2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში
20.10.2012

შემაჯამებელი ანგარიში

მონიტორინგის პერიოდი:

2012 წლის 1 ივლისი-30 სექტემბერი

1. პროექტის მიმოხილვა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროგრამას საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. ქარტიის მონიტორთა 6-კაციანი ჯგუფისთვის საწყისი ტრენინგი გამართა სლოვაკურმა ორგანიზაცია "მემო 98"-მა. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს მენტორობას. მონიტორინგის მიზანია თერთმეტი სატელევიზიო არხის მუშაობის ანალიზი. მედიამონიტორინგის კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის სამ, ყოვლისმომცველ ანგარიშში. ეს ანგარიშები გავრცელდება მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო საზოგადოებაში. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის გუნდმა 2012 წლის 1 ივლისს დაიწყო მედიამონიტორინგის სამთვიანი პროგრამის განხორციელება. მონიტორინგის მიზანია მედიის შინაარსის თვისებრივი ანალიზით დეტალურად გამოავლინოს, თუ როგორ ხდება სხვადასხვა თემის გადმოცემა. მონიტორინგი ისეა დაგეგმილი, რომ სიღრმისეულად ასახოს მედიაში პლურალიზმისა და მრავალფეროვნების მდგომარეობა. მთავარი აქცენტი არჩევნების გაშუქებაზე კეთდება. ამ პროექტში გამოყენებელი მეთოდოლოგია თითქმის ორი ათეული წელია, რაც აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამასთანავე, მთელი ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული მეთოდოლოგია მუდმივად უმჯობესდებოდა და იხვეწებოდა. პროექტის ხანგრძლივობა და რეგულარულობა შესაძლებლობას იძლევა, რომ პერიოდულად შევადაროთ სატელევიზიო არხების ეთერის შინაარსი. ქარტიამ მონიტორინგის საბოლოო შედეგები "მემოსთან" მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა, მასში შეფასდა საქართველოში 11 სატელევიზიო არხის წინასაარჩევნო ეთერის თავისებურებები და წარმოდგენილია დეტალური ანალიზი. ამ სახის მიდგომამ შექმნა უფრო სიღრმისეული სურათი. საბოლოო შედეგებში მოცემულია მნიშვნელოვანი დამატებითი კომენტარები, რომლებიც კონტენტის ანალიზს უკავშირდება და რომლებშიც შეფასებულია ბალანსი, სამართლიანობა, ობიექტურობა, სიზუსტე, აქტუალობა და გაშუქების მასშტაბი. მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2012 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს. დაკვირვება მიმდინარეობდა 2-კვირიანი პერიოდით, მომდევნო ერთი კვირა კი დაკვირვების შედეგების ანალიზს ეთმობოდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში - 3-30 სექტემბრის ჩათვლით, დაკვირვება განხორციელდა უწყვეტად. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და "მემო 98" ერთობლივად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე მიღებული თვისობრივი ანალიზის შედეგებს შუალედური ანგარიშის სახით, პერიოდულად აწვდიდა მედიასა და დაინტერესებულ საზოგადოებას, აწყობდა პრეზენტაციებს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელი, არამომგებიანი ორგანიზაციაა. იგი პროფესიული ქსელია. ქარტია 2009 წლის დეკემბერში დაარსდა და დღეს მას 213 წევრი-ჟურნალისტი ჰყავს. ქარტიის მიზანია პროფესიული სტანდარტების შემუშავება და საზოგადოების ნდობის ამაღლება მედიის მიმართ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 9 არჩეული პირისგან შემდგარი საბჭო მართავს. თავისი მიზნების მისაღწევად ქარტია მუშაობს სხვადასხვა სფეროში, რომელთა შორისაა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი. "მემო 98"1 საერთაშორისო დონეზე აღიარებული, დამოუკიდებელი და არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც მედიამონიტორინგის ექსპერტებისაგან შედგება. აღნიშნულ ექსპერტებს 14-წლიანი გამოცდილება აქვთ შემდეგ სფეროებში: მედიამონიტორინგი, კვლევა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში მხარდაჭერა. "მემო 98" ძირითადად აღიარებულია საარჩევნო პროცესის განმავლობაში მედიის ანალიზის და მონიტორინგის სფეროში. მათი ექსპერტები მონაწილეობდნენ 90-ზე მეტ საარჩევნო 1 www.memo98.sk 3   სადამკვირვებლო მისიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 100-ზე მეტი პროექტი განახორციელეს 35 ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით. 2. ამოცანები პროექტის მთავარი ამოცანაა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორია მედიის ქცევა წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ასევე მისი ამოცანაა, ხელი შეუწყოს დისკუსიას მედიის მიერ მოვლენების გაშუქების ობიექტურობის და ხარისხის შესახებ. კონკრეტული ამოცანა: მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება მედიის ქცევის შესახებ საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს. 3. მონიტორინგის მიზნით განხორციელებული შერჩევა შესაბამისი მედიის შერჩევის კრიტერიუმები დავადგინეთ იმის მიხედვით, თუ რა ზეგავლენას ახდენენ ისინი პოტენციურ ამომრჩევლებზე. მედიის შერჩევისთვის ასევე გამოვიყენეთ დამატებითი კრიტერიუმები: მფლობელობის სტრუქტურა (კერძო/სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მედია, კომერციული/საზოგადოებრივი მაუწყებლები) და გეოგრაფიული განაწილება (ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი). წინამდებარე ანგარიში შეჯამებულია წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და "მემო 98"-მა მოამზადეს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში - "მედია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" - მონიტორინგი განხორციელდა ქვემოთ ჩამოთვლილ მედია საშუალებებში: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, კავკასია, მაესტრო, მე-9 არხი, რეალ ტვ, რიონი ტვ და მეგა ტვ (ქუთაისი), აჭარის ტვ და 25-ე არხი (აჭარა). მედიამონიტორინგის ყურადღების ცენტრში იყო საუკეთესო საეთერო დროს (ე.წ. "პრაიმ ტაიმის") (19:00-24:00) დროს გაშვებული ყველა პროგრამა. გადაცემების ტიპის მიხედვით მონიტორინგის გუნდმა შეაფასა: ა) ახალი ამბების გამოშვებები; ბ) პოლიტიკური თოქშოუები; გ) იუმორისტული გადაცემები. ახალი ამბების გამოშვებები  რამდენად შესაბამისია თემა და რამდენად აქტუალურია ახალი ამბები;  სიზუსტე (ფაქტების საფუძველზე ჩატარდა კვლევა, ასევე მომზადდა გრაფიკები და დიაგრამები);  ფაქტები და მათი გამიჯვნა მოსაზრებებისგან;  წყაროებთან მუშაობა;  ბალანსი;  პოლიტიკური ახალი ამბების გაშუქების ტონი;  სიუჟეტის ზოგადი შეფასება;  გაშუქების ტექნიკური ასპექტები (ვიზუალური და აუდიოხარისხი).   პოლიტიკური თოქ-შოუები 4      თემის შერჩევა აქტუალობის მიხედვით;  სტუმრების შერჩევა თემის მიხედვით;  ჟურნალისტის მომზადება;  დაბალანსებული გაშუქება ჟურნალისტის მიერ;  საერთო შთაბეჭდილება თოქშოუს შესახებ.   იუმორისტული პროგრამები  თემის შერჩევა აქტუალობის მიხედვით;  წამყვანის პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა;  სიძულვილის ენა;  ზოგადი შთაბეჭდილება წამყვანის შესახებ.   4. მეთოდოლოგია2 2 იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ოთხი ორგანიზაცია (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ინტერნიუსი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტი (ISFED) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)) ოქტომბრის არჩევნებამდე მედიის ყოვლისმომცველ რაოდენობრივ მონიტორინგს ატარებდა, "ქარტიამ" და"მემომ" გადაწყვიტეს, რომ თავიანთი მონიტორინგი მედიის გაშუქების თვისებრივ ასპექტებზე ჩაეტარებინათ. მონიტორინგის გუნდმა მედიის მონიტორინგისთვის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისი თვისებრივი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები გამოიყენა. მეთოდოლოგია კონტენტზეა ორიენტირებული. მისი მეშვეობით მონიტორები აკვირდებიან, რამდენად დეტალურად და მრავალფეროვნადა არიან წარმოდგენილი მედიის მიერ მომზადებულ სიუჟეტებში მონიტორინგისთვის შერჩეული სუბიექტები, როგორ შუქდება თემები. მონიტორინგის შედეგებში მოცემულია დეტალური ანალიზი და შეფასება, თუ როგორია პოლიტიკური მრავალფეროვნების ამჟამინდელი დონე მედიის სიუჟეტებში. ეს სათანადო კონტექსტშია შემოწმებული. თვისებრივი ანალიზი თვისებრივი მეთოდოლოგია ყურადღებას ამახვილებს სიუჟეტების შინაარსზე. ამგვარად, მონიტორინგის გუნდი აქცენტს აკეთებს მედიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე, საბოლოო დასკვნებს აკეთებს მისი სტრუქტურის შესახებ (თემები და საკითხები), ასევე თითოეული მედიასაშუალების მიერ თემის გაშუქების ხარისხს აფასებს საერთო ინფორმაციული ღირებულების საფუძველზე. თვისებრივ ანალიზში სუბიექტურობის რაიმე ელემენტის აღმოფხვრის მიზნით "მემო 98" ხშირად ამოწმებს, თუ როგორ აკეთებენ მედიის ანალიზს ინდივიდუალური მონიტორები. იქ, სადაც კონკრეტული სიუჟეტის შეფასების მიმართ განსხვავებული აზრი არსებობს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამგვარ სიუჟეტს მონიტორინგის მთლიანი გუნდი (ან გუნდის ლიდერი) შეაფასებს ხოლმე. თვისებრივი ანალიზისთვის მონიტორებს მოეთხოვებათ, რომ შეაფასონ:  კონკრეტული სიუჟეტეტბის თანამიმდევრობა და თემების აქტუალობა;  პოლიტიკური მრავალფეროვნების ხარისხი გაშუქებულ მასალაში; 5      ჟურნალისტების ცოდნა და უნარი, თუ რამდენად შეუძლიათ მათ ფაქტებსა და ინფორმაციაზე მუშაობა;  ავტორის შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს აუდიტორიის ჩართულობა;  ინტერვიუს ჩაწერისას არის თუ არა შეკითხვები სამართლიანი ან "დატვირთული";  რამდენად უწყობს ხელს ჟურნალისტის ენა, რომ აუდიტორიამ ადვილად აღიქვას თემა და მიმდინარე მოვლენები;  ვიზუალიზაციის (კამერის რაკურსი, კადრი, ფოტომასალა, გრაფიკული გამოსახულება და სხვა) რა საშუალებებს და როგორ იყენებს მედიასაშუალება, რომ აუდიტორიამ მონიტორინგის სუბიექტები და განსახილველი თემები ადვილად აღიქვას;  რამდენად ჩართულია ჟურნალისტი სიუჟეტში.   თვისებრივი ანალიზის შედეგები ქვემოთ მოცემული ხუთბალიანი სისტემის მიხედვით შეფასდა:  ძალიან დაბალი ხარისხი– 1  ცუდი, გარკვეული ნაკლოვანებებით- 2  ტექნიკურად მისაღები ხარისხი- 3  კარგი ხარისხი- 4  მაღალპროფესიული ხარისხი- 5  შეფასებას არ ექვემდებარება- ა/შ (არ შეესაბამება)   მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შეფასების ობიექტია მედიასაშუალებების და არა მონიტორინგის სუბიექტების ქცევა. მონიტორები განსაკუთრებით აქცევდნენ ყურადღებას, უქმნიდა თუ არა რომელიმე მედია საშუალება დადებით ან უარყოფით განწყობას მაყურებელს რომელიმე სუბიექტის ან თემის მიმართ. თუ, როგორ მოხდა მონიტორინგის სუბიექტების გაშუქება - დადებითად, უარყოფითად თუ ნეიტრალურად. შეფასების შკალა შემდეგი მიზნით გამოიყენება: დადებითი შეფასება ნიშნავს, რომ ახალ ამბებში მონიტორინგის კონკრეტული სუბიექტის გაშუქება კეთილგანწყობით მოხდა. ნეიტრალური შეფასება ნიშნავს, რომ გაშუქება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტობრივი იყო, რაიმე დადებითი თუ უარყოფითი კონოტაციის გარეშე. უარყოფითი შეფასება ნიშნავს, რომ სუბიექტი უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად გააშუქეს. ამგვარ გაშუქებას სიუჟეტსა თუ რეპორტაჟში გამოყვანილი სუბიექტის შესახებ უარყოფითი კონოტაციები, ბრალდებები ან კრიტიკა ახლავს თან. მონიტორინგის სუბიექტები:  პრეზიდენტი  მთავრობა (მთლიანად მთავრობის და ცალკეული მინისტრების ჩათვლით)  ადგილობრივი თვითმმართველობა  საარჩევნო ადმინისტრაცია (რაშიც შედის ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და უბნის საარჩევნო კომისიები, ასევე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია) 6      პოლიტიკური პარტიები3.   3 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება - რომელშიც შედის დემოკრატიული საქართველო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ლეიბორისტული პარტია, აღორძინების დემოკრატიული კავშირი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი", ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ევროპელი დემოკრატები, სახალხო კრება, ამომრჩეველთა ლიგა (მოქალაქეთა კავშირი), მწვანეთა პარტია, თეთრები (თემურ შაშიაშვილი) და დამოუკიდებელი კანდიდატები. 4 საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოყვანილი ნორმისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნების დაცვის ამსახველი დეტალური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ დანართში #1. 5 "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად." აღსანიშნავია, რომ ორგანული კანონი მითითებას ახდენს "მაუწყებელთა ქცევის კოდექსზე" და ამ გზით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს წინასაარჩევნო კამპანიის ეთიკური სტანდარტების დაცვით გაშუქებას. 6 იხ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის #2 დადგენილება "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" დამტკიცების შესახებ". მუხლები 12-24. 5. მონიტორინგის სამართლებრივი საფუძველი მონიტორინგის მედთოდოლიგიის შემუშავების საფუძვლად აღებულ იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოში მოქმედი სამართლებრივი აქტები. დაკვირვებისას მონიტორები ხელმძღვანელობდნენ "საქართველოს კონსტიტუციის" 24-ე მუხლით, რომელიც აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას, საქართველოს კანონით "მაუწყებლობის შესახებ", საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს საარჩევნო კოდექსითა" და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დატკიცებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი სტანდარტებით. მონიტორინგის პერიოდში ყურადღების მიღმა არ რჩებოდა "მაუწყებლობის შესახებ" კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დადგენილი განსაკუთრებული ვალდებულებები. ამ კანონის 551-ე მუხლის თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსოს თავის ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია პოლიტიკური დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ამ გადაცემებში პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ."4 კერძო ტელეკომპანიების მონიტორინგისას "საარჩევნო კოდექსის5" მოთხოვნებთან ერთად ამოსავალი იყო "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 55-ე მუხლი, რომელიც საერთო მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო დებატების გადაცემის ვალდებულებას ადგენს. კანონმდებლის ძირითადი მოთხოვნა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების არადისკრიმინაციული დაშვება წინასაარჩევნო დებატებში. მონიტირინგის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი ეთიკური სტანდარტების დაცვას. კერძოდ, მიუკერძოებლობის, ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გაშუქებისა და სამართლიანობის პრინციპებს.6 პოლიტიკური თოქ-შოუების და საავტორო გადაცემების მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საავტორო პროგრამის წამყვანებისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების თანახმად, 7   წამყვანმა პროგრამის/გადაცემის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა აცნობოს, რომ პროგრამა საავატოროა, ასევე "აუდიტორიას უნდა მიაწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება." გარდა ამისა, "საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს პირადი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა."7 7 იხ. იქვე. მუხლი 17. 8 იხ. დანართები #1-11. 9 იხ. