სატელევიზიო ახალი ამბების პოსტ-საარჩევნო პერიოდის გაშუქების მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 24 იანვრიდან - 23 მარტამდე.
მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით აშუქებდა სატელვიზიო მედია სხვადასხვა სუბიექტს პოსტ-საარჩევნო პერიოდში. გაშუქების ტონის მიხედვით შეინიშნებოდა თუ არა სატელევიზიო მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავდა სატელევიზიო მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს ადგილობრივი არჩევნების შემდგომ პერიოდში სუბიექტთა გაშუქების დროს.
მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით,
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2021 წლის
მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ - ფარგლებში.
მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
ონლაინ მედიაში პოსტ-საარჩევნო პერიოდის გაშუქების მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 24 იანვრიდან - 23 მარტამდე.
მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით აშუქებდა ონლაინ მედია სხვადასხვა სუბიექტს პოსტ-საარჩევნო პერიოდში? გაშუქების ტონის მიხედვით, შეინიშნებოდა თუ არა ონლაინ მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავდა ონლაინ მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს ადგილობრივი არჩევნების შემდგომ პერიოდში სუბიექტთა გაშუქების დროს?
მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით,
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2021 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ -
ფარგლებში.
მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ - ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 23 მარტის ჩათვლით პერიოდში, დააკვირდა საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ სატელევიზიო ტოქშოუებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას.
მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვება მიმდინარეობდა 6 ტელევიზიაზე:
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, TV
პირველი, მთავარი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზია.
მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
2021 წლის 5 ივლისიდან 2021 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დააკვირდა ონლაინ მედიაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას.
მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით აშუქებდა ონლაინ მედია სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში? გაშუქების ტონის მიხედვით, შეინიშნებოდა თუ არა ონლაინ მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავდა ონლაინ მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების დროს?
მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით,
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2021 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ -
ფარგლებში.
საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აკვირდება მედიას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში.
ქარტიის მონიტორები 2021 წლის 2 აგვისტოდან (წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან) 30 ოქტომბრის ჩათვლით აკვირდებოდნენ 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს.
მონიტორინგდებოდა შემდეგი სატელევიზიო არხები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „TV პირველი“, „მთავარი არხი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „TV25“, „რიონი“, „გურჯაანის ტელევიზია“, „გურია TV“, „TV4“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „მეცხრე არხი“. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ექვსი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, რვა კი - რეგიონებში.
ტელეკომპანიები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ორი
საზოგადოებრივი მაუწყებელი (მათი როლიდან გამომდინარე), ოთხი
რეიტინგული ეროვნული მაუწყებელი და ერთი მაუწყებელი თითო
რეგიონიდან.
საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, გაეროს განვითარების
პროგრამის პროექტ „საქართველოს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების
მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური
დახმარებით, დააკვირდა ონლაინ მედიაში 2021 წლის მუნიციპალური
არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგი დაიწყო 2021 წლის 5 ივლისს.
მედიამონიტორინგისთვის შეირჩა 17 ონლაინ მედიასაშუალება: ambebi.ge,
batumelebi.ge, guriismoambe.com, interpressnews.ge, knews.ge,
kutaisipost.ge, livepress.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge,
publika.ge, qartli.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge,
sputnik-georgia.com, tabula.ge. 17-დან 8 რეგიონული ონლაინ
გამოცემაა, რაც შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო. შერჩევა
განხორციელდა რეიტინგებისა და მედიის სპეციალისტების გამოკითხვის
საფუძველზე.
წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში
განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავს,
შეისწავლოს, თუ რა სახის ინფორმაციას ეცნობა ყოველდღიურად
მომხმარებელი სოციალური მედიიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების
შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური
ქსელი ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ
როგორ იყენებენ ამ პლატფორმას საარჩევნო პერიოდში ტრადიციული მედია და
საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის მასალებს უგროვდება ყველაზე მეტი
ინტერაქცია მომხმარებელთა იმ ღია ჯგუფებსა და საჯარო გვერდებზე,
რომლებსაც ასეულობით ათასი წევრი თუ გამომწერი ჰყავთ.
წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.