04.10.2021
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში
განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავს,
შეისწავლოს, თუ რა სახის ინფორმაციას ეცნობა ყოველდღიურად
მომხმარებელი სოციალური მედიიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების
შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური
ქსელი ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ
როგორ იყენებენ ამ პლატფორმას საარჩევნო პერიოდში ტრადიციული მედია და
საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის მასალებს უგროვდება ყველაზე მეტი
ინტერაქცია მომხმარებელთა იმ ღია ჯგუფებსა და საჯარო გვერდებზე,
რომლებსაც ასეულობით ათასი წევრი თუ გამომწერი ჰყავთ.
წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.