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი, მუხლი 14 და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის #2 დადგენილება "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" დამტკიცების შესახებ". მუხლები 9-11. 10 "დაინტერესებული მხარის" განმარტებას იძლევა "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-5 მუხლის "ვ" პუნქტი: "დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში". რამდენად სრულდებოდა კონკრეტული არხების მიერ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" ამ და სხვა ეთიკური სტადრატის დაცვა, შეგიძლიათ იხილოთ თითოეული არხის შემაჯამებელ ანგარიშში.8 6. განხორციელებული სამართალწარმოება პროექტის ფარგლებში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" დარღვევის ფაქტებზე, ამავე კოდექსით გათვალისწინებულ9 თვითრეგულირების კომისიებში (6 ტელეკომპანიაში) წარდგენილ იქნა საჩივრები. კერძოდ, 1. ტელეკომპანია "რუსთავი 2" (30.08.2012) 2. ტელეკომპანია "ტელეარხი 25" (30.08.2012) 3. ტელეკომპანია "მაესტრო" (31.08.2012) 4. ტელეკომპანია "კავკასია" (04.09.2012) 5. ტელეკომპანია "იმედი" (10.09.2012) 6. ტელეკომპანია "მე–9 არხი" (10.09.2012)"   აღსანიშნავია, რომ 3 ტელეკომპანიამ ("რუსთავი 2", "იმედი" და "მე-9 არხი") საჩივრის განხილვაზე უარი დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" არ წარმოადგენდა წინასაარჩენო კამპანიისას მედიის მიერ ბალანსის დარღვევის საკითხებში დაინტერესებულ მხარეს.10 საჩივრებზე მოწოდებულმა პასუხმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანიებში ეთიკური სტანდარტების დაცვის ვალდებულება ფორმალურია - მათ მიერ მოწოდებული პასუხებიდან ირკვევა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუკერძოებლობა, სამართლიანად და დაბალსენულად გაშუქება მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების ინტერესებში შედის და არა ამომრჩევლის/მაყურებლის. რაც შეეხება, ტელეკომპანიებს - "კავკასია", "ტელეარხი 25" და "მაესტრო", მათ საერთოდ უპასუხოდ დატოვეს წარდგენილი საჩივრები. შესაბამისად, პროექტის ამ ნაწილმა ცხადყო თვითრეგულირების მექანიზმების არსებობის ფორმალური ხასიათი და მათი უფუნქციობა. 7. გამოვლენილი შედეგების ზოგადი შეფასება მონიტორინგის განხორციელება დაიწყო წინასარჩევნო კამპანიის ოფიციალურად (1 აგვისტო) დაწყებამდე. 1 აგვისტოს შემდგომ პერიოდში აშკარად გამოიკვეთა არჩევნების თემის გაშუქებისთვის უფრო მეტ დროის დათმობის ტენდენცია, რაც ჩვენი, აზრით დადებითი მოვლენაა. თუმცა, მონიტორინგის მთლიან პერიოდში პრობლემად რჩებოდა ბალანსისა და მიუკერძოებლობის 8   საკითხი. ასევე, სათანადო საგამოძიებო მასალების ნაკლებობა, ამომრჩევლების რეალურ პრობლემებზე გამართული დისკუსიების სიღრმე. ზოგიერთი ტელეკოპმანიები გაუმართლებლად დიდ დროს უთმობდა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ცალკეულ წევრთა აქტივობების გაშუქებას. მეორე მხრივ, სხვა არხები განსაკუთრებულად დიდ დროს უთმობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებს, განსაკუთრებით კოალიცია "ქართულ ოცნებას". პოლიტიკური თოქ-შოუების არსებობა თავისთავად დადებითი ფაქტია, თუმცა, წამყვანები ყოველთვის ვერ ახერხებდნენ დებატების კარგად წარმართვას. ასევე, უარყოფითად უნდა შეფასდეს წამყვანთა მიკერძოებული დამოკიდებულება და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თოქ-შოუის ძირითადი მიზანი მაყურებლისთვის ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა, უნდა ვაღიაროთ, რომ ტელეკოპმანიები ძირითადად ვერ ასრულებდნენ ამ მიზანს. მონიტორინგის შედეგად შესაძლებელი გახდა შემდეგი სახის ზოგადი დასკვნების გაკეთება: 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის - "პირველი არხის" მიერ სექტემბრის პერიოდში, ივლისი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, ბალანსის ხარისხის გაუმჯებესება უნდა შეფასდეს დადებითად. თუმცა, მნიშვნელოვან ხარვეზად რჩება ფაქტების დაგვიანებით და არასრულყოფილად გაშუქება. მნიშვნელოვანია, არხმა სამომავლო საქმიანობისას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს ბალანსისა და მიუკერძოებლობის პრინციპის სიღრმისეულ დაცვას, გააუმჯობესოს მაუწყებლის ეთიკური სტანდარტების გაზიარებით წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება. 2. ბალანსის არ იყო დუცული და ხელისუფლების პოზიტიური გაშუქებას მნიშვნელოვანი დრო ეთმობოდა "რუსთავი 2"-სა და "იმედის" ეთერში. ბალანსის თემა, ასევე, განსაკუთრებით მტკივნეული იყო ტელეკომპანია "რეალ ტვ"-სთვის. ამ ტელეკომპანიამ ღიად დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ დადებითი, ხოლო ოპოზიციის მიმართ უარყოფითად მიკერძოებული დამოკიდებულება. ეს ყველაზე მეტად საინფორმაციო გადაცემებსა და თანამშრომლების კომენტარებში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ სამივე არხი წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებდა მიკერძოებულად. 3. ტელემაუწყებლობის სპექტრის მეორე მხარეს, რამდენიმე ტელეკომპანიამ გამოამჟღავნა მმართველი პარტიის მიმართ ცალმხრივად უარყოფითი და ოპოზიციის მიმართ დადებითი დამოკიდებულება. მე-9 არხი აშკარად უარყოფით ტონში წარმოაჩენდა ხელისუფლებას. ტელეკოპმანია "მაესტრო" ხელისუფლების მიმართ მსგავს დამოკიდებულებას ავლენდა პოლიტიკურ თოქ-შოუებსა და დებატებში. 4. ტელეკომპანია "კავკასია" გამოირჩევა საინფორმაციო პროგრამების უფრო მეტად დაბალანსებული ხარისხით, მიუხედავად არხის მიერ ოპოზიციის მიმართ პერიოდულად გამოვლენილი მხარდაჭერისა. ამ ტელევიზიის ეთერში მიმდინარე დებატები შეიძლება უფრო მეტად ობიექტური ყოფილიყო და სასურველია გამომჟღავნებულიყო ჟურნალისტური პროფესიონალიზმის უფრო მაღალი სტანდარტი. პროგრამა გაუმჯობესებას საჭიროებს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის თვალსაზრისითაც, კვლავ აქტუალურია ჟურნალისტიკის მაღალპროფესიული სტანდარტის დემონსტრირების საჭიროება. 5. რეგიონული მაუწყებლები მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ ბალანსის დაცვას. მათ შორის მეტ-ნაკლებად პოზიტიურად გამორჩეული იყო "ტელეარხი 25". თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია მეტი ყურადღება გამახვილდეს საინფორმაციო გამოშვების ხარისხსა და ინტენსივობაზე, ასევე ახალი ამბების სიღრმისეულ გაშუქებაზე. 9   დანართი 1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი არხი. მისი საქმიანობა და ვალდებულებები დეტალურად არის გაწერილი კანონში. წინამდებარე ანგარიშის ძირითადი მიზანია, ასახოს არხის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების კანონმდებლობითა და ეთიკური სტანდარტებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი. "მაუწყებლობის შესახებ" კანონში 2008 წლის 31 ოქტომბერს შესულმა დამატებამ დააკონკრეტა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებები11: "საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსოს თავის ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია პოლიტიკური დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით, და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ამ გადაცემებში პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ." 11 იხ. საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ", მუხლი 551. 12 აღნიშნული დაკვირვებისათვის ამოსავალი იყო მედიაში დამკვიდრებული ეთიკური სტანდარტები და საქართველოში მოქმედი "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მოთხოვნების შესრულება. მონიტორინგი განხორციელდა ამ პრინციპებზე დაყრდნობით საერთაშორისო ორგანიზაცია "მემო 98"-თან შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. მედიაში წინასააარჩევნო კამპანიის ზოგადი რეგულირების წესებს ადგენს "საარჩევნო კოდექსის" 50-ე და 51-ე მუხლები. 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: "წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად." წინამდებარე კვლევის მიზანი იყო თვისებრივად დავკვირვებოდით და გაგვეანალიზებინა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების პროფესიული ხარისხი. კერძოდ, დაცული იყო თუ არა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი. მაუწყებლის მიერ ეთიკური სტანდარტების შესრულებაზე ღრმა დაკვირვების შედეგად გამოგვევლინა, რამდენად ახერხებდა არხი ბალანსის დაცვას და მიუკერძოებლობის შენარჩუნებას. 12 შესავალშივე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი არ არღვევდა "მაუწყებლობის შესახებ" კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. კერძოდ, ის აშუქებდა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში იმ პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობას, რომლებიც ფინანსდებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 10   მნიშვნელოვანია, რომ 1-ლი არხმა, კერძო არხებთან შედარებით, წინასაარჩევნო კამპანია მეტ-ნაკლებად დაბალასნებულად გააშუქა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არხზე დაკვირვების შედეგად მისი საქმიანობა შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად ივლისი-აგვისტო და სექტემბერი. ივლის-აგვისტოს პერიოდში გამოვლინდა ბალანსისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევის შემთხვევები, რაც სექტემბერში გამოსწორებულ იქნა. თუმცა, სექტემბრის გაშუქების ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ მნიშვნელოვანი ფაქტების დაგვიანებით ანდა არასრულყოფილად გაშუქება. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების დაკვირვების შედეგების დეტალური ანალიზი. ა) საინფორმაციო გამოშვებები 3-თვიანი მონიტორინგის პერიოდში, სამონიტორინგო დროს - 19-დან 24 საათამდე პირველი არხის ეთერში 1 საინფორმაციო გამოშვება - მოამბე 20 საათზე გადიოდა. 3 თვის განმავლობაში მოამბეში რამდენიმე პოლიტიკური-საარჩევნო რუბრიკა იყო - "საარჩევნო მოამბე", "საარჩევნო ქრონიკა", "ეს შენი მაჟორიტარია", "რეგიონის არჩევანი" და "საარჩევნო გზავნილები". ჩამოთვლილი რუბრიკები სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში გვხვდებოდა. მონიტორებმა დეტალურად სწორედ ის რუბრიკები და სიუჟეტები შეაფასეს, სადაც მონიტორინგის სუბიექტების შესახებ იყო საუბარი. 1-ლი არხის მნიშვნელოვან ნაკლად უნდა ჩაითვალოს ფაქტების არასრულად წარმოჩენა/ფაქტების ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ არხი მეტ- ნაკლებად აშუქებდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს. სხვა არხებთან შედარებით, "პირველი არხი" მეტ ყურადღებას უთმობდა სოციალურ საკითხებს და პარტიების წინასაარჩევნო აქტივობებს.13 13 უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მონიტორინგის დასაწყისი ოლიმპიადას დაემთხვა და "მოამბე" ყოველდღიურად უთმობდა ეთერს ქართველი სპორტსმენების გამოსვლებს ლონდონის ოლიმპიადაზე. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა საზოგადოებისთვის აქტუალური თემა 1 არხმა დროულად ან საერთოდ არ გააშუქა. მაგალითად, 18 სექტემბერს ეთერში არ მოხვდა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების მიმართ ძალადობის ამსახველი მასალა. 19 სექტემბრის 20:00 სთ-იანი "მოამბის" მთავარი თემა ციხეებში პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული აქციები და შეფასებები იყო, რასაც "მოამბემ" ჯამში 60 წუთი დაუთმო. 22 სექტემბრის ჩათვლით არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დიდ დროს უთმობს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობისა და გამოწვეული პროტესტის გაშუქებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, გადაცემაში არ მოხვდა ქვემოთ მოყვანილი მნიშვნელოვანი ფაქტები: საინფორმაციო გამოშვებებში არ მოხვდა ინფორმაცია საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების – დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის სტუმრობის შესახებ, რომელიც საზოგადოების, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენელთა, ნაწილმა შეაფასა, როგორც ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობა. "მოამბის" აუდიტორიისთვის უცნობი რჩება: რომ ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანებზე ძალადობის კადრები გავრცელდა; რომ აქციების დროს დააკავეს 6 ახალგაზრდა; რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ერთმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა; რომ რეგიონებში რამდენიმე თანამდებობის პირმა უარი თქვა მოვალეობის შესრულებაზე (ხაშური, ოზურგეთი). "მოამბეს" არაფერი უთქვამს ზუგდიდში ჟურნალისტებსა და როლანდ ახალაიასა და მის მომხრეებს შორის მომხდარ ინციდენტზე, მეტიც, 21 სექტემბერს ჟურნალისტების საპროტესტო აქცია 11   როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, გამოშვებაში აჩვენეს, როგორც ერთ-ერთი მორიგი გამოსვლა ძალადობის დასაგმობად, სხვა რეგიონებში მიმდინარე აქციებთან ერთად. მომდევნო დღეებში "მოამბე" არ აშუქებს სხვა აქტუალურ თემებსაც, მაგალითად, მესტიაში ქართული ოცნების წარმომადგენლის - ჟორჟოლიანის დაკავებას, რასაც დაპირისპირება და შეიარაღებული ძალების გამოყვანა მოყვა. როგორც შესავალში აღვნიშნეთ, ბალანსის პრობლემები არხს ჰქონდა ივლისი-აგვისტოს პერიოდში. "პირველი არხი" "მოამბეს" ხშირად იწყებდა რუბრიკით "საარჩევნო მოამბე", რომლის ფარგლებშიც, ეთერში გადიოდა ორი, მინიმუმ 4–წუთიანი სიუჟეტი, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იცავდა ბალანსს, მაგრამ თემა, რესპოდენტების პასუხები და თანმიმდევრობა, ხშირად, სხვა შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგალითად, 11 ივლისის "მოამბე" დაიწყო იმის გარკვევით, თუ რა უშლიდა ყველაზე მეტად ხელს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. 2 ექსპერტი და 6 პარტიის წარმომადგენელი 6 წუთის განმავლობაში საუბრობდა ამაზე და დასკვნა ასეთი გამოვიდა: პრობლემა ყოფილა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება – ხელისუფლების მხრიდან, არაკანონიერი შემოსავლები და მოსახლეობის მოსყიდვა – "ქართული ოცნების" მხრიდან. