მედიამონიტორინგი
კატეგორია - მედიამონიტორინგი

ახალი ამბები - ანგარიში

 

გამოქვეყნდა საარჩევნო მონიტორინგის მეოთხე ანგარიში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მაუწყებლების საინფორმაციო გამოშვებებსა და ტოქშოუებს აკვირდებოდა.

 

კატეგორია - მედიამონიტორინგი
მონიტორინგის პერიოდი
25 სექტემბერი - 2 ნოემბერი, 2016

ანგარიშის სრული ვერსია

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ატარებს მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში.

მონიტორინგი ხორციელდება 2016 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს 11 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებს. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25. მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია მედიამონიტორინგის შედეგები 25 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. მასალის რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი

ტოქშოუები

  • არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ტოქშოუებში შემცირდა საარჩევნო თემატიკის განხილვა. ნაკლები დრო დაეთმო მეორე ტურში გასული კანდიდატების ხედვებს.
  • დამოუკიდებელი კანდიდატებიდან გადაცემებში ყველაზე ხშირად სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა. მეორე ტურში გასული სხვა დამოუკიდებელი კანდიდატები ტოქშოუების ინტერესის ქვეშ ნაკლებად ხვდებოდნენ.
  • წინა სამონიტორინგო პერიოდის მსგავსად, გადაცემა "2030-ის" სტუმრების დიდი ნაწილი კვლავაც "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ.
  • "ობიექტივი" კვლავ "პატრიოტთა ალიანსის" ტრიბუნად რჩებოდა, რადგანაც ამ პარტიის წევრები ფაქტობრივად ყველა გადაცემაში მონაწილეობდნენ. წამყვანთა ნაწილი კი მათ ღიად უცხადებდა მხარდაჭერას.
  • საარჩევნო პროგრამებზე საუბარი წინა სამონიტორინგო პერიოდთან შედარებით მკვეთრად შემცირდა.
  • ტოქშოუების დიდი ნაწილის განსახილველი თემა ამა თუ იმ პირის შეფასებები და მათზე მსჯელობა იყო. ისინი ძირითადად იმეორებდნენ საინფორმაციო გადაცემებით გასულ მოსაზრებებს და ახალ ინფორმაციასა თუ ანალიზს ნაკლებად აწვდიდნენ აუდიტორიას.
  • საანგარიშო პერიოდის პირველ ეტაპზე რამდენიმე ტელეკომპანიამ დიდი დრო დაუთმო "მოსალოდნელ დესტაბილიზაციას", თუმცა, ახალი არგუმენტაცია, თუ რას ეფუძნებოდა ეს დესტაბილიზაციის მოლოდინი, არ გაჟღერებულა. მეორე ეტაპზე აქტუალური გახდა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული პროგნოზი და საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე მსჯელობა.
  • ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საფრთხეებზე მოქალაქეებმა მიმართვა გაავრცელეს და მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს ხმა არ მიეცათ "ქართული ოცნებისთვის". ამ თემაზე სასაუბროდ "რუსთავი 2-ის" ეთერში მხოლოდ ის სტუმრები იყვნენ მიწვეულნი, რომლებიც ამ საფრთხეებს იზიარებდენ, "2030-ის" ეთერში კი - მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეები.
  • მეორე ტურის წინ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვეს "ქართული ოცნების" წევრებმა აჭარაში. ისინი არ მივიდნენ არც აჭარის ტელევიზიის და არც 25-ე არხის ეთერში, რის გამოც დებატები ვერ შედგა.
  • პირველი ტურის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში პარტიის პირველ ნომრებს შორის გამართულ დებატებში მონაწილეობა არ მიიღეს რამდენიმე პარტიის, მათ შორის "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.
  • დებატების დროს წამყვანები ხშირად მხოლოდ მოდერატორის ფუნქციას ასრულებდნენ, არ სვამდნენ დამაკონკრეტებელ კითხვებს, რის გამოც რესპონდენტების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება კვლავ პრობლემად დარჩა.
  • მაესტროზე დაიხურა ორი ტოქშოუ - ღამის კონტაქტი და მაესტროს ფაქტორი
  • პატრიორტთა ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი, ბონდო მძინარაშვილი პირველ ტურში დამარცხების შემდეგ "ობიექტივის" ეთერში წამყვანად დაბრუნდა. კანდიდატად დასახელებამდეც მას ამ ტელეკომპანიის ეთერში გადაცემა მიჰყავდა.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
მაუწყებლების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი
31 აგვისტო-25 სექტემბერი, 2016


