებს, თუმცა დაფიქსირდა სტანდარტს შეუსაბამო მედია პროდუქტები.
  • არხები ახალი ამბების გაშუქებას ხშირ შემთხვევაში ე.წ. კადრ სინქრონებით ახდენენ, ამ ფორმატით გაშუქებისას, ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობითაა გადმოცემული.
  • ჟურნალისტები ხშირად იყენებენ სიუჟეტებში ფრაზებს: "ტელეფონი გამორთული ჰქონდა", "სამუშაო ადგილას არ დაგვხვდა", "დღეს სამსახურში არ იყო", "კომენტარის გაკეთება არ ისურვა" და ა.შ. რაც ხშირად არ არის საკმარისი გონივრული ბალანსის პრინციპის დაცვისთვის.

ჩამოტვირთეთ ანგარიშის სრული ვერსია