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" არ მიეცა ამ ბრალდების უარყოფის შესაძლებლობა, მის წარმომადგენელს შესაბამისი კითხვა არ დაუსვეს. ასეთი რამ "პირველი არხის" ეთერში რამდენჯერმე დაფიქსირდა. თუმცა, იყო სხვა უფრო საინტერესო მაგალითი: 10 ივლისის "მოამბეში", სიუჟეტში, რომელიც NDI-ის კვლევისადმი პარტიების დამოკიდებულებას მიმოიხილავდა, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ერთადერთი, ვინც კომენტარზე უარი თქვა იყო "ქართული ოცნება" და მოიყვანა ნაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის პრესცენტრის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან - "ქალაქგარეთ არიან გასულებიო". მომდევნო სიუჟეტში, რომელიც იკვლევდა, ემთხვეოდა თუ არა, NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მიერ დაფიქსირებული პრიორიტეტები – პოლიტიური პარტიებისას, ზვიად ძიძიგური შესაბამის კომენტარს აკეთებდა. ბალანსის დარღვევად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ მნიშვნელოვან ამბებს (მაგალითად, საერთაშორისო დელეგაციის შეხვედრა ოპოზიციასთან, 3 ივლისი, "მოამბე") ორჯერ ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე სხვა ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხებს (მაგ: "პირველი არხის" დროშა მონბლანზე). ბალანსის დარღვევის კუთხით უნდა აღინიშნოს რეპორტაჟები, რომლებიც ეხებოდა კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას - ასეთ რეპორტაჟებში ნაკლები იყო მოკვლევის ხარისხიც და წყაროთა ბალანსის დაცვაც, წყაროს სახით წარმოდგენილნი იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც თავის მადლიერებას გამოხატავდნენ ხელისუფლების მიმართ. ჩვენს მიერ შევსებული ფორმულარით 1 არხი ბალანსის კუთხით ერთ- ერთი წამყვანია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის "მოამბეში" არსებულ რუბრიკებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ "მოამბეში" რამდენიმე საარჩევნო რუბრიკა იყო, სადაც ყოველდღე 7-8, ზოგჯერ 10 პარტიის წარმომადგენლის პოზიცია იყო ასახული და ყველას თანაბარი შესაძლებლობა ეძლეოდა, ამომრჩევლამდე მიეტანა საკუთარი სათქმელი. თუმცა, ეს ბალანსი დაცული იყო მხოლოდ ამ კონკრეტულ რუბრიკებში და არა მთლიანად საინფორმაციო გამოშვებაში. მიუხედავად ფორმალური ბალანსისა, პირველ არხზე მაინც შეინიშნება ხელისუფლების დიდი დოზით და დადებითად წარმოჩენის ტენდეცია. მაგალითად, 23 ივლისს პრეზიდენტის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი 10:46 წუთს გაგრძელდა. ეს რეპორტაჟი ეხებოდა პრეზიდენტის ვიზიტს კახეთში. მიუხედავად იმისა, რომ რეპორტაჟს ერქვა "პრეზიდენტი და პატრიარქი კახეთში", ამ რეპორტაჟში პატრიარქს მინიმალური ყურადღება დაეთმო და 12   მთავარი აქცენტი პრეზიდენტზე იყო. პრეზიდენტი უდაოდ დადებითი ტონით იყო წარმოდგენილი. იყო სცენები, თუ როგორ ხვდებოდა და აიმედებდა ის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. იყო ბავშვებთან შეხვედრაც, სადაც ბავშვები ეხუტებოდნენ პრეზიდენტს და ყვიროდნენ "მიშა!" "მიშა!". შიგადაშიგ იყო ინფორმაციებიც (და კადრებიც) იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, და საერთო ჯამში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტის დამსახურებაა. 24 ივლისს პრეზიდენტის სტუმრობა გურიაში გაშუქდა "მოამბეში" და ეს რეპორტაჟი 5:49 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტი აქაც დადებით ტონშია წარმოდგენილი. ის ათვალიერებს ახალ დანადგარებს და შიგადაშიგ ხვდება და ეხუტება ადგილობრივებს. ამ სიუჟეტშიც არის კადრები, თუ როგორ ყვირიან ადგილობრივი მოქალაქეები: "მიშა!" "მიშა!" ბოლოს ნახსენები მაგალითის მსგავსი ხშირად მეორდება, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს სტუმრობს. 25 ივლისს - სამეგრელო (4:54 წუთი), 26 ივლისს – კახეთი (3:32 წუთი), 2 აგვისტო - აჭარა (3:28) და ა.შ. ასევე აღსანიშნავია პრეზიდენტის მიმართვა ჯარისკაცებს 30 ივლისს, კახეთში. რომელსაც პირველმა არხმა 4:04 წუთი დაუთმო. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა სამხედრო ნაწილებს, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობდნენ. პრეზიდენტი ვრცელი სიტყვით გამოვიდა, რომელიც სტიქიის ნაცვლად, ქვეყნის ზოგად მიღწევებს თუ საფრთხეებს დაეთმო. დადებით ტონში წარმოჩენის ნათელი მაგალითია "მოამბეში" 16 აგვისტოს გასული სიუჟეტი, რომელშიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ახალციხეში რაბათის რეაბილიტირებული ციხის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტები იყო ნაჩვენები. ჟურნალისტის ტექსტი: "პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის სიტყვები გაიხსენა და საქართველოს აღმშენებლობაზე ისაუბრა." შემდეგ აჩვენეს 2-წუთიანი სინქრონი, რომელშიც პრეზიდენტს მოყავდა ციტატები ვეფხისტყაოსნიდან, თუმცა პირველმა არხმა არ გააშუქა პრეზიდენტის მიერ ციტირებისას საშვებული შეცდომა. "მოამბე" პრეზიდენტის გამოსვლებს თითქმის ყოველდღიურად აშუქებდა და თანაც საინფორმაციო გამოშვევებისთვის არაადეკვატურად ხანგრძლივად. მაგალითად, ახალი ობიექტის ან პროგრამის წარდგენისას პრეზიდენტის ამ პროცესში მონაწილეობას ეძღვნებოდა რამდენიმეწუთიანი სინქრონი, რომელშიც ის აკრიტიკებდა (ლანძღავდა) ოპონენტებს და ხაზს უსვამდა ხელისუფლების მიღწევებს. მსგავსი სიუჟეტებით 1-ლი არხი არღვევდა საარჩევნო სუბიექტების დაბალანსებულად წარმოჩენის ვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ 1-ლი არხი ბალანსს არღვევდა არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის საქმინობის გაშუქებით. ანალიგიურად, ტელეკომპანია აძლევდა აღმასრულებელ ხელისუფლებას საკმაოდ დიდ საეთერო დროს და მომზადებული სიუჟეტები არ ჯდებოდა მთავრობის საქმიანობის გაშუქების ფორმატში. კერძოდ, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ვიზიტების გაშუქებისას აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, ხელისუფლება მოქალაქეთა ინტერესების სადარაჯოზეა. აღსანიშნავია, რომ სოუჟეტებში მხოლოდ ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი მოსახლეობის პოზიცია და კომენტარი ჩანდა. არ იყო ალტერნატიული აზრი, არ წამოიჭრებოდა პრობლემა. მაგალითად, 17 აგვისტოს მეხუთე სიუჟეტი მიეძღვნა პრემიერ-მინისტრის შეხვედრას კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასტან. სიუჟეტში არაფერი იყო ნათქვამი კომპენსაციების რაოდენობაზე, ასევე, იყო თუ არა მოსახლეობა კმაყოფილი გაწეული დახმარებით. სიუჟეტი არ ასახავდა მიმდინარე მოვლენების სრულ სურათს და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის დადებით ტონში წარმოჩენის მიზანს. საარჩევნო რუბრიკების მეშვეობით ბალანსის ფორმალურად დაცვის საილუსტრაციოდ აუცილებელია მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითები. კერძოდ, 13 აგვისტოს "მოამბეში" ყველა პოლიტიკური სუბიექტს 13   ჯამში14 დაეთმო 17 წუთი, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პრეზიდენტს და მთავრობას დაახლოებით 13 წუთი.15 მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტები როგორც წესი ნეიტრალური ტონით იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო პრეზიდენტი და მთავრობა - პოზიტიური, რაც პირდაპირ ადასტურებს არხის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მიკერძოებულ გაშუქებას. 14 ერთად მოწოდებული იყო 8-10 სუბიექტი. 15 15 აგვისტოს მოამბეში ყველა პარტია - დაახლოებით 12 წუთი, ნაციონალურ მოძრაობა, მთავრობა და პრეზიდენტი - 10 წუთი. 16 აგვისტოს ყველა პარტია - 12 წუთი, ნაციონალურ მოძრაობა, მთავრობა და პრეზიდენტი - 11 წუთი. 17 აგვისტოს 8 პოლიტიკურ სუბიექტს ერთად - 11 წუთი დაეთმო, იგივე დრო გამოეყოთ პრეზიდენტს, მთავრობას და მმართველ პარტიას. 16 იგულისხმება "მოამბე" არსებული სარჩევნო რუბრიკები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიზნით შექმნილი რუბიკების თაობაზეც. ჟურნალისტური თვალსაზრისით და მაყურებლისთვის ზემოხსენებული რუბრიკები მოსაწყენი, ერთფეროვანი და ძნელად საყურებელია. ერთად თავმოყრილი 10-მდე პარტიის წარმომადგენლის ინტერვიუები სიუჟეტს ახალი ამბების ფორმატისთვის შეუფერებლად დიდს და არაყურებადს ხდის. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით მზადდება და არა ამომრჩევლის ინფორმირებისთვის. სარედაქციო დამოკიდებულებისა და არხის მიუკერძოებლობის შეფასების თვალსაზრისით, საინტერესო სურათს ქმნის სიუჟეტების რიგითობა. მაგალითად, 11 ივლისის "მოამბემ" შტეფან ფულეს შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან მხოლოდ მე-3 ამბად გაუშვა, 1 წუთსა და 27 წამიან სინქრონად, მას შემდეგ, რაც ორი 6-6-წუთიანი სიუჟეტები მიუძღვნა ზოგად და არაოპერატიულ საკითხს - პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო გარემოს შეფასებასა და მოსახლეობის საჭიროებების მათეულ ახსნას. ამავე გამოშვებაში მხოლოდ მე-8 ამბად გავიდა "მაესტროს" ანტენების დაყადაღების საკითხი (1 წთ და 26 წმ.). "პირველი არხი", შესაძლებელია, თემის გაშლის მოტივით, ერთ კონკრეტულ საკითხს ორ, ხშირად სამ სიუჟეტს უძღვნის, ამასთან, ერთ სიუჟეტში საუბრობენ, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მეორეში - მოქალაქეები, მესამეში - ექსპერტები. საბოლოო ჯამში, ეს სიუჟეტები 12-დან 18 წუთამდე დროს იკავებს და წარმოადგენს ფაქტების ერთგვარ კომპილაციას, რომელიც, უამრავი რესპოდენტისა და დიდი ქრონომეტრაჟის გამო, ართულებს მაყურებლის მხრიდან საკითხისადმი თვალის ბოლომდე მიდევნებას და, შესაბამისად, სწორი დასკვნის გაკეთებას. არხის მონიტორინგის შედეგად რჩება საერთო შთაბეჭდილება, რომ საინფორმაციო გამოშვებების მომზადებისას არხი მაქსიმალურს აკეთებს ბალანსის ფორმალურად შენარჩუნების მიზნით, თუმცა თვისებრივად მისი საინფორმაციო ბადე დაუბალანსებელი იყო, რადგან არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებული ბალანსდაცული სიუჟეტების16 შემდეგ კი მოდის დაუბალანსებელი სიუჟეტები, რომლებშიც ასახულია ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებსაც პროპაგანდული წინასაარჩევნო ხასიათი აქვს. მნიშვნელოვან ხარვეზად უნდა შეფასდეს საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტების მოკვლევითობის დაბალი ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ "მოამბეში" გასულ სიუჟეტებს ახასიათებს თემების მრავალფეროვნება, სიუჟეტების ხანგრძლივობა, მოკვლევითი ტიპის ჟურნალისტური პროდუქტის დეფიციტია. სამონიტორინგო პერიოდში, "მოამბეში" თითქმის არ გასულა სიუჟეტი, სადაც მოკვლევითი-საგამოძიებო ჟურნალისტიკის ელემენტები იქნებოდა გამოყენებული. არადა, საზოგადოებრივი 14   მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2012 წლის 9 ივლისს დამტკიცებული პრიორიტეტების მიხედვით, პირველი არხის საინფორმაციოში უნდა გადიოდეს: "ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შინაარსის მატარებელი პუბლიცისტური - საგამოძიებო სიუჟეტები" რეკომენდაციები ამ ანგარიშში არაერთხელ გამოვიყენეთ ტერმინი "ფორმალური ბალანსი", რაც, ჩვენი აზრით, ლაიტმოტივად გასდევდა "მოამბეს" მონიტორინგის 3-თვიან პერიოდს. მიგვაჩნია, რომ ვრცელი ქრონომეტრაჟის სიუჟეტებში 10-მდე სუბიექტის წარმოჩენა არ ნიშნავს ბალანსს. ბალანსი ფორმალურია, ვინაიდან აღნიშნული სიუჟეტი არაინფორმაციულია, მაყურებელს ვერ აწვდის საჭირო ინფორმაციას და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მხოლოდ ამ სუბიექტების გამოჩენაა მიზანი და არა ინფორმირებული არჩევანისთვის საჭირო ინფორმაციის მაყურებლისთვის მიწოდება. ბალანსი ფორმალურია მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სუბიექტები ნეიტრალურ ტონში არიან გაშუქებულნი და მთავრობა და პრეზიდენტი კი უმრავლეს შემთხვევაში – დადებით ტონში. სამომავლოდ უმჯობესი იქნება, "მოამბემ" უარი თქვას ვრცელ საარჩევნო რუბრიკებზე და 2-3 წუთიანი სტანდარტული სიუჟეტები მოამზადოს თითოეული სუბიექტის საარჩევნო პროგრამაზე. ამომრჩეველს მიაწოდოს მეტი ინფორმაცია პროგრამულ პრიორიტეტებზე და ეს მოხდეს ჟურნალისტური მოკვლევის, ანალიზის ელემენტების გამოყენებით და არა მხოლოდ სუბიექტის ვრცელი სინქრონით. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის პერიოდში არხის მიერ ხელისუფლებისა და პრეზიდენტის გაშუქებისადმი მიდგომა შეიცვალა და მათზე მომზადებული სიუჟეტები გახდა დაბალანსებული, კარგი იქნება აღმოიფხვრას ე.წ ფსევდო ინფორმაცია. მკაცრად უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, თუ რატომ შუქდება მოსახლეობის ნაწილთან მათი კონკრეტული შეხვედრა, რა არის შეხვედრის თემა და არ უნდა მოხდეს, მაგალითად, ქარხნის გახსნაზე მისული პრეზიდენტის მიერ არათემატური, დროში და სივრცეში შეუსაბამო კომენტარების, გამონათქვამების ტირაჟირება. მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიებების გაშუქებისას ოპონენტების ზოგადი კრიტიკა არ უნდა ხვდებოდეს "მოამბის" სიუჟეტებში. ბ) თოქ-შოუები და დებატები მონიტორინგის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" გავიდა სამი თოქ-შოუ - "აქცენტები", "ევროპული არჩევანი", "დიალოგი დავით პაიჭაძესთან". გარდა ამისა, "საარჩევნო მოამბის" ფორმატში, არხს სტუმრობდნენ პოლიტიკოსები, რომელთა "მოამბეში" ჩართვა 9-დან 13 წუთამდე გრძელდებოდა. ისევე, როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, არხი თოქ-შოუებშიც ახერხებდა საარჩევნო სუბიექტების წარმოჩენას და მათი პოზიციის საზოგადოებისთვის მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ "მოამბეში" არსებული ჩართვები ნაწილობრივ, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ძირითადად, სტუმარს ეძლეოდა საშუალება, საუბარი მისთვის სასურველი მიმართულებით წაეყვანა, ჟურნალისტი სვამდა ზოგად კითხვებს და არ შედიოდა ჯანსაღ პოლემიკაში რესპოდენტთან. თუმცა, ეს არ ითქმის "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სტუმრობაზე. ამ შემთხვევაში, ჟურნალისტი აქტიურად დაინტერესდა, იყო თუ არა პოლიტიკური პარტია პასუხისმგებელი იმაზე, რაც კარალეთში მოხდა; არის თუ არა უარი - კოალიციის პასუხი თანამშრომლობაზე; იღებს თუ არა "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას სტაბილური საარჩევნო გარემოს შექმნაზე და ა.შ. გამორჩეული, ბალანსითა და ფორმატით, იყო თოქ-შოუ "ევროპული არჩევანი", რომელიც, ამ ეტაპზე, ამ ჟანრის სამაგალითო გადაცემად შეიძლება ჩაითვლილიყო. რაც შეეხება დანარჩენ ორ თოქ-შოუს, უნდა 15   აღინიშნოს, რომ მისი წამყვანები, მიუხედავად მცდელობისა, ობიექტურობას ვერ ინარჩუნებდნენ. ასე, მაგალითად, დავით პაიჭაძემ, ერთი მხრივ, რესპოდენტს მისცა უფლება, წარმოეთქვა ვრცელი ტექსტი, რომელშიც "ქართული ოცნება" ნეგატიურად იყო მოხსენიებული (თუმცა, საუბარი სულ სხვა თემას ეხებოდა), არ მოუთხოვია ფაქტები მისი ბრალდებების დასადასტურებლად, მეორე მხრივ კი, ყველაფრის ფაქტებით გამაგრება მოითხოვა მეორე ბლოკში მიწვეულ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, პოლემიკაში შევიდა მათთან; უსვამდა ე.წ. "ჩამჭრელ" კითხვებს და, როგორც კი, რესპოდენტი მათზე არგუმენტირებულად იწყებდა პასუხის გაცემას, სხვა საკითხზე გადადიოდა17. 17 იხ. 21 ივლისის გადაცემა, საკითხი ეხებოდა დაზღვევის თემას. 18 "ერთი კითხვაც უნდა დაისვას, ეს ეხება არა მხოლოდ თქვენს მომავალ მოქმედებებს, არამედ რამდენადაც იმის გაგებას ეს სისტემა რატომ მუშოაბდა ასე, როგროც მუშაობდა. მე თავს უფლებას ვაძლევ გამოვთქვა მოსაზრება, რომ შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეს სისტემა შეიქმნა 2003 წლის შემდეგ, ეს არის ნამემკვიდრევი სისტემა საბჭოთა პერიოდიდან და ქცევის წესები რაც ჩენ ვნახეთ - ამას დახლოებით იგივე ტენდენციები გამოვლინდა გადაცემა "აქცენტებშიც". ეკა კვესიტაძე, რომელსაც 15 ივლისს პირველ სტუმრად ირაკლი ალასანია ჰყავდა, არ დაინტერესებულა გორის აქციით (გადაცემაში ამ აქციის კადრები არ უჩვენებიათ, თუმცა, მეორე ბლოკში გაუშვეს კარალეთის კადრები, რომელშიც კალაძის გააფთრება და მისი დაცვის წევრის იარაღი ჩანს), სამაგიეროდ, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის კომენტარით პოლიტიკაში მისი "შემთხვევით" მოსვლასთან დაკავშირებით და დასვა რამდენიმე ნიშანდობლივი კითხვა. პირველი ეხებოდა კოალიციის აქტივისტის ცემას, რომელიც საავადმყოფოში მიიყვანეს. "გადაღებლია თუ არა ცემის ფაქტი?" - დაინტერესდა ჟურნალისტი. მეორე ნიშანდობლივი შეკითხვა კი, მან მეორე ბლოკში მიწვეულ აკაკი მინაშვილს დაუსვა: "მე და თქვენ რაში გვჭირდება 1000-ლარიანი ვაუჩერი, ბატონო აკო, პოპულიზმში ხომ არ არის შეჯიბრი ივანიშვილთან?". მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ხელსუფლების წარმომადგენელთან საუბარში აქტიური იყო და ბევრ კრიტიკულ შეკითხვასაც სვამდა, ეს შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში დისკრიმინაციულად გაისმა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიწურულს საინფორმაციო გამოშვებებისგან განსხვავებით სადისკუსიო გადაცემების გაშუქების სუბიექტი ძირითადად ორი პოლიტიკური ძალა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა იყო, ასევე გადაცემები განიხილავს ხელისუფლების საქმიანობასაც და ვრცელი დრო ეთმობა ცენტრალური საარჩვენო კომისიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გადაცემათა საერთო შეფასება უახლოვდება კარგ ხარისხს, თუმცა გადაცემებს შორის ხარისხით ისევ ვახო სანაიას პროგრამები გამოირჩევა, რადგან მისი შეკითხვებში არც ერთხელ არ გამოვლენილა მიკერძოებული დამოკიდებულება. დანარჩენი ორ წამყვანის გადაცემაში აღნიშნული პრობლემა, იშვიათად, მაგრამ მაინც ვლინდებოდა. მაგალითად, 20 სექტემბრის "დიალოგი დავით პაიჭაძესთან", რომელიც დღის მთავარ თემას ეხებოდა და რომელსაც ნამვილად ყავდა აქტუალური რესპონდენტები: ყოფილი სახალხო დამცველი და მოქმედი მინისტრი - გიორგი ტუღუში და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები (მეორე ბლოკი) ეკა გიგაური და თამარ ჩუგოშვილი. სტუმრები წარმოადგენდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებს. წამყვანი გასაგებად სვამდა ლოგიკურ კითხვებს და ახდენდა ე.