ახალი ამბები - ანგარიში სრულად

კატეგორია - მედიამონიტორინგი

მაუწყებლების ტოქშოუების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი

31 აგვისტო - 25 სექტემბერი

ანგარიში სრულად

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“, ფარგლებში სატელევიზიო არხების მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორები აკვირდებიან 11 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუებს. მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25


ტოკშოუები - ძირითადი მიგნებები:
  • გასულ სამონიტორინგო პერიოდთან შედარებით გაიზარდა იმ გადაცემების რიცხვი, სადაც საარჩევნო თემებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გადაცემა "ინტერview" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რომლის წამყვანი უყურადღებოდ არ ტოვებს რესპონდენტის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ასევე, ტელეკომპანიის "რუსთავი 2" გადაცემის "არჩევანი 2016" მესამე ნაწილი, სადაც დისკუსიამიმდინარეობს კონკრეტულ თემატიკაზე.
  • ასეთი პოზიტიური მაგალითების მიუხედავად, პოლიტიკური პროგრამების ღრმა, საგნობრივი დებატები ზოგადად იშვიათად იმართებოდა ქართულ ტელესივრცეში. წამყვანები ხშირად პოლიტიკოსებს მონოლოგის რეჟიმში პრეზენტაციის საშუალებას აძლევდნენ. ნაცვლად კრიტიკული კითხვების დასმისა და იმის ჩვენებისა, თუ რამდენად აქვთ მათ ჩამოყალიბებული ხედვა ამა თუ იმ საკითხზე და რამდენად რეალურია მათი დაპირებები, წამყვანები საარჩევნო სუბიექტებს ტრიბუნას უთმობდნენ მათთვის სასურველ თემაზე სასაუბროდ. თითოეული კანდიდატისთვის მხოლოდ თანაბარი საეთერო დროის დათმობა და ერთი და იგივე კითხვის დასმა შესაძლოა არ ნიშნავდეს საარჩევნო თემატიკის კვალიფიციურ გაშუქებას და მაყურებლისგაცილებით უკეთესად ინფორმირებას.
  • წამყვანები ხშირად სვამდნენ ისეთ კითხვებს, როგორიცაა ვინ არის თქვენი კონკურენტი? რა იქნება თქვენი მაქსიმუმი არჩევნებზე? რამდენი ადამიანის შეყვანას გეგმავთ პარლამენტში?
  • ამგვარი ზოგადი კითხვები რესპონდენტს საშუალებას აძლევსისაუბროს მისთვის სასურველჭრილში.
  • კვლავაც პრობლემად რჩება კრიტიკული კითხვების ნაკლებობა, წამყვანების დიდი ნაწილის მოუმზადებლობა, აქედან გამომდინარე სადისკუსიო თემის ზედაპირული განხილვა.
  • რამდენიმე გადაცემაში გაუგებარი დარჩა სტუდიაში მოწვეული მაჟორიტარობის კანდიდატებისა და ოლქების შერჩევის კრიტერიუმები. მაგალითად, "ბარიერში" სხვადასხვა დროს მოწვეულები იყვნენ მაჟორიტარი კანდიდატები გლდანის მე-20 (22.09), ნაძალადევის მე-19 (20.09), ისნის მე-9 (14.09) და მე-10 საარჩევნო ოლქებიდან. რატომ გაკეთდა არჩევანი მაინცადამაინც ამ ოლქებზე უცნობი დარჩა.
  • რიგ ეროვნული მაუწყებლების ეთერში ბევრი დრო დაეთმო კონკრეტული ოლქის კანდიდატებს, რომლებიც იმ რეგიონისა თუ უბნის პრობლემებზე საუბრობდნენ, სადაც კენჭს იყრიან. ამგვარ ვიწრო პრობლემატიკაზე საუბარი მაჟორიტარ კანდიდატთან, შესაძლოა უინტერესო იყოს ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისთვის. თანაც იმ პირობებში, რომ კანდიდატები საუბრობდნენ ხშირ შემთხვევაში პირად მოსაზრებებზე და არა პარტიების ხედვებზე, გადაცემაში კი პარტიის ლიდერები არ იღებდნენმონაწილეობას.
  • წამყვანები კითხვის ფორმულირებისას ზოგჯერ ერთმანეთში ურევდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაჟორიტარი კანდიდატის კომპეტენციებს. იგივე პრობლემა შეინიშნებოდა თავად მაჟორიტარი კანდიდატების მხრიდანაც, რაც საბოლოოჯამშიამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას უწყობსხელს.
  • წინა სამონიტორინგო პერიოდისგან განსხვავებით წამყვანები უმეტეს შემთხვევაში აუდიტორიას აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რომელიმე პირმა სტუდიაში მისვლაზე უარიგანაცხადა.
  • მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე კონკრეტული ფაქტი, "მაესტრო" "იმედი" და "GDS" ხშირად ინტერესდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "მოსალოდნელი დესტაბილიზაციით" და დიდ დროს უთმობდა ამ საკითხისგანხილვას.
  • "ობიექტივის" გადაცემა "ღამის სტუდია" კვლავაც "პატრიოტთა ალიანსის" ტრიბუნად რჩება, სადაც ისინი პრაქტიკულად ყველა გადაცემაში საუბრობენ და ეწევიან აგიტაციას. წამყვანებიც ღიად გამოხატავენ მათ მხარდაჭერას. წინა სამონიტორინგო პერიოდთან შედარებით, სექტემბერში უფრო მეტად ისმოდა ანტითურქული რიტორიკა, შედარებით შემცირებული იყო წამყვანების მხრიდან რუსული პროპაგანდისტული მესიჯები, ვინაიდან წამყვანის პოზიცია დატოვა ვალერი კვარაცხელიამ, "სოციალისტური პარტიის" ლიდერმა, რომელიც ღიად პრორუსულ მოწოდებებს აჟღერებდაეთერშიგასულ წინა სამონიტორინგოპერიოდში. - სექტემბერშიც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც წამყვანებმა ვერ მოახერხეს დისკუსიის მართვა და სტუმრებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კატეგორია - მედიამონიტორინგი