წ. ჩაკითხვებსაც, თუმცა ორივე ბლოკში სხვადასხვა რესპონდენტებთან დაისვა ერთგვარი კითხვა, რომელშიც წამყვანი ახდენდა აქცენტირებას კადრების მფლობელისა და გამავრცელებლის, როგორც დანაშაულის დამფარავის ბრალეულობაზე. პირველ ბლოკში ადგილი ქონდა საკუთარი პოზიციის ბოროტად გამოყენებას. წამყვანმა, კითხვის დასმის ნაცვლად საკითხთან დაკავშირებით ღიად გამოხატა პოზიცია და არ მოერიდა პრობლემის არსის თეორიის ჩამოყალიბებას.18 16   აქვს ძველი ისტორია. უბრალოდ, დღეს ყევლაფერი უფრო თვალსაჩინო და ცხადია, ვიდრე ადრე. ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ სხვანაირი კონცეპტი სასჯელაღსრულებითი სისტემის მართვის ჩვენ არ ვიცით. წამება, ადამიანის დამცირება და არაადამინური მოპყრობა მოსჩანს სასჯელაღსრულებითი სისტემის მართვის განუყრელ კომპონენტად. აქ შემოდის ერთგვარი სიახლე, ან სავარაუდო სიახლე, მას შემდეგ რაც ცხადდება ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალთან, რა თქმა უნდა ნულოვანი ტოლერანტობა ნიშნავს დანაშაულთან არატოლერანტულ დამოკიდებულებას. მაგრამ როცა ვლაპარაკობ კონცეპტზე, ვგულისხმობ ასეთ დაშვებას, მე არ ვამტკიცებ მე ვვარაუდობ რომ შეიძლება ყოფილიყო ამგვარი მიდგომა, რომ კრიმინალს, პროფესიულ კრიმინალს, ადამიანებს ვინც მიეკუთვნიბიან ან თავს აკუთვნებენ კრიმინალურ სამყაროს, კრიმინალურ ავტორიტეტთა რიგს, რომ მათი გაუვნებელყოფა არ გამოვა ( ეს არ არის ჩემი მოსაზრება მე ვუშვებ ამგვარ მიდგომის არსებობას) რომ ამასთან ბრძოლა არ გამოვა, თუ ის მორალურად არ გადაამტვრიე ხერხემალში, და წამება და რაც ვიხილეთ ჩვენ ეკრანებზე და რაც არ გვინახავს და არ ვიცით კიდევ ვიხილავთ თუ არა, ეს არი ამის განუყრელი კომპონენტი. ამის გარეშე ვერ მართავ სისტემას და ვერ გააუვნებელყოფ იმ ადამიანში რაღაცა კრიმინალურ ვნებებს. ის რომ ციხიდან გამოვა რომ არ დაუბრუნდეს თავის საქმიანობას ის უნდა გააფუჭო. აი ეს არი მიდგომა, რომელიც ვვარაუდობ რომ შეიძლება ყოფილიყო მოტივი ამგვარ ქმედებათა განსახორციელებლად... მაგრამ რა არის ამის საპირისპირო კონცეპტი? პასუხად სტუმარიც უდასტურებს, რომ სიტყვა "ქურდი" ყველა კადრში ფიგურირებდა, რასც წამყავნიც ეთანხმება. წამყვანის მიერ საკუთარი მოსაზრების წარმოჩენა მაყურებელს უვითარებს აზრს, რომ წამება, იყო მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა მხოლოდ "ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლისთვის. სწორედ ამ თეორიის განვითარების პარალელურად სხვა მაუწყებლის ეთერში გადიოდა კადრები, სადაც ნაჩვენები იყო ფსიქიური პრობლემების მქონე პატიმრებისადმი არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობა და ძალადობა. ამ კადრების შესახებ ინფორმაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ გასულა. საყურადღებოა, 23 სექტემბერს ეთერში გასული ეკა კვესიტაძის "აქცენტებიც". პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის პასიურობის ფონზე, ეკა კვესიტაძემ 2 საათი დაუთმო პატიმრების წამების თემის განხილვას. თუმცა შესამჩნევია, რომ გადაცემაში მეტი დრო ეთმობოდა ხელისუფლების მომხრეებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ვიდრე ოპოზიციას. გადაცემის მნიშვნელოვანი დრო და შესაბამისად, წამყვანის კითხვებიც დაეთმო ხელისუფლების მიღმა სხვა დამნაშავეების ძებნას. კონკრეტულად კი წამყვანი სვამდა კითხვებს საზოგადოების, ვიდეოფირების მფლობელთა და განსაკუთრებით საპატრიარქოს შესაძლო ბრალეულობის შესახებ, წამყვანმა რამდენჯერმე მოიხმო პატრიარქის განცხადება, რომელშიც საუბარია მსგავსი შემთხვევების სხვა ქვეყანაში არსებობაზეც და არაფერი უთქვამს იმ განმარტებაზე, რომელიც საპატრიარქომ აღნიშნული ფრაზის განსამარტად გაავრცელა. წამყვანი იმდენად აქტიური იყო საპატრიარქოს ბრალის ძიებაში, რომ ერთ-ერთმა სტუმარმა იხუმრა კიდეც: "ისე არ გამოვიდეს, რომ ახალაიას ნაცვლად დაკითხვაზე მამაოები დაიბარონო." ამასთან წამყვანი ამტკიცებდა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დადებითად, დროულად და ადეკვატურად შეაფასა ხელისუფლების რეაგირება მომხდარ დანაშაულზე, თუმცა სრულად არ კითხულობდა ნაგულისხმევ განცხადებებს და არ აზუსტებდა წყაროებს. წამყვანი არ საუბრობდა იმაზე, რომ ამ განცხადბებში მოთხოვნილი იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი კომისიის მიერ. მსგავსი გადაცდომები საერთოდ არ ახასიათებდა იმავე თემასთან დაკავშირებით მომზადებულ ვახო სანაიას "ევროპულ არჩევანს". გადაცემა შესაბამისი სტუმრებით წარმოგვიდგენდა მოსაზრებათა ფართო სპექტრს, წამყვანი ინარჩუნებდა ბალანსს რესპონდენტებთან მიმართებაში, იყო არგუმენტირებული და იშველიებდა წყაროებს.. რეკომენდაციები 17   საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თოქ-შოუებზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ თოქ-შოუების წამყვანები გამოირჩეოდნენ აქტუალური თემების გაშუქებით, საკითხის სიღრმისეული ცოდნით, თუმცა პერიოდულად გამოიკვეთებოდა წამყვანების მიკერძოებულობა. მნიშვნელოვანია, არხმა მეტი ყურადღება დაუთმოს ბალანსისა და მიუკერძოებლობის პრინციპის სიღრმისეულ დაცვას, მაუწყებლის ეთიკური სტანდარტების გაზიარებით წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას და არა მხოლოდ კანონის მოთხოვნების ფორმალურ დაცვას. 18   დანართი 2. ტელეკომპანია "რუსთავი 2" ა) საინფორმაციო გადაცემები ტელეკომპანიის საქმიანობა ზოგადად შეიძლება შეფასდეს როგორც მისაღები ხარისხის. მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო ბადეში დომინირებდა საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიუჟეტები, რა დროსაც აქტიურად შუქდებოდა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრების და მართველი პოლიტიკური პარტიების წინსაარჩევნო კამპანიები. სექტემბერში მნიშვნელოვანი დრო დაეთმო პატიმრების წამებასთან დაკავშირებულ თემატიკას. "კურიერი" მაღალი ინტენსივობით აშუქებდა საქართველოს ციხეებში არსებულ ვითარებას. თუმცა, არხი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ხელისუფლების რეაქციის შედეგად სიტუაცია ციხეებში გამოსწორდა. ინფორმაციის ამ სახით მოწოდებით გამოვლინდა ხელისუფლების დადებით კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა. რუსთავი 2-ს ფაქტებით გამყარების პრობლემა შედარებით ნაკლებად აქვს, ვინაიდან ამ არხის ჟურნალისტები ყოველთვის პოულობენ იმგვარ ექსპერტებსა თუ სხვა სტატუსის ადამიანებს, ვინც ადასტურებს სიუჟეტის ავტორის ფრაზებს, ან პირიქით, რესპონდენტების ნათქვამს იშველიებს ჟურნალისტი და მას მესამე პირში წარმოთქვამს. თუმცა, ფაქტების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი, როდესაც მთავრობის რომელიმე პროექტზე იყო საუბარი. მაგალითად, 3 სექტემბერს გავიდა სიუჟეტი ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე. ჟურნალისტმა თქვა, რომ "სტადიონი ევროსტანდარტების აშენდება და ყველა სახის ტურნირს უმასპინძლებს... დასაქმდება 100 ადამიანი". რას ეყრდნობა მისი ინფორმაცია, რას ნიშნავს ყველა სახის ტურნირი, რატომ დასაქმდება მაინცადამაინც 100 ადამიანი, გაუგებარი დარჩა. გამოკვეთილად ნათელი იყო არხის მიერ ცალმხრივი კომენტარების მოწოდება. მაგალითად: 24 აგვისტოს გადაცემაში ამომორჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ, ამომრჩეველთა ლიგას სახელმწიფო კომისიის კომპრომეტირებაში დასდო ბრალი. ბრიფინგზე კაციტაძე ამომრჩეველთა ლიგის ბიუჯეტითა და დაფინანსებით დაინტერესდა. კაციტაძეს სიტყვებით მათ მოითხოვეს ამომრჩეველთა ლიგისაგან ინფორმაცია და დღემდე არ მიუღიათ წერილობით ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული კარდაკარის შესახებ, განსხვავებით "ქართული ოცნებისაგან". ამ სიუჟეტის დასრულებისთანავე, მამუკა კაციტაძემ სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო თოქ-შოუში "არჩევნები 2012"19, რომელშიც ასევე ამომრჩეველთა ლიგაზეც დაუსვეს კითხვები. არხს არ წარმოუჩენია ამომრჩეველთა ლიგის პოზიცია, არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეებში. 19 აღნიშნული თოქ-შოუ გადიოდა საინფორმაციო გამოშვებაშივე. 20 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული პროგრამა "ღიმილიანი საქართველო", რომლის ფარგლებში 50 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობას უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას უწევს. ძალზე დაბალია არხზე არსებული საინფორმაციო გადაცემების მოკვლევითობის ხარიხსი. მაგალითად, მაუწყებლს არ გამოუკვლევია პრეზიდენტის პროგრამა "ღიმილიანი საქართველოსთან" დაკავშირებული დეტალები. სიუჟეტი 5 სექტემბერს გავიდა ეთერში. ჟურნალისტის თქმით, პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი, თუმცა ის არ დაინტერესებულა რა მოამზადეს ამ პერიოდში, ან რატომ გააქტიურდა ეს თემა მაინცადამაინც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ამასთან, საინფორმაციო სააგენტომ "ინფო 9"-მ, გაავრცელა კადრები, სადაც მოსახლეობა უკმაყოფილი იყო ამ პროექტით და პრეტენზიები ჰქონდათ 20. 19   საინფორმაციო გადაცემები გამოირჩეოდა დაუბალანსებლობითა და სიახლეების მიკერძოებული გაშუქებით. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში წარმოჩენილი იყო მხოლოდ დადებითი კუთხით. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს არა მხოლოდ ის გარემოება, რომ პოზიტიური კუთხით შუქდებოდა მისი ყოველი მოქმედება თუ განცხადება, არამედ ისიც, რომ ყოველი სიუჟეტი, რომელიც ასახავდა პრეზიდენტის შეხვედრებს რეგიონებში, სტურქტურის მიხდევით ერთმანეთის იდენტური იყო. ნებისმიერი სიუჟეტი იწყებოდა ხალხის მასის ჩვენებით, რომლებიც ერთი ან ორი წუთის განმავლობაში სკანდირებდნენ მიშა-მიშა, მიშა მაგარია ან მადლობას უხდიდნენ პრეზიდენტს. შემდეგ მოსდევდა პრეზიდენტის სინქრონები 5-14 წუთამდე და შემდეგ იმავე კადრების ჩვენებით სრულდებოდა, რაც დასაწყისში იყო წარმოდგენლი. 15 აგვისტოს საინფორმაციო გადაცემაში პრეზიდენტის რუსთავში ვიზიტს მიეძღვნა 11 წუთი, აქედან 10 წუთი ან პრეზიდენტის სინქრონი იყო ან ისევ მას აჩვენებდნენ სინქრონის გარეშე. იმავე დღეს მეორე სიუჟეტი ეხებოდა პრეზიდენტის ვიზიტს იმერეთში, რომელიც გაგრძელდა 9 წუთსა და 3 წამს. დიდი დროით პოზიტიურ ტონში გაშუქების კუთხით, მეორე ადგილზე იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და მთავრობის ცალკეული წევრების აქტივობები. უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტები ატარებდა წინასაარჩევნო ხასიათს - ასახვადა სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრებსა და სხვადასხვა დაწესებულების მონახულებას, რაც უშუალო კავშირში არ იყო ამ თანამდებობის პირთა სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულებასთან. მაგალითად: 24 ივლისის სიუჟეტი ბოსტნეულის შესანახი მაცივრის გახსნას ეხებოდა. გახსნაზე მივიდა პრემიერ მინისტრი და განაცხადა, რომ 2 წელში რამდენიმე ასეთი მაცივარი ააშენეს და მომავალში კიდევ იგეგმება. სიუჟეტში ეს ფაქტი წარმოჩენილი იყო, როგორც მთავრობის დამსახურება. არ დაუკონკრეტებიათ რა წვლილი შეიტანა სახელმწიფომ კერძო კომპანიის კუთვნილი მაცივრის აშენებაში, სიუჟეტში დადებითად იყო წარმოჩენილი პრემიერი და მთავრობა. სიუჟეტების კასკადი მიეძღვნა პრემიერ მინისტრისა და მთავრობის რამდენიმე წევრის იმერეთში ვიზიტს. მთელი კვირის განმავლობაში "რუსთავი 2"-ის ეთერის სოლიდური ნაწილი ეთმობოდა ამ თემაზე მომზადებულ პროპაგანდისტულ სიუჟეტებეს. სიუჟეტები იყო დაუბალანსებელი, წარმოჩენილი იყო მხოლოდ მთავრობა, არ იყო განსხვავებული აზრი და მოსახლეობის პრობლემები. ტელეკომპანია აქტიურად აშუქებდა სხვადასხვა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას. მნიშვნელოვანია, რომ დადებით კონტექსტში და სხვა პოლიტიკური სუბიექტებისგან განსხვავებულად შუქდებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" აქტივობები. კერძოდ: 1) მათ უფრო მეტი დრო ეთმობოდა; 2) მოსახლეობასთან სხვა პოლიტიკური სუბიექტების შეხვდრები ერთ სიუჟეტად მზადდებოდა, ხოლო ამ ორი სუბიექტის - ცალკე სიუჟეტებად გადიოდა. 3) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" შეხვდერების გაშუქებისას, ყოველთვის იყო წარმოდგენილი ყველა ლიდერისა თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინტერვიუ; 4) ამ პარტიების შეხვედრებისას ჩანდა ხალხის სიმრავლე, ხოლო სხვა პარტიების შეხვდრების ამსახველი კადრების ჩვენებისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი დაესწრო შეხვდრას. მაგალითები: ნაციონალური მოძრაობა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 8 სექტემბრის ყრილობას, რომელსაც საინფორმაციო გამოშვებაში დაახლოებით 55 წუთი დაეთმო და დადებით ტონში გაშუქდა. სპორტის სასახლიდან პირდაპირ ეთერში ჩართეს გიგი უგულავასა და პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც ჯამში 30 წუთს გაგრძელდა. დეტალურად იყო მიმოხილული ყველა რეგიონი, სადაც აქცია გაიმართა. კადრები ვერტმფრენიდანაც იყო გადაღებული და აქცენტი შეკრებილი ხალხის მრავალრიცხოვნობაზე კეთდებოდა. ცალკე აჩვენეს ის მომღერლები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ აქციაზე მღეროდნენ. ეთერში 6 მათგანის კომენტარი გაუშვეს. 20   "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მეორე დღეს "პოსკრიპტუმმაც" ვრცლად მიმოიხილა. რამდენჯერმე გაიმეორეს სიტყვა "უპრეცენდენტო", აქცენტი კვლავ ხალხის რაოდენობაზე კეთდებოდა. ამ სიუჟეტს წინ უძღოდა კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ კახეთში გამართული აქციის შესახებ სიუჟეტი. თუ ნაციონალებთან დაკავშირებით სხვადასხვა რაკურსით გადაღებული შორი ხედები სჭარბობდა, "ქართული ოცნების" აქცია, ძირითადად, ახლო და საშუალო ხედით იყო გადაღებული და კადრში არ გამოჩენილა აქციაზე შეკრებილი ხალხის საერთო რაოდენობა. ქრისტიან-დემოკრატები 1 აგვისტოს "კურიერის" მე-5 სიუჟეტი გურჯაანში "ქრისტიან დემოკრატების" საარჩევნო აქციას ეძღვნებოდა. 4 წუთზე მეტი ხანგრძლივობის სიუჟეტში პარტია და მისი ლიდერები დადებით კონტექსტში იყო წარმოჩენილი. 2 აგვისტოს "კურიერის" მე-5 სიუჟეტიც, "ქრისტიან დემოკრატების" დადებით კონტექსტში გაშუქებას მიეძღვნა. მე-6 სიუჟეტიც ამ პარტიის რეკლამირებას ემსახურებოდა - ნაჩვენები იყო გიორგი თარგამაძემ ყაზბეგში, რომელმაც მილი შეადუღა. ჯამში ქდმ-ს 4 წუთი დაეთმო. ნიშანდობლივია ისიც, რომ მხოლოდ ქდმ-ს შემდეგ გავიდა სიუჟეტი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ნაციონალებს ქდმ-ზე ნაკლები დრო, სულ 1.წთ 25 წმ დაეთმო. ქდმ-ზე მომზადებულ სიუჟეტებში უხვად არის სინქრონები, როცა პარტიის ლიდერები ხელისუფლებას და თვით პრეზიდენტსაც აკრიტიკებენ. ამ დღეების დაკვირვებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ არხი ცდილობდა ხელისუფლების ალტერნატივად, მთავარ ოპოზიციად, ხალხის ინტერესებზე მოამაგედ "ქრისტიან დემოკრატები" წარმოეჩინა. კოალიცია "ქართული ოცნება" "ქართული ოცნების" აქტივობა შუქდებოდა თითქმის ყოველდღიურად, თუმცა ნეგატიურ ტონში. მაგალითად: 29 ივლისის "პოსტკრიპტუმში" გავიდა პაატა იაკობაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი "ბიძინა ივანიშვილის უანგარობა, წინასაარჩევნო პიარზე გაიყიდა". ასე დაიწყო თითქმის 8 წუთიანი სიუჟეტი, რომელიც ივანიშვილის მიერ 80 მილიონიანი ჯარიმის გადახდას მიეძღვნა. სიუჟეტი გამოირჩეოდა დაუბალანსებლობით - ნაციონალური მოძრაობის წევრები, მემარჯვენეები, ლეიბორისტები, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დამოუკიდებელი ექსპერტები ერთხმად ლანძღავდნენ ივანიშვილს და ამბობდნენ, რომ თანხის გადარიცხვა ქველმოქმედება არ იყო, ივანიშვილმა ეს ბანკის დასაბრუნებლად და საარჩევნო პიარისთვის გააკეთა. ჟურნალისტი არ ერიდებოდა შეფასებით ტექსტებს და მოსაზრებების გამოთქმას. მიკერძოებული და დაუბალანსებელი იყო 1 აგვისტოს 21-საათიან კურიერში ამავე თამაზე გასული სიუჟეტიც. მე-2 სიუჟეტი ეძღვნებოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას. სიუჟეტში ივანიშვილი გამოყვანილი იყო ქვეყნის მტრად, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოს ბიუჯეტს წაართვას 230 მილიონი - თანხა, რომელიც ქართული სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდება. სიუჟეტი იყო დაუბალანსებელი, მასში წამოყენებულ არც ერთ ბრალდებაზე ადრესატს ან მის თანამოაზრეებს არ მიეცათ პასუხის გაცემის საშუალება, მაშინ როცა ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ოპოზიციის ნაწილი, ე.წ. სახელისუფლებო ექსპერტები ერთხმად აკრიტიკებდნენ ივანიშვილს. ვასილ ჭყოიძე, ლევან ჩოლოყაშვილი არიან ექსპერტები, რომლებიც "რუსთავი 2"-ის ეთერში მუდმივად აკრიტიკებენ ივანიშვილს. 21 აგვსიტოს სიუჟეტში საქართველოს პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, გია ბარამიძე, ბათუმს ათვალიერებდნენ. საინტერესოა პრეზიდენტისა და დეპუტატობის კანდიდატის საქმიანობის ჟურნალისტისეული შეფასება: "არქიტექტურული და პოლიტიკური პრიორიტეტები, განსხვავებული პროგრამა, ბათუმელებს საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ამომრჩეველს წარუდგინეს ოპოზიციის წევრებმა". აღნიშნულის გასამყარებლად ჟურნალისტი იშველიებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების მურმან დუმბაძისა და კაკო ძნელაძის ფრაზებს, რომლებიც ეხებოდა ასლან აბაშიძის პოლიტიკურ რეჟიმისათვის ბოდიშის მოხდას, 5 ციფრის მოხაზვის დროს თუ რა დაემართება ამომრჩეველს, 21   ნოსტალგიურ ბათუმს. ამ ხაზგასმას თან ერთვოდა თითოეულის დამადასტურებელი სინქრონი. არხის მიერ გაკეთებული ხაზგასმა იყო მიკერძოებული, ირონიული და ემსახურებოდა ოპოზიციური ძალის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას. 23 აგვისტოსვე საიფორმაციო გადაცემაში ნაჩვენები იყო საქართველოს პრეზიდენტი სამტრედიაში, რომელმაც მოჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას განაცხდა, "ვინც პარლამენტის გადატანას აპროტესტებს ქუთაისში, მას საკუთარ კარში გოლის გატანა უნდა". ამის შემდეგ ტელეკომპანია აქცენტი გააკეთა კახა კალაძის, "ქართული ოცნების" სამტრედიის მაჟორიტარი კანდიდატის პიროვნების მიმოხილვაზე და კარალეთში განვითარებულ დაპირისრებაში კალაძე დაადანაშაულებით. არხის მიკერძოებული დამოკიდებულება გამოვლინდა წყაროების შესწავლის პროცესშიც. ეთერში უმთავრესად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები საუბრობდნენ. ნაკლებად ჩანდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. აქვე აღსანიშნავია, რომ, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ საკითხებსა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებას ყოველთვის ორ ადამიანს ვასილ ჭყოიძესა და ლევან ჩოლოყაშვილს სთხოვდნენ. მხოლოდ ამ ორი ექსპერტის პერიოდულად წარმოდგენა21, რომლებიც აშკარად უარყოფითად განწყობილი იყვნენ ოპოზიციური ძალის მიმართ და მკვეთრად ნეგატიური განცხადებების გაკეთებას არ ერიდებოდნენ, იმ ფონზე, როდესაც მათი დასკვნები ხშირად არ იყო გამყარებული ფაქტებით, მიუთითებს იმაზე, რომ ტელეკომპანიის მიზანი შეიძლება იყო არა ობიექტური წყაროს წარმოდგენა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია. 21 აღსანიშნავნია, რომ სხვა ექსპერტები არხზე პრაქტიკულად არ ჩანდნენ. 22 3 სექტემბრის საინფორმაციო გადაცემა 23 7 სექტემბრის საინფორმაციო გადაცემა. 24 მითითებული პირი გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ასევე, 6 სექტემბერს ივანიშვილის მიერ ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული კანონის გაუქმების შესახებ კრიტიკული განცხადების შეფასებისას ჟურნალისტმა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი, დაიმოწმა ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ამჟამად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა, ბალანსთან ერთად "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს საკითხი აქტუალური, ძირითადად, მთავრობის დაპირებების გაშუქებისას იჩენდა თავს, რა დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესახებ ტექსტში იმეორებდა მთავრობის წევრთა ნათქვამს და ისე წარმოაჩენდა, როგორც აუცილებლად მოსახდენ ფაქტს. სიუჟეტის ავტორთა ტექსტებში ხშირად ფიგურირებდა ფრაზა "დასაქმება", რაც მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პრიორიტეტი იყო. მაგალითად: "ჯანდაცვის უფასო მომსახურებას მილიონამდე ადამიანი გამოიყენებს" 22(3.09), "მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების სისტემა ევროპის ბევრ ქალაქში მოქმედებს, თუმცა შეღავათით სარგებლობის დრო ხშირ შემთხვევაში ერთი საათია მერიის ინიციატივით კი მეტრომანის უფასოდ გამოყენებას თბილისელები პირველი მგზავრობიდან საათნახევრის განმავლობაში შეძლებენ."23 "ქართული ოცნების" ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქებისას, ერთის მხრივ ფაქტები გადმოიცემოდა დამახინჯით და მეორეს მხრივ, ჟუნრალიტები და საინფორმაციოს წამყვანები საკუთარ თავს შეფასების გაკეთების უფლებას აძლევდნენ. მაგალითები: 16 აგვისტოს საინფორმაციო გადაცემაში სიუჟეტი მიეძღვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კადიდატების წარადგენას. ჟურანლისტი იყენებდა ფრაზებს "ნოსტალგია ძველ რეჟიმზე კოალიციაში კიდევ აქტუალურია", "სავარაუდოდ, თხილაშვილი24 განიცდის 22   ნოსტალგიას ასლან აბშიძეს მიმართ". ამ ფრაზების შემდეგ სიუჟეტში აჭარისა და გურიის ადმინისტრაციულ საზღვარზე ხიდების აფეთქების 2005 წლის კადრები აჩვენეს. 18 აგვისტოს სიუჟეტი მიეძღვნა "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებულ პირებს - "სოკოს აფიორაში გარეული ყოფილი ეროვნული ბანკის მმართველი ნოდარ ჯავახიშვილი" "80 ათასი მკვდარი სული ან საერთოდ არ არსებული პირები/პენსიონერები წლების განმავლობაში. ამ საქმით 20 მილიონი ლარი გაქრა. ამ თაღლითობის ერთ-ერთი მთავარი გმირი და მათი თანამოაზრვნეები დღეს ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ." ფაქტისა და მოსაზრებების გამიჯვნის პრობლემა ყველაზე მეტად გადაცემა "პოსკრიპტუმის" ჟურნალისტის, თენგიზ გოგოტიშივილის, სიუჟეტებში ჩანს, რომელიც ამავდროულად "ნატოს საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელიცაა. მაგალითად, 9 სექტემბერს გასულ სიუჟეტში რომელიც იმის გარკვევას ისახავდა მიზნად, ვინ იტყუება სენატორები თუ ივანიშვილი, ჟურნალისტი ამბობს: "ფაქტია, რომ სენატორები ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ სულ სხვა მხარეს წავიდნენ, კაცს ერთ დღეს საწნახელში რომ ჩაუდგები, იმას მერე კრიჭაში ვეღარ ჩაუდგები... აქამდე ნატოზე საუბრისას მხოლოდ მისი კარის შესახებ ვსაუბრობდით ღია იყო თუ დახურული, საერთოდ იყო თუ არა. ახლა აღმოჩნდა, რომ არსებობს მთელი სახლი, რაც კარის გაღებას და შიგნით შესვლას გულისხმობს." ამ კომენტარის ფონზე ჩანდა რთველი, ცხელი შოთი და ჭაჭა. საეთერო დროის მონიტორინგისას გამოვლინდა დამატებითი მასალა, რომელიც ირიბად ხაზს უსვამდა არხის მიკერძოებულად პოზიტიურ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. კერძოდ,  საინფორმაციო გადაცემების სარეკლამო ჭრებში/პრაიმტაიმში, რეკლამების სახით გადიოდა ორი პოლიტიკური სარეკლამო რგოლი, რომელიც რადიკალურად განსხვავედბოდა შინაარსობრივი დატვირთვით: ერთი წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რეკლამას, რომელიც პირველ რეკლამად გადიოდა, ხოლო მეორე სარეკლამო რგოლი (რიგოთობა მესამე ან მეოთხე) წარმოადგენდა "ქართული ოცნების" ანტირეკლამას, რომელშიც ხაზგასმული იყო თუ რა შედეგი მოყვება მის გამარჯვებას და კეთდებოდა აქცენტები ოცნებაში გაწევრიანებულ პირებზე.  საინფორმაციო გადაცემების მსვლელობის დროს, ორი კვირის განმავლობაში გავიდა 3 სიუჟეტი საქართველოს პირველი ლედის საქმიანობის შესახებ - პირველი ლედი მართავდა შეხვედრების სამედიცინო დაწესებულების/სავადომყოფოების პერსონალთან-ხელმძრვანელობასთან და ინტერესდებოდა თუ რა ვითარება, რა ანაზღაურება აქვთ და თუ არიან ისინი მზად პირველი სექტემბრისათვის25. ყოველ სიუჟეტში წარმოდგენილი იყო სანდრა რულოვსის კომენტარი.   25 აღსანიშნავია, რომ პირველ სექტემბერს იწყებოდა სადაზღვევო პროგრამა. ბ) პოლიტიკური თოქ-შოუები მონიტორინგის პერიოდში "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას გადიოდა თოკ-შოუ "არჩევანი 2012". მისი ხანგრძლიობა მერყეობდა იმის მიხედვით, თუ რამდენი სტუმარი იყო წარმოდგენილი - ერთი, ორი თუ სამი. მინიმალური ხანგრძლივობა 11 წუთი და 11 წამი იყო, მაქსიმალური - 38 წუთი. ძირითადი თემატიკა უაკვშირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, სტუმრების როლში გვევლინებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მაგრამ სტუმრების რანგში დომინირებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად გადაცემაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი სტუმარი - ძირითად პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ეძლეოდა შესაძლებლობა საარჩევნო პროგრამებზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ თუ გადაცემაში მონაწილეობდა ერთზე მეტი სტუმარი, ისინი როგორც წესი, განსხვავებული შეხედულებებს წარმოადგენდნენ. 23   თოკ-შოუს წამყვანები არ ამჟღავნებდნენ მომზადების მაღალ ხარისხს. იშვიათად იშველიდბნენ ოფიციალურ მონაცემებს, რაც ასუსტებდა მათი მხრიდან ოპონორების ხარისხს. 26 26 არ იყენედნენ ციფრებს, ციტატებს, ამონარიდებს და ა.შ. მიუხედვათ იმისა, რომ ჟურნალისტი სვამდა კითხვას, რომელზედაც პასუხები იქნებოდა საინტერესო საზოგადოებისათვის, სიტუაცია რადიკალურად იცვლებოდა მაშინვე, როცა სტუმრები ბრალდების რეჟიმში გადადიოდნენ ერთმანეთის მიმართ. ხშირად ჟურნალისტი ახდენდა გაჟღერებული ბრალდების პერეფრაზირებას და კითხვად აქცევდა ან კიდევ მიმართავდა სტუდიაში მყოფ სუბიექტს შემდეგი ფრაზით - "რას უპასუხებდით გაჟღერებულ ბრალდებებს?". 4 სექტემბერს წამყვანმა მმართველი გუნდის წარმომადგენელს პასუხის გაცემა ოპოზიციის იმ ბრალდებაზე სთხოვა, რომლის თანახმად ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო. კითხვა ასევე ეხებოდა სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა ეროვნებას. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კითხვაზე პასუხად "ქართული ოცნება" გააკრიტიკა, კითხვაზე პასუხი გაუცემელი დარჩა, თუმცა წამყვანი არ ჩაეძია და სასაუბრო თემა შეცვალა. ფასილიტაციის სუსტი უნარი გამოვლინდა 12 სექტებრის გადაცემაში, რადგან ჟურნალისტმა ვერ მოახერხა დასმულ შეკითხვაზე პასუხის მიღება. საუბარი დაიწყო საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმული შენიშვნების კომენტირებით, თუმცა პირველივე კითხვის შემდეგ წამყვანიც და სტუმარიც ასცდნენ თემას და საბოლოოდ გადაცემა დასრულდა იმის გარკვევით, იყო თუ არა დავით უსუფაშვილი კომპარტიის წევრი 1989 წელს. ასევე 12 სექტემბერს წამყვანმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის შეჩერება ვერ შეძლო, მან 3 წუთის განმავლობაში ისაუბრა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუთიშეს მიკროფონი. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკურ თოკ-შოუებში ბალანსის, მიკერძოებულობისა და ჟურანლისტის პროფესიულობა მისაღები ხარისხით შეიძლება შეფასდეს. გ) იუმორისტული გადაცემები სამონიტორინგო პერიოდში "რუსთავი 2"-ის ეთერში კვირის განმავლობაში 2 იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუ" და "თქვენი შოუ" გადიოდა. "ვანოს შოუში" გამოვლინდა წამყვანის მიკერძოებული, პოზიტიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მაგალითად, 27 ივლისის გადაცემაში ის ხუმრობისას ასე მოიხსენიებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს: "საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქმის კაცი ვანო მერაბიშვილი", "საქართველოს პრეზიდენტი და სიტყვის კაცი". წამყვანი ქილიკობს და უარყოფითად წარმოაჩენს ოპოზიციის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით "ქართულ ოცნებას" და მის ლიდერს. გადაცემაში სტუმრად იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის სახელით კენჭს ვაკის რაიონში იყრიდა. სუბიექტი დადებითი კუთხით იყო წარმოჩენილი, წამყვანი საუბრობდი მის მიერ ჩადენილ კარგ საქმეებზე. იყო მიკერძოებული და დადებითად განწყობილი. 14 სექტემბრის გადაცემის მთავარი თემა იყო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები. წამყვანი ამ საკითხზე გადაცემის დასაწყისში წარმოთქმულ მონოლოგში შეეხო. მან ძირითადად ორ სუბიექტზე - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაზე" იხუმრა. რაოდენობრივად თანაბრად ახსენა ორივე სუბიექტი, თუმცა ტონი განსხვავებული იყო. "ქართული ოცნება" უფრო მეტად უარყოფით კონტექსტში იყო ნახსენები - მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კახეთში მაჟორიტარად წარადგინა თამაზ თამაზაშვილის შვილი. იქვე აღნიშნა "სწორი გადაწყვეტილებაა, აბა, მარტო თამაზაშვილი როგორ დაანგრევს ქვეყანას, ხომ უნდა მიეხმაროს ვიღაცა". 24   აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემის მიმდინარებისას ერთგვარი დებატები გაიმართა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი "ვითომ დემოკრატების" კანდიდატს ეპაექრებოდა. კადრში მსახიობი ნიკა გრიგოლია "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატის ფონზე იჯდა და ეცვა მაისური წარწერით - "მე მიყვარს საქართველო", რაც მმართველი გუნდის ეკიპირებაა. პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ცხადად კეთდებოდა მინიშნება, რომ "ვითომ დემოკრატების" პროტოტიპი "ქართული ოცნება" იყო, რომელიც უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს. ერთ ეპიზოდში პროცენტი ვერ დაასახელა "ვითომ დემოკრატმა", რითაც აქცენტი მის განათლებასა და გონებრივ შესაძლებლობებზე გაკეთდა. არხის საქმიანობა ზოგადად შეიძლება შეფასდეს, როგორც მიკერძოებული, რადგან აღნიშნული გამოვლინდა ისეთი კრიტერიუმების დეტალური ანალიზისას, როგორიც არის ფაქტების სიზუსტით გადმოცემა, ბალანსი, ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, სიუჟეტებში მოკვლევითობის ხარისხი. 25   დანართი 3 ტელეკომპანია "იმედი" წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მისაღებ ხარისხს მიახლოებული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არხის მიერ საკითხების მიკერძოებულად გაშუქება ვლინდებოდა მონიტორინგის თითქმის ყველა კრიტერიუმის გაანალიზებისას. ა) საინფორმაციო გადაცემები მონიტორინგის განმავლობაში, არხზე გადიოდა საინფორმაციო ხასიათის ორი გადაცემა - "ქრონიკა" და "სპეციალური რეპორტაჟი". "ქრონიკა", რომელიც ეთერში 20:00-ზე იყო, არის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, ხოლო "სპეციალური რეპორტაჟი" კვირის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს მიმოიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ არხი ძირთადად აშუქებდა აქტუალურ თემებს, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებს, სიუჟეტებში მოწოდებული ფაქტების სიზუსტისა და სრულყოფილად მოწოდების ხარისხი საკმაოდ დაბალი იყო. არხი, როგორც წესი არასრულად ან დამახინჯებულად წარმოაჩენდა მომხდარ მოვლენებს, რის შედეგადაც ქმნიდა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მაღალ ალბათობას. მაგალითად, 12 ივლისის გამოშვებაში, კარალეთში მომხდარი დაპირისპირების შესახებ სიუჟეტი ჩხუბის ამსახველი კადრებით დაიწყო. შემდეგ გავიდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის რამდენიმეწამიანი სინქრონი მისივე პრეს-კონფერენციიდან, რომელშიც ის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობდა. სიუჟეტში არ იქნა ნაჩვენები, რამ გამოიწვია დაპირისპირება, როგორ დასრულდა იგი, ვინ იყო დაზარალებული. ამდენად, მაყურებელმა ვერ მიიღო ყველა ფაქტი მომხდართან დაკავშირებით. განსაკუთრებული ხარვეზები, ფაქტებზე დაყრდნობილი სიუჟეტების მომზადების მხრივ, არჩევნების წინა რამდენიმე კვირაში გამოიკვეთა. მაგალითად, იმ საპროტესტო აქციების გაშუქებისას, რომელიც ციხის კადრების ეთერში გასვლას მოჰყვა, როგორც წამყვანები, ისე ჟურნალისტები, მუდმივად უსვამდნენ ხაზს, რომ აქციები "ქართული ოცნების" მონაწილეობით მიმდინარეობდა. თუმცა, სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ მასალებში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, აქციების ორგანიზატორები და სტუდენტები უარყოფდნენ აღნიშნულ ფაქტს. ამასთან, ფაქტობრივად, არცერთი კადრი, რომელიც ამ აქციებს ასახავდა, არ გადმოსცემდა მონაწილეთა სრულ რაოდენობას, ღონისძიების მასშტაბს. 29 სექტემბერს მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც სოციალურ ქსელებში ბადრი პატარკაციშვილის სახლში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, "ქრონიკამ" მაყურებელს მხოლოდ ის ჩანაწერი აჩვენა, რომელზეც ბიზნესმენისა და გიგი უგულავას საუბარი იყო აღბეჭდილი. მას არ აღუნიშნავს, რომ ამ ჩანაწერების გმირები სხვა ჩინოვნიკებიც იყვნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი. 29 სექტემბრის ამავე გამოშვებაში, არასრულად გაშუქდა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. ზოგადი კადრების შემდეგ. მაყურებელმა იხილა "ქართული ოცნების" ლიდერზე განაწყენებული, გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" ჟურნალისტის კომენტარი. ივანიშვილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ჭანტურიას კამათის ნაწყვეტები და შელაპარაკება ჭანტურიასა და "მაესტროს" მფლობელ მამუკა ღლონტს შორის. კადრებისა და კომენტარების ამ ნაკრებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, რას მოყვა უსიამოვნება. 26   25 სექტემბერს გასულ სიუჟეტში, რომელიც გოგა ხაინდრავას ფრანგულ ვოიაჟს ეხებოდა, "ქრონიკამ" საზოგადოებას ფაქტი დამახინჯებულად მიაწოდა. კერძოდ, "ქართული ოცნების" შესახებ ასეთი რამ ითქვა: "კანონიერ ქურდებთან მივლენილი "ქართული ოცნების" ელჩი კოალიციის წევრი მართლაც არ გახლავთ, მაგრამ ის ივანიშვილს "ამომრჩეველთა ლიგის" მეშვეობით უკავშირდება. ამ ორგანიზაციას, ძირითადად, საზოგადოებრივი პროტესტის ორგანიზება ევალება და მას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს." ფაქტი დამახინჯდა, ასევე, 30 სექტემბრის "ქრონიკაშიც". სიუჟეტი ეხებოდა ჯემალ სეფიაშვილის ახალ სიმღერას "ჩვენ დავბრუნდებით". ავტორის მიერ სხვა მედია საშუალებებში გაკეთებული არაერთი განცხადების მიხედვით, სიმღერა ქართველ ემიგრანტებს ეხება, თუმცა, "იმედმა" მაყურებელს იგი მიაწოდა, როგორც "ქართული ოცნების" ახალი ჰიმნი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ძველი ჩინოვნიკების დაბრუნებას უმღეროდა. სიმღერის ფონზე, ეკრანზე ერთმანეთს ცვლიდა ასლან აბაშიძის, ლევან მამალაძის, კახა თარგამაძის, ლევან პირველის, თენგიზ კიტოვანის, ასევე, საქართველოდან წასული ე.წ. კანონიერი ქურდების ფოტოები. ინფორმაციის ზედაპირულ მოწოდებას ადასტურებს სიუჟეტების მოკვლევითობის დაბალი ხარიხსიც. არხის ჟურნალისტები, ფაქტობრივად, არ სვამენ მნიშვნელოვან კითხვებს. მაგალითად, 19 სექტემბერს "ქრონიკამ" აჩვენა ციხის კადრებთან დაკავშირებით დაკავებული დავით აკობიას ჩვენება, რომელშიც ის ყვება, თუ როგორ მიიღო წამების კადრების გადაღების შეთავაზება თანამშრომლისგან. ტექსტი შემდეგია: "..იყო აღელვებული. გლდანის კადრები მაქვსო, პატიმრების ცემა და რაღაცეებიო და, რომ გაიგონო, დამიჭერენო, ამიტომ ქვეყნიდან უნდა წავიდეო, მაგრამ ცოტა კიდევ მინდაო ერთი კადრიო, რომელიც, თუ შეგიძლია, შენ გააკეთეო, რის სანაცვლოდაც დამპირდა სოლიდურ თანხას". სიუჟეტი ისე მთავრდება, რომ ჟურნალისტს არ უჩნდება კითხვა იმის თაობაზე, რატომ გახდა დავით აკობია დაჭერის საფრთხის წინაშე მდგარი და ქვეყნიდან გასაქცევად გამზადებული თანამშრომლის თანამონაწილე? ამავე გამოშვებაში გავიდა მეორე სიუჟეტი, რომელიც გლდანის საპყრობილეში არსებულ ვითარებას ეძღვნებოდა. სიუჟეტში მოხვდნენ მხოლოდ ის ადამიანები - პატიმრების ოჯახის წევრები27, ადვოკატი, ვინც პატიმრის მონახულების შემდეგ, დაწესებულებიდან კმაყოფილი გამოვიდა. "მშვენივრად არიან, ყველაფერი კარგადა", - ასეთი იყო "ქრონიკის" რესპოდენტების განცხადებები. ამ დროს, სხვა მედია საშუალებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პატიმრების მშობლები და ახლობლები საპირისპირო დამოკიდებულებას საკმაოდ ემოციურად ავლენდნენ. 27 აღნიშნული მითითება გაკეთებული იყო ტიტრებში. შეიძლება ითქვას, რომ "ქრონიკის" ჟურნალისტებს, ფაქტობრივად, არანაირი მოკვლევა არ ჩაუტარებიათ სექტემბრის ბოლოს გავრცელებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც "ქართული ოცნების" წევრებსა და თუ მათთან ასოცირებულ პირებს ეხებოდა. მეტიც, ამ ჩანაწერებს ისინი მაყურებელს ისე აწვდნინენ, როგორც დადასტურებულ ფაქტებს. არხი მოკვლევით კომპონენტს არ იყენებდა დანაშაულის ბრალდების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისას. მაგალითად, 27 სექტმებრის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა რუსი ჟურნალისტის, ვინმე ივანიძის მიერ ფრანგული რადიოს ეთერში გაკეთებულ განცხადება, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი "ანგოლა გეიტის" სკანდალში იყო გახვეული. როგორც ივანიძე ამტკიცებდა, მისი ბანკი იარაღის დამზადებასა და გადაზიდვას აფინანსებდა. ეს განცხადება არაფრით დასტურდებოდა, თუმცა, ტელევიზიამ მას რამდენიმე გამოშვება დაუთმო. 27   ანალოგიურად, 28 სექტემბერს, იგივე ივანიძე კიდევ ერთი ინფორმაციის წყარო გახდა - ივანიშვილს იგი ახლა უკვე კრიმინალებთან კავშირში ადანაშაულებდა. ჟურნლისტის მოკვლევა არც ამ ამბის დასადასტურებლად ჩაუტარებია. მისაღებ ხარისხს ვერ აღწევს არხის დაბალანდებულობის ხარისხიც. ბალანსი დარღვეული იყო ხელისუფლების სასარგებლოდ. ცალმხრივად, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების დონეზე გაშუქდა ტელეკომპანია "მაესტროს" ანტენების დაყადაღების ფაქტი28. მაგალითად: 2 აგვისტოს გამოშვებაში "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის მიერ "მასთ ქერის"თაობაზე გამოთქმული პრეტენზიების შესახებ სასაუბროდ "ქრონიკის" სტუდიაში მიიწვიეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი და არ მიიწვიეს თავად მამუკა ღლონტი. 28 იხ. საინფრმაციო გამოშვება "ქრონიკის" 15 ივლისის გადაცემა. ზოგადად, დადებითი კუთხით ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წარმოჩენა. არხი არა მარტო მათ აქტივობებს აშუქებდა ხანგრძლივი და მონოლოგის სახის სიუჟეტებით, არამედ, ცდილობდა, საკითხები, რომელიც უარყოფით კონტექტში წარმოაჩენდა ხელისუფლებასა და მმართველ გუნდს, მაყურებლისთვის სხვა სიბრტყეში მიეწოდებინა. მაგალითად, ციხის კადრების შესახებ საუბრისას, აქცენტი მუდმივად კეთდებოდა არა მომხდარ ფაქტზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეუწყვეს ხელი ამ კადრების მფლობელებმა პატიმრების წამების გახანგრძლივებას იმით, რომ ისინი მომენტალურად არ გახადეს საჯარო. ამასთან, ფაქტობრივად, ყველა სიუჟეტში, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა, იყო მცდელობა, გაკეთებულიყო ბმა "ქართულ ოცნებასთან", როგორც ამ კადრების გადაღების დამკვეთთან. "ქართული ოცნება" ის სუბიექტია, რომელთან მიმართებაშიც, არხის საინფორმაციო გადაცემები ბალანსს, ასევე, ვერ ინარჩუნებდნენ, ამჯერად - უარყოფით კონტექსტში. მაგალითად, 3 სექტემბერს "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-12 ნომრის, გია ჟორჟოლიანის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა. სიუჟეტში, სახელწოდებით "ხუნტის ჯალათები", ჟორჟოლიანზე ნათქვამი იყო რომ ის 1992 წელს ზვიად გამსახურდიას მომხრეების წამებით იყო დაკავებული. ასეთი მძიმე ბრალდების საფუძველი იყო ქართული ტაბლოიდის, "პრაიმ-ტაიმის" ფურცლებზე დაბეჭდილი ინტერვიუ, რომელშიც ჟორჟოლიანს ბრალს სდებდა ყოფილი პარლამენტარი, სანდრო ბრეგაძე. სიუჟეტი ეყრდნობოდა მხოლოდ ამ საგაზეთო ინტერვიუს, არ იყო ასახული თავად გიორგი ჟორჟოლიანის პოზიცია. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობდა, რომ ჟორჟოლიანი საქართველოში არ იყო. თუმცა, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენების დროს, უპრიანი იქნებოდა ჟურნალისტი ჟორჟოლიანის პოზიციის დაფიქსირებას დალოდებოდა. 6 სექტემბრის "ქრონიკაში", ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქართული ოცნების ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების წარმომადგენებთან საქართველოს სახელის დისკრედიტირების მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართული ღვინის უხარისხობაზე ისევე საუბრობს, როგორც რუსეთი მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო. 1 წუთი და 30 წამი მთლიანად "ქართული ოცნების" უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას დაეთმო, თუმცა მის წარმომადგენლებს ჟურნალისტმა ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა. ცალკე უნდა გამოყოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ, რომელიც "იმედის" საინფორმაციო გადაცემების არაერთ სიუჯეტში გამოიკვეთა. მაგალითად, 27 სექტემბრის "ქრონიკაში" მოისმენდით, - "კრიმინალური სამყარო და "ქართული ცონება" - რატომ გააქტიურდნენ წინასაარჩევნოდ ქურდები?" 28   30 სექტემბრის "ქრონიკაში" გასულ სიუჟეტში კი, რომელიც კოალიციის საარჩევნო სიის წევრ კობა დავითაშვილს მიეძღვნა, საარქივო მასალების ფონად, გამოყენებული იყო სიმღერა "მანი", ფილმიდან "კაბარე", რაც, აშკარად, ამ პოლიტიკოსის დასაკნინებლად იყო გამიზნული. პრობლემები გამოვლინდა ფაქტებისა და კომენტარების გამიჯვნის თვალსაზისითაც. დარღვევების ხარისხი არჩევნების მოახლოების პროპორციულად დამძიმდა. მაგალითად 3 სექტემბრის "ქრონიკის" სიუჟეტში გავიდა შემდეგი ტექსტი: "ქართული ოცნების" ლიდერი პედაგოგებს 31 აგვისტოს დაემუქარა". წამყვანის ტექსტის შემდეგ კი, აჩვენეს ივანიშვილის კომენტარი, რომელშიც პედაგოგებზე მუქარა არ ჩანდა. 22 სექტემბერს, "კვირის რეპორტაჟში" წამყვანმა ასეთი რამ განაცხადა: "იმედია, მოკლე დროში, გაეცემა პასუხი შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რა კავშირი და ფინანსური გარიგება შედგა ბედუკაძესა და ივანიშვილს შორის, თუმცა, ფაქტია, რომ იმ ადამიანების ჯგუფმა, რომლის ხელში ვიდეოჩანაწერები მოხვდა, ის მიზანმიმართულად არ გამოაქვეყნეს მანამ, სამან მათი არსებობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გამოაცხადა. საარჩევნო ტექნოლოგიაში ცნობილია მეთოდი, რომელიც არჩევნების წინ ამომრჩევლის შოკში ჩაგდებას გულისხმობს და მთელ წინასაარჩევნო კამპანიას აზრს და მნიშვნელობას უკარგავს. არსებობს ვერსია, რომ ეს 25-26-ში უნდა გამოქვეყნებულიყო. ამ დროს ბედუკაძის თანამოაზრეებსაც ექნებოდათ დატოვებული საქართველოო. ციხის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ბევრს გაახსენდა "ქართული ოცნების" ლიდერთა მუქარანარევი დაპირებები ხელსუფლების მამხილებელი ვიდეოკადრებისა და სხვა შემონახული მასალების შესახებ". ამ განცხადებით, ჟურნალისტმა მაყურებელს ფაქტად მიაწოდა ის, რაც, რეალურად, მხოლოდ ხელისუფლების ვერსიას წარმოადგენდა. 27 სექტემბერს, "ქრონიკის" სიუჟეტებში, რომელიც ინტერნეტში ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის სახელით ატვირთულ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, ჟურნალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერები სწორედ ივანიშვილის დაკვეთით კეთდებოდა, თუმცა, ამის დამადასტურებელი არგუმენტი, საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული დაცვის წევრის აუდიოჩანაწერის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ამის მიუხედავად, ეს ხაზგასმა კეთდებოდა ყველა სიუჟეტში, რომელიც ამ ჩანაწერებს ეხებოდა. 29 სექტემბერს, "კვირის რეპორტაჟში" წამყვანმა განაცხადა: "თამაზაშვილი ახლა სასჯელს იხდის და კოალიციას ციხიდან ეხმარება". რაში ვლიდნებოდა ეს დახმარება და კონკრეტულად რას აკეთებდა თამაზ თამაზაშვილი სიუჟეტში არ ჩანს. 30 სექტემბერს "კვირის რეპორტაჟში" ასეთი რამ გაჟღერდა: "ხაინდრავა, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, კანონიერ ქურდებს აძლევს გარანტიას, რომ მათ ძველი სტატუსი აღუდგებათ და თავისუფლად შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას". საზოგადოებას ფაქტად მიეწოდა ის, რაც დადასტურებული არ ყოფილა და მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენდა. ბ) პოლიტიკური თოქ-შოუები მონიტორინგის პერიოდში "იმედზე" თოქ-შოუს ტიპის პროგრამა საერთოდ არ გასულა. თუმცა, რამდენჯერმე მოხდა საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკაში" მოწვეული სტუმრების პირდაპირ ეთერში ჩართვა, რასაც დებატების სახე ჰქონდა. "ქრონიკის" ჩართვებში სტუმრების შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ჟურნალისტი ყოველთვის სათანადოდ იყო მომზადებული და არც რომელიმე სტუმრის მიმართ მიკერძოებულობას ჰქონია ადგილი ჟურნალისტის მხრიდან. დებატები არასდროს ყოფილა ქაოტური, ვინაიდან, პროგრამის ფორმატის გათვალისწინებით, სტუმრებს დრო თანაბრად ეთმობოდათ და მათი მიკროფონიც ავტომატურად ითიშებოდა, როდესაც მისი ოპონენტი იწყებდა საუბარს. 29   "ქრონიკას" ეთერში სტუმრების ჩართვები მონიტორინგის პერიოდში საკმაოდ მაღალი ხარისხით ფასდებოდა, ვინაიდან ჟურნალისტის მხრიდან არ შეიმჩნეოდა რაიმე სახის მიკერძოებულობა რომელიმე სტუმრის მიმართ და ასევე, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, დებატები მშვიდი და კორექტული ხასიათისა იყო. გ) იუმორისტული პროგრამები მონიტორინგის პერიოდში "იმედის" იუმორისტულ პროგრამებში ჩვენი მონიტორინგის სუბიექტები ნახსენები იყვნენ სულ ორჯერ, პროგრამაში "კაცების შოუ". უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში ხუმრობა იყო საკმაოდ მაღალი ეთიკური ნორმების დაცვით და ადგილი არ ჰქონია სუბიექტის შეურაცხყოფას ან მის მიმართ გადამეტებულ სტერეოტიპულ მიდგომას. "კაცების შოუს" წამყვანები გამოირჩეოდნენ კორექტულობით და შესაბამისად მათი მხრიდან არ ჰქონია იუმორის მეშვეობით რომელიმე სუბიექტის დისკრიმინაციის მცდელობას. დასვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არხის საქმიანობის შეფასების ძირითადი საფუძველი მაინც საინფორმაციო გადაცემები იყო, რადგან არხზე არ იყო წარმოდგენილი წინასაარჩევნო დებატები და თოქ-შოუები, რაც უაყოფითად უნდა შეფასდეს. ხოლო რაც შეეხება, საინფორმაციო გამოშვებების დაკვირვებას, თითოეული კრიტერიუმის დეტალურად გაანალიზებამ მოგვცა საფუძველი, რომ არხის საქმიანობა შეგვეფასებინა, როგორც მიკერძოებული და დაუბალანსებელი. 30   დანართი 4 ტელეკომპანია "რეალ ტვ" ა) საინფორმაციო გადაცემები არხის საინფორმაციო გადაცემები ზოგადად შეიძლება შეფასდეს როგორც მისაღებ კრიტერიუმს მიახლოებული, თუმცა ცალსახად უნდა გაესვას ხაზი არხის მიკერძოებულობას. მონიტორინგის განმავლობაში, არხზე გადიოდა საინფორმაციო ხასიათის გადაცემა "რეალობა" (იგივე "დღის ამბები"), რომელიც პრაიმ-ტაიმში ეთერში იყო ორჯერ - 19:00 და 22:00 საათზე. გასაშქუებელი თემები შეირჩეოდა აქტულობის მიხედვით, თუმცა საინფორმაციო პროგრამებში ერთი და იგივე ინფორმაციას რამდენიმე დღის განმავლობაში არხი ხშირად აშუქებდა. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრა - ამ შეხვედრის შესახებ რეპორტაჟები გადაიცემოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა მომდევნო დღეების განმავლობაში სიახლეს აღარ წარმოადგენდა, საინფორმაციო გამოშვება ამ თემას მაინც პროგრამის ერთ-ერთ პირველ სიუჟეტად გვთავაზობდა. იგივე შეიძლება ითქვას შსს-ს ვიდეო ჩანაწერზე, სადაც ჩანს თუ როგორ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას "ქართული ოცნების" წევრი - ეს თემაც ინტენსიურად შუქდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე, რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა არხის საინფორმაციო გამოშვებებში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შესახებ მომზადებული სიუჟეტები. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ "რეალ ტვ"-ის საინფორმაციო პროგრამები მეტ ყურადღებას უთმობდა ისეთ რეპორტაჟებს, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მაკომპრომეტირებელ მასალებსა თუ მოსაზრებებზე იყო აგებული. განმეორებით აჩვენეს, ასევე, "რეალობის" შაბათის გამოშვებაში ნაციონალური მოძრაობის მიერ წინა დღეს გამართული ყრილობის შესახებ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც 19 წუთსა და 25 წამს გრძელდებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ყრილობა, მსვლელობისას, არხმა მლიანად გადასცა პირდაპირ ეთერში. სიუჟეტებში ფაქტების სიმწირე არხის მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რადგან არც ერთ სიუჟეტში მითითებული არ იყო პირდაპირი ან ირიბი წყარო: გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მზადდებოდა წამყვანის ტექსტები, რომლითაც კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას სერიოზულ ბრალდებებს უყენებდნენ. მაგალითად, კარალეთში მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას 12 ივლისის საინფორმაციო გამოშვებები ჩხუბის ამსახველი იდენტური კადრებით დაიწყო. შემდეგ გავიდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის რამდენიმეწამიანი სინქრონი მისივე პრეს-კონფერენციიდან, რომელშიც ის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობდა. ამის შემდეგ "რეალ ტვ"-იმ პირდაპირ ეთერში ჩართო ბადრი ბასიშვილი, შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის სიით, რომელმაც კალაძეს ბალდებები წაუყენა და თქვა, რომ კარალეთში ასეულობით ადამიანთან ერთად ჩასულმა კალაძემ ადგილობრივები სცემა. ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება და ვინ იყო დაზარალებული. ფაქტობრივად, გადაცემა ისე დამთავრდა, რომ მაყურებელმა მხოლოდ ბასიშვილის ვერსია მოისმინა. 22 საათიან გამოშვებაში ჟურნალისტმა კარალეთში დაპირისპირების მიზეზად კალაძის ის ფრაზა დასაახელა, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ დაიწყო ომი. კადრში კი ჩანს, რომ კალაძის მიერ წარმოთქმულ ამ ფრაზას მოსახლეობა მშვიდად უსმენს. ამ დროს, ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ცხადად ჩანდა, რომ ამ ფრაზას კალაძე კარალეთში კი არა მერეთში ამბობდა, კარალეთში 31   დაპირისპირება კი კალაძის საკუთარი ძმის გარდაცვალებაში დადანაშაულებას მოჰყვა. თავად კალაძისთვის "რეალ ტვ"-ის არაფერი უკითხავს. 10 ივლისს "რეალ ტვ"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი - "ტრეფიკინგი ოლიგარქისეულად", რომელშიც გაურკვეველ პირზე დაყრდნობით, ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის გუნდმა სამცხე-ჯავახეთში ადამიანებს, რომლებიც ალტერნატიულ კარდაკარს ატარებდნენ, ანაზღაურება არ გადაუხადა. სიუჟეტი იწყება ასე - "გაჭირვებამ ოცნებაში მიიყვანა, ოცნებამ კარდაკარ ატარა და საზღაური არ გადაუხადა". ჟურნალისტმა კარდაკარის მონაწილეებს ტრეფიკინგის მსხვერპლები უწოდა. სიუჟეტში მთავარი ბრალდებული "ქართული ოცნების" სამცხე ჯავახეთის შტაბის უფროსი ბესოა - ჟურნალისტი ამბობდა, რომ ის "მექორწილე დამკვრელია". მას არ აძლევენ ბრალდებებზე აპასუხის შესაძლებლობას და მხოლოდ ერთ კითხვას უსვამდა - "რა პროფესიის ბრძანდებით?" 3 სექტემბერს 19-საათიან "რეალობაში" გასული სიუჟეტი ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანიის მუშის დაშავებას, უბედურ შემთხვევას. სიუჟეტში არ იყო არც ერთი პირდაპირი ან ირიბი წყარო, მოყვანილი ტექსტები არ ეყრდნობოდა ფაქტობრივ მონაცემებს, გამოყენებული იყო ძველი კადრები, რომელიც არ შეესაბამებოდა გადმოცემულ ინფორმაციას, მითითებული არ იყო არქივი. დამახინჯებულად იქნა მიწოდებული "რეალ ტვ"-ის მაყურებლისთვის "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული აქციები და სხვა საპროტესტო აქციები, რომელიც ციხის კადრების გასაჯაროებას მოჰყვა. ამ თემებზე შექმნილი სიუჟეტებით ვერ გაარკვევდით, რამდენი ადამიანი ესწრებოდა აქციებს - კადრში ან ადამიანების მეჩხერი ნაწილი ჩანდა, ან უკვე დასრულებული აქციები; არ იყო გადმოცემული გამომსვლელების მთავარი სათქმელი. სტუდენტურ აქციებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში29 ჟურნალისტი გვარწმუნებდა, რომ აქციები თანდათან უმართავი ხდებოდა, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტი ვერ მოიყვანა; "ქართული ოცნების" ზუგდიდის აქციაზე საუბრისას ითქვა30, რომ სხვადასხვა რეგიონიდან ჩაყვანილმა ხალხმა ქალაქის გასასვლელისა და მაგისტრალის პარალიზება მოახდინა, თუმცა, არც ეს დადასტურებულა; "ქართული ოცნების" შეხვედრები კახეთში, ფაქტობრივად, არხს არ გაუშუქებია - ჩანდა მხოლოდ ნაციონალების მომხრეების ჯგუფები და ისმოდა მათი სტვენა და შეძახილი "წადი!"31. ამასთან, სიუჟეტში აღინიშნა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა სიღნაღში ჟურნალისტი ცემეს, თუმცა, ფაქტი არც ამ შემთხვევაში უჩვენებიათ. 29 აღნიშნული სიუჟეტი მომზადდა 21 სექტემბრის საინფორმაციო გადაცემაში. 30 "ქართული ოცნების" ზუგდიდის აქცია გაშუქდა 24 სექტემბერს. 31 ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა 25 სექტემბერს. ტელევიზიამ, ფაქტობრივად, არ გააშუქა "ქართული ოცნების" 29 სექტემბრის დასკვნითი აქცია. მეტიც, მან მოატყუა მაყურებელი, როცა უთხრა, რომ იქ ცოტა ხალხი მივიდა, რისთვისაც, გამოიყენა აქციის დასრულების შემდეგ შემეჩხერებული ადგილების ამსახველი კადრები. ამასთან, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ივანიშვილის დაცვა მედიას ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა, ამის დასადასტურებლად მეტად უცნაურ მეთოდს მიმართა. კადრში ისმოდა ჟურნალისტის მიერ რამდენჯერმე გამეორებული "რას აკეთებ?!", მიმართვა ოპერატორისადმი "გადაიღე!", თუმცა, კამერა დარღვევას არ აფიქსირებდა. 29 სექტემბერს, "რეალობაში" პირველ სიუჟეტად გავიდა ლიტველი ექსპერტების დასკვნა იმის თაობაზე, რომ ქართველ პატიმრებს გაუპატიურების კვალი არ ეტყობათ32. ტელევიზიამ არ უთხრა მაყურებელს, რომელი ექსპერტების შესახებ იყო საუბარი, როგორ გააკეთეს მათ ეს დასკვნა და როდის და სად გააკეთეს შესაბამისი განცხადება. საკითხი ბუნდოვანი და გაურკვეველი დარჩა. მითუმეტეს, რომ სიუჟეტში ექსპერტების ვიზუალური გამოსახულებაც არ უჩვენებიათ. 32   მოყვანილი მაგალითებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სიუჟეტების მოკვლევითი ხარისხი იყო ძალზე სუსტი. ღნიშნული დასკვის დასადასტურებლად წარმოვადგენთ კიდევ რამდენიმე მაგალითს. 24 სექტემბრის გამოშვებაში წამყვანმა ასეთი რამ თქვა: "სწორედ დღეს გახდა ცნობილი, რომ "ქართული ოცნება" ყველა დადგმულ ტყუილში, რომელსაც საჯარო მოხელეები არსებული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოიგონებენ, დიდ ფულს იხდის". ამას მოჰყვა რამდენიმე ჩანაწერი, რომელსაც ჟურნალისტისთვის კითხვები უდაოდ უნდა გაეჩინა. სხვა ტიპის ხარვეზი გამოჩნდა 26 სექტემბერს გასულ სიუჟეტში, რომელშიც ნაჩვენები იყო, სიუჟეტის მიხედვით, სამტრედიელი მოქალაქე, რომელიც "ქართული ოცნების" წევრებმა, "ნაციონალური მოძრაობის" მაისურის ტარებისთვის ბრიტვითა და სამართებლით დასერეს. ამ ადამიანის ფრიად საეჭვო განცხადებას, რომელიც, ფაქტობრივად, არაფრით იყო დადასტურებული, ასევე არ გაუჩენია კითხვები "რეალ ტვ"-ის ჟურნლისტისთვის. ყოველგვარი მოკვლევის გარეშე მიაწოდა არხმა მაყურებელს ინფორმაცია "ანგოლა გეიტის" სკანდალში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ, რაც მხოლოდ რუსი ჟურნლისტის, ვინმე ივანიძის მიერ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუს ეყრდნობოდა. მონიტორინგმა გამოვლინა, რომ არხს ჰქონდა სრულიად დაუბალნსებელი და მიკერძოებული ეთერი. მაგალითად, 23 ივლისის სიუჟეტში, რომელიც კახეთში საქართველოს პატრიარქის ვიზიტს ეხებოდა, სიუჟეტის ძირითად ობიექტი იყო პრეზიდენტი და არა პატრიარქი. 6 სექტემბრის 19-საათიან გამოშვებაში, სიუჟეტში, რომელიც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს ეძღვნებოდა, ჟურნალისტმა წარმოთქვა შემდეგი ფრაზები:. "ქართული ოცნების კანდიდადები, რომლებიც აბაშიძის ხელისუფლებაში იყვნენ - რატომ იზიდავს ივანიშვილს ნაფტალინის სუნი და რამდენად კარგად შეინახეს თავი აბაშიძის ერთგულმა მსახურებმა"; "ბიძინას ასლანიზაცია -მილიარდერს ნაფტალინის სუნი იზიდავს". ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ "რეალ ტვ"-ის ეთერში მუდმივად დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ მმართველ გუნდსა და პარტიას. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" 8 სექტემბრის ყრილობის გაშუქებას "რეალ ტვ"-იმ 2 საათი და 58 წუთი დაუთმო. წამყვანმა გამოიყენა ფრაზა - "ნაციონალური მოძრაობის ყრილობამ ხუთიანზე ჩაიარა". 21 სექტემბერს "რეალ ტვ"-ის ეთერში გავიდა საიუჟეტი იმის თაობაზე, თუ როგორ შეაფასეს უცხოეთში საქართველოს მთავრობის რეაქცია ციხის კადრებთან დაკავშირებით. სიუჟეტი აგებული იყო უცხოური მედიის მხოლოდ დადებით გამოხმაურებაზე. მასში ვერ მოხვდა ლინკოლნ მიტჩელის სტატია - "გაბრტყელებული ქათამი", რომელიც კრიტიკული იყო. ამასთან, სიუჟეტის დიდი ნაწილი დაეთმო გუანტანამოსა და აბუგრეიბის ამბებს იმის დასადასტურებლად, რომ მსგავსი ამბები სხვაგანაც ხდება. მონიტორინგის პროცესში რთული იყო ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა. მაგალითად, 11 ივლისის გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში "შემთხვევით" მოსვლას ეძღვნებოდა. ჟურნალისტმა სიუჟეტი ამ ტექსტით დაასრულა - "ახლა ჩნდება კითხვა, როდის დადგება ის დღე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემთხვევით დატოვებს პოლიტიკას." 2 ივლისის გამოშვებაში ჟურნალისტი ნინო ბურჯანაძის გეგმებზე საუბრობდა: "ნინო ბურჯანაძეს თითების დაკვნეტის სურვილი ახლა უფრო გაუმძაფრდა. გეგმა ასეთი იყო - ბურჯანაძის მომხრეებს არეულობა უნდა დაეწყოთ და ნაციონალებს დაბრალებოდათ". ჟურნალისტი იქვე გამოთქვამდა ვარაუდს, 33   რომ კრემლის ახალი სცენარის მიხედვით, ნინო ბურჯანაძეს ქუჩაში გასვლა არჩევნების შედეგების გაყალბების მოტივით დაევალება. 24 ივლისს გასულ სიუჟეტში, რომელიც "ქართული ოცნების" წევრ ლევან იზორიას ეხებოდა, ჟურნალისტი ამბობს: "ცნობილია, რომ, სვარაუდოდ, იზორია ცუდი მენეჯმენტის გამო გათავისუფლდა". იქვე ითქვა, რომ იზორია ხულიგნობისთვის იყო დაკავებული, უცხოელის ცემის გამო, თუმცა, მტკიცებულება წარმოდგენილი არც ამ შემთხვევაში ყოფილა. 15 სექტემბერს "რეალობამ" აჩვენა სიუჟეტი, რომლის დროსაც წამყვანმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განაცხადა, - ივანიშვილს ჰქონდა ეჭვი, რომ მისი ფული სამების ტაძრის მშენებლობას სრულად არ ხმარდებოდა და უწმინდესის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა. არხის მონიტორინგის შედეგებით შეიძლება დავასკვნათ, რომ "რეალ ტვ" არის ტელევიზია, რომლის სტანდარტული კრიტერიუმებით შეფასება შეუძლებელია; აქ სიტყვები "ბალანსი" და "მიუკერძოებლობა" აზრს კარგავს. საერთო შთაბეჭდილების შესაქმნელად საკმარისისა "რალ ტვ"-ის საინფორმაციო გამოშვებებში გამოყენებული ფრაზების მოყვანა: "პირველი მეოცნებე, შუშის სასახლის მბრძანებელი ივანიშვილი", "შუშის სასახლეში ჩატარებული კასტინგების დედოფალი თინა ხიდაშელი", "ლედი ნინო, ნინო ანზოროვნა, სახალხო კრების დიასახლისი ნინო ბურჯანაძე", "გამოძალვისთვის ბრალდებული და ბიძინას საყვარელი ჟურნალისტი, მექრთამე შალვა რამიშვილი", "არჩევნებამდე 46 დღეა და ორმოცდაექვსი საშუალება, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრიხოდი იგრძნოს", "პოლიტიკური კონსულტანტის პიარ-ტყუილები მოკლე ფეხებით აღმოჩნდა", "მთავარია შედგეს პოლიტიკური და სკანდალური რომანი მას (კახა კუკავა) და "ქართულ ოცნებას" შორის", "ოლიგარქის კარის პაიკები", "ოლიგარქის ნაკვები ტელევიზიები", "ოლიგარქის ნაყიდი ექსპერტები", "სახელწოდებით ბიძნამ ნიღაბი მოიხსნა", "დემაგოგი ლუბა ელიაშვილი", "ოლიგარქის ჯიბის ჟურნალისტის მიერ დაბლოკილი", "ანტინატოელები - ქამელიონის პოზაში მყოფი ოლიგარქ ბიძინას ნაყიდი ჟურნალისტების სია", "ვითომ ჟურნალისტი ეკა ბერიძე", "ივანიშვილი იყო "კავკასიის" თოვლის ბაბუაც", "მატყუარა ბიძინა", "ბიძინავიზიები", "ვითომ გენერალი მეოცნებე ალასანია", "სექენდ ჰენდი ზვიად ძიძიგური", "ცოლნაგინები დავით უსუფაშვილი", "ბელა ჩაო ნინო ბურჯანაძე"... 