ახალი ამბები - ანგარიში

ტოქშოუები - ანგარიში

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მაუწყებლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ქარტია აკვირდებოდა როგორც ახალ ამბებს, ისე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქშოუებს.

 

კატეგორია - მედიამონიტორინგი
ჩამოტვირთეთ ანგარიშის სრული ვერსია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს პროექტს "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება", რომლის ერთ ერთი კომპონენტია  ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი.

კატეგორია - მედიამონიტორინგი

 

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა", ფარგლებში

კატეგორია - მედიამონიტორინგი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განახორციელა მედიამონიტორინგი "ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი", რომელის შედეგებიც 29 ივნისს წარადგინა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განახორციელა მედიამონიტორინგი "ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი", რომელის შედეგებიც 29 ივნისს წარადგინა.

 

კატეგორია - მედიამონიტორინგი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბავშვთა საკითხების მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შედეგები 2015 წლის 1 მარტიდან 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. მედიამონიტორინგი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ქარტიის ანგარიშის სრული ვერსია.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
2014 წლის 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, ქარტია აკვირდებოდა სამ საზოგადოებრივ მაუწყებელს (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი: სსმ 1, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეორე არხი: სსმ 2; აჭარის ტელევიზია). 
კატეგორია - მედიამონიტორინგი
(არჩევნების მეორე ტურის გაშუქება)

თბილისი, 2014 წლის 10 ივლისი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პროფესიონალ ჟურნალისტთა არაკომერციული,
კატეგორია - მედიამონიტორინგი
1 მაისი - 6 ივნისის საანგარიშო პერიოდი საზოგადოებრივი და თბილისში არსებული მაუწყებლები  რეგიონული მაუწყებლები