34   დანართი 5 ტელეკომპანია " მაესტრო" მონიტორინგის პერიოდში არხი დატვირთული იყო საინფორმაციო გადაცემებით, პოლიტიკური თოქ-შოუებითა და იუმორისტული გადაცემებით. წინამდებარე ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი გადაცემები: "ახალი ამბები", "კვირის რეპორტაჟი" "სტუდია მონიტორის" საგამოძიებო ფილმები, "ღია კარის დღე" "აკრედიტაციის გარეშე", "სუბიექტური აზრი", "არგუმენტები", "პოლიტმეტრი", "ჩვენ", "აბები ვასიკო ოდიშვილისგან" და "ბანანის რესპუბლიკა". მონიტორინგის შედეგად არხის ზოგადი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც კარგი ხარისხის. თუმცა, ქვემოთ მოცემულ ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ყველა გამოვლენილი ხარვეზი. ა) საინფორმაციო გადაცემები "ახალი ამბები" არ ხასიათდება უხეში დარღვევებით, რედაქცია ახერხებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე მოვლენები გააშუქოს ოპერატიულად, მრავალმხრივ და ხშირ შემთხვევაში დაბალანსებულად. თუმცა შეიმჩნევა თემატური მრავალფეროვნების პრობლემა: რედაქციისთვის პრიორიტეტული და, შესაბამისად, გამოშვებებში დომინირებული თემები - პოლიტიკისა და თავად მედიის გაშუქებაა, სხვა თემებისთვის გადაცემებში დრო ნაკლებად რჩება. საინფორმაციო გადაცემების შეფასება ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით უმეტეს შემთხვევაში მისაღებსა და კარგ ხარისხს აკმაყოფილებს. ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმის შეფასებისას, როგორიც არის სიუჟეტების მოკვლევითობის ხარისხი - ის მერყეობს სუსტსა და მისაღებს შორის. პრობლემები ვლიდება დაბალანსებულობის თვალსაზრისითაც. "ახალი ამბების" ჟურნალისტები მუდმივად ცდილობენ "მეორე მხარისგან" კომენტარის მიღებას. გამონაკლის შემთხვევებში "მეორე მხარის" სახით ჩაწერილი რესპონდენტი არაადეკვატურადაა შერჩეული; ასევე გამონაკლის შემთხვევებში თავს იჩენს ბალანსის პრობლემაც. მაგალითად: 1 ივლისის 21-საათიანი ახალი ამბების გამოშვებაში, რიგით მე-7 სიუჟეტი კოალიცია "ქართული ოცნების" კარდაკარის კოორდინატორის ცემის ფაქტს ეძღვნებოდა. ამბავი გადმოცემული იყო მხოლოდ დაზარალებულზე დაყრდნობით, არ იყო ფაქტებით და სხვა პირდაპირი წყაროებით გამყარებული და არ ჩანდა მცდელობა ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავების პოზიციის წარმოჩენის. 6 ივლისის 21-საათიანი გამოშვების, რიგით მესამე სიუჟეტი ეძღვნებოდა ძმები ახალაიების მიერ მთავრობაში ახალი პოსტების დაკავებას. ქართული ოცნების წევრის სოზარ სუბარის და რეჟისორ გოგა ხაინდრავაზე დაყრდნობით მოთხრობილი იყო ახალაიების წარსულ ქმედებებზე. სიუჟეტში არ ჩანდა რესპონდენტების მიერ მოწოდებული ფაქტების გადამოწმების მცდელობა. სიუჟეტში ახალაიების მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ იყო დასაბუთებულად წარმოჩენილი. 23 ივლისს "მაესტრომ" დიდი დრო დაუთმო კახეთში "ქართული ოცნებისა" და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებას. მთელი სიუჟეტი წარმოადგენდა მცდელობას დამტკიცებულიყო, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი მამაკაცი პროვოკაციას წამოეგო. კადრებში ჩანდა, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერ ქალბატონს ამ მამაკაცმა სახე მოუგრიხა, ამ ფაქტს სიუჟეტის რესპონდენტები "სახეზე ხელის მიდებას" უწოდებდნენ. სიუჟეტში გამოყენებული ყველა წყარო მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას წარმოადგენდა და ცდილობდნენ პროვოკატორად ქალბატონი წარმოეჩინათ. მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო გადაცემები გამოირჩეოდა წყაროთა მრავალფეროვნებით. არხი ხშირად იყენებდა საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის რეგიონული საინფორმაციო ცენტრების მიერ მოპოვებულ მასალას. არხის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა "ინფო 9", მისი მასალები თითქმის ყოველდღიურად გამოიყენებოდა. 35   აღსანიშნავია, რომ რეგიონული საინფორმაციო ცენტრების მასალების გამოყენებისას რედაქცია იშვიათად მიდიოდა სიღრმეში და ძირითადად რეგიონული მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციას იმეორებდა. მაგალითად, 23 მაისს "გურია ნიუსის" მასალაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 58 მოსამართლისთვის მთვარობა დიღომში ბინების გადაცემას აპირებს, თუმცა ისიც არ განუმარტავთ, რას ეყრდნობოდა "გურია ნიუსის" სტატია. მეორე დღეს სტატიის ავტორი ჩაწერეს და მას მოათხრობინეს სტატიაში მოხმობილი ფაქტები, ბინაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ ინფორმაცია მაყურებელს მიაწოდეს ვებ-ვერდიდან. "გურია ნიუსის" ჟურნალისტის თქმით, მას დაუდასტურეს, რომ ბინა მოსამართლეებისთვის შენდება, "მაესტროს" ჟურნალისტი არ დაკავშირებია თავად იუსტიციის სამინისტროს, არ გაურკვევია, როდის გამოიცა ამის შესახებ ბრძანება, რა ნიშნით შეირჩევა ეს 58 მოსამართლე, რატომ გახდა საჭირო მათთვის ბინების გადაცემა, სრულიად უსასყიდლოდ გადასცემენ თუ რაიმე სხვა პირობებით. ეს კითხვები თემის ორდღიანი გაშუქების მერეც ღიად დარჩა. წყაროთა იდენტიფიცირების თვალსაზრისით ხარვეზად უნდა შეფასდეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების (მამუკა არეშიძე, პაატა ზაქარეიშვილი, გია ხუხაშვილი, ირაკლი სესიაშვილი) დამოუკიდებელ ექსპერტებად წარმოჩენა. ჟურნალისტის ვალდებული იყო განემარტა, რომ ისინი ოპოზიციურ სუბიექტთან დაკავშირებული პირები არიან, რათა მაყურებელს ამ პირთა მოსაზრებების ადეკვატური შეფასების შესაძლებლობა ჰქონოდა. არხი "კრიტიკული" პოზიციის წარმოსაჩენად "ეფექტურად" იყენებდა ვიზუალიზაციის საშუალებებს, რომელთა მეშვეობით მაყურებელს, მიუხედავად პოზიტიური ტექსტისა, მომხდარი მოვლენის მიმართ უჩნდებოდა უარყოფითი დამოკიდებულება. მაგალითად, 31 ივლისს "მაესტრომ" ვრცლად გააშუქა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მუშაობის შედეგების შეჯამება. მოვლენა საერთაშორიო ორგანიზაიციების წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა, მათ შორის იყო NDI-ს წარმომადგენელი საქართველოში, ლუის ნავარო, რომელიც ასევე პოზიტიურად აფასებდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესს და იმედოვნებდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. თუმცა, სიუჟეტის განმავლობაში კადრებში ნაჩვენები იყო იგივე რესპონდენტი, რომელსაც შედეგების პრეზენტაციის დროს "ტკბილად" ეძინა. "ახალ ამბებში" იშვიათად ვხვდებით ფაქტებისა და მოსაზრებების აღრევას. გამონაკლისები გამოვლინდა წამყავნის ტექსტებში, 30 ივლისის საინფორმაციო გადაცემას წამყვანმა ასე დაანონსა: "კონკრეტული მოქალაქეების პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ პოლიცია დეტალურ ინფორმაციას ფლობს". თემა ეხებოდა გურიაში კაპიტან ურუტაძის მიერ სავარაუდოდ დაკარგულ და კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" მიერ ნაპოვნი ჩიპის ამბავს, რომელზეც, კოალიციის ცნობით, გურიაში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური გემოვნებისა და საჭიროების შესახებ ინფორმაცია იყო დაცული. წამყვანის მიკერძოებული კომენტარი გამოვლინდა 1 ივლისის გამოშვების სიუჟეტში, რომელიც ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას ეძღვნებოდა - გადაცემის წამყვანმა მერაბიშვილი ასე მოიხსენია: "ქვეყნის ხერხემალი, გაღლეტილი და ღირსების ორდენოსანი". მიკერძოებულობის მეორე თვალშისაცემი მაგალითია 22 აგვისტოს გასული სიუჟეტი "შეწამლული ოცნება", რომელიც წამყვანმა ასე წარადგინა: "რამდენიმე კვირაა დასავლეთ საქართველოში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან, რომელიც მოსავალს სრულად ანადგურებს. თუმცა, დღეს პეპლების ნაცვლად ოცნების მხარდამჭერები დაამუშავეს სპეციალური ხსნარით. შემთხვევა წალენჯიხის რაიონში მოხდა. როგორც ირკვევა სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ მანქანაში მძღოლი და სოფლის რწუნებული იმყოფებოდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 10 ადამიანი მოიწამლა. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელმა. დავით კობერიძე შხამქიმიკატებით შეწამლულებს ამშვიდებდა და ამბობდა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა". 36   სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული "კვირის რეპორტაჟის" თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. სოციალური თემების, კრიმინალური შემთხვევების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და სხვა თემების გაშუქების ძირითადი მოტივი ხელისუფლების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა იყო. აღნიშნული შეფასებისას მონიტორები ითვალისწინებდნენ ჟურნალისტის უპირველეს მოვალეობას - აკონტროლოს ხელისუფლება, თუმცა ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა "კვირის რეპორტაჟის" წამყვანის მიკერძოებული კომენტარები. მაგალითად, 18 აგვისტოს გადაცემაში: "მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად აყაჩაღებს მისი პოლიტიკური ოპონენტის, ქართველი მილიარდერის კერძო ბანკს. ამ უპრეცენდენტო დანაშაულის მასშტაბები გამაოგნებელია". 19 აგვისტოს გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც მაყურებელს მიეწოდებოდა ინფორმაცია სამეგრელოში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანების მიტინგის დასაშლელად წვრთნის თაობაზე. მოწოდებული ინფორმაციის დასადასტურებლად რეპორტაჟში მოყვანილ იყო ერთი წყარო, ვინმე დემურ ანთია, რომელმაც კადრებში წვრთნის ხელმძღვანელად გიორგი სამუშია ამოიცნო. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ სამუშია აქციების დროს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ცემაში და ანთიას დაკავებაშიც მონაწილეობდა. ჟურნალისტის განმარტებით ანთიას დაკავების საფუძველი სამართალდაცავების მიერ მისთვის ავტომატის ჩადება იყო. აღსანიშნავია, რომ ამ სახის მნიშვნელოვანი ბრალდებების წარმოდგენისას, მიუკერძოებლობისა და ფაქტების სრულყოფოფილად წარმოჩენისთვის აუცილებელია უფრო მეტად დამაჯერებელი და მრავალფეროვანი წყაროების მოხმობა. რეპორტაჟებს უმეტესწილად არ აკლია ფაქტობრივი არგუმენტები, ასევე ძირითადად აქვს ადგილი მეორე მხარის ჩაწერის მცდელობას, თუმცა მთავარი ტენდენცია თემების შერჩევის საფუძველსა და სიუჟეტების გაფორმებაში მდგომარეობს. განსაკუთრებით საგრძნობია მუსიკალური ფონი, რომელიც ყოველთვის მძიმეა ბრალდებული მხარეების ჩვენებისას (კაპიტან ურუტაძის ჩვენება 28 ივლისის გამოშვებაში) და სენტიმენტალური დადებითი მელოდიების "მსხვერპლის" (ძირითადად უბრალო მოსახლეობის) ჩვენებისას. ასევე, თვალშისაცემია ვიზუალური ეფექტებით ტენდენციის გამჟღავნება - სიუჟეტებში "ბრალდებული" მხარე ხშირად შავ-თეთრ, მუქ ტონალობაშია წარმოჩენილი. სტუდია GNS-ისგან განსხვავებით მსგავსი პრობლემები არ იჩენს თავს სტუდია მონიტორის საგამოძიებო ფილმებში. საინფორმაციო ნაწილში "მაესტროს" გადაცემებიდან განსაკუთრებით უარყოფითად შეფასდა გადაცემა "ღია კარის დღე", სადაც კონკრეტული პერსონაჟების, ძირითადად საჯარო პირებისა და პოლიტიკოსების ერთი დღეა ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ერთგვარი გასართობი ელემენტების მატარებელი იყო და მასში მოწვეული იყნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არხი არღვევდა "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად "საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები, ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება". მითითებული მუხლის დარღვევა გამოვლინდა იმაში, რომ გადაცემის გმირები მანანა ნაჭყებია33, გია ხუროშვილი34 და ჯონდი ბაღათურია35 წარმოჩენილი იყვნენ პოზიტიურ ტონში, რაც შესაძლებელი იყო აღქმულიყო წინასაარჩენო კამპანიის ნაწილად. 33 "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი და ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 34 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 35 პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი. ბ) პოლიტიკური თოქ-შოუები 37   მონიტორინგის პერიოდში არხზე 4 გადაცემა გადიოდა: "არგუმენტები", "სუბიექტური აზრი", "პირდაპირი საუბრები" და "პოლიტმეტრი"36. მიუხედავად გადაცემათა სიმრავლისა, არხზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დებატების სიმწირე შეიმჩნეოდა. ეს, შესაძლოა, განპირობებული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დებატებზე უარის თქმით. შესაბამისად, თოქ-შოუებში ხშირად ერთი და იგივე სახეები ჩანდა. მათ ოპონირებას კი წამყვანები ცდილობენ. 37 თემის აქტუალობის კომპონენტში (4,45), სტუმრების თემასთან შესაბამისობის (4,19) რელევანტური კითხების გასაგებად დასმისა (4,07 და 4,33) და დებატების მართვის სტილის (4,13) კრიტერიუმში. მონიტორინგის პერიოდში ეტაპობრივად გამოუჯობესდა და კარგ ხარისხს მიუახლოვდა წამყვანის მიერ დისკუსიის ფასილიტაციის (3,77), დებატების მართვის სტილისა (3,94) და დროის თანაბრად განაწილების (3,77) მაჩვენებელი. შედარებით ნაკლები ქულით აისახა მონიტორინგში სტუმართა შერჩევისას მათი განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილების კრიტერიუმი (3,41) ასევე შედარებით დაბალია ბალანსისა (3,49) და აუდიტორიის ჩართულობის (2,45) შეფასებაც, რაც შესაბამის გავლენას ახდენს პროგრამებით შექმნილი ზოგადი შთაბეჭდილების მაჩვენებელზეც (3,44). მიუხედავად ამგავრი პრობლემებისა, მაესტრომ მაღალი ხარისხის შეფასება მიიღო მონიტორინგის ყველა კომპონენტში და მისი შეფასება უმეტეს შემთხვევაში კარგ კრიტერიუმს აკმაყოფილებს37. თემების აქტუალობის მიუხედავად იყო შემთხვევები, როდესაც სამივე თოქ-შოუ ერთსა და იმავე თემას ეძღვენებოდა, თუმცა სტუმრებს შორის დამთხვევა არ გამოვლენილა. მაგალითად, 23 აგვისტოს სამივე გადაცემაში ეუთოს, ევროსაბჭოს ასამბლეასა და ამერიკული არასამთვარობო ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაზე მსჯელობდნენ. 20 აგვისტოს კი მთავარი თემა სამივეგან "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი იყო. საკვლევ პერიოდში "პოლიტმეტრსა" და "არგუმენტებში" მონაწილეობა მიიღეს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათთგან განსხვავებით, "სუბიექტური აზრის" სტუმრები ძირითადად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იყვნენ. ბალანსისა და ობიექტურობის კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია ყოველდღიური გადაცემა "სუბიექტური აზრი". ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიცაა გადაცემის სახელწოდებიდან გამომდინარე. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი შალვა რამიშვილი ღიად აცხადებდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" უჭერდა მხარს, რაც თავისთავად ქმნიდა ერთი პოლიტიკური ძალის პოზიციის წარმოდგენისთვის სარბიელს. მიკერძოებულობის კარგი მაგალითი იყო წამყავნის მიერ გადაცემაში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ირაკლი ტრიპოლსკის წარდგენა "ჩვენი სტუმარია, კაცი რეჟისორი, ჩემი მეგობარი, ბიძინას მეგობარი, რომელიც პოლიტიკაში გადაეშვა". გადაცემა უფრო მეტად მიკერძოებული იყო, როცა პოლიტიკოსი ე.წ. თანაწამყვანის ფუნქციას ასრულებდა, მაგალითად, ხუთი დღის განმავლობაში გადაცემის თანაწამყვანი კოალიციის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი და ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - თეა წულუკიანი იყო. მან, ყოველდღიური 25-წუთიანი ეთერი აქტიურად გამოიყენა ხელისუფლებისა და ნაძალადევის რაიონში საკუთარი კონკურენტის კრიტიკისთვის. 38   "სუბიეტური აზრისგან" განსხვავებით, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რესპონდენტები წარმოჩენილი იყო ყოველდღიურ გადაცემაში "არგუმენტები". წამყვანს, თეა სიჭინავას თოქ-შოუს მსვლელობისას მოჰყავდა ციტატები და ამონარიდები სხვადასხვა დოკუმენტიდან თუ მედიასაშუალებიდან, რაც ნათელს ხდიდა წამყვანის მომზადების ხარისხს. ხარვეზად უნდა შეფასდეს წამყვანის მიერ რესპონდენტების ტიტულების მითითების გარეშე წარდგენის ფაქტი. ხშირად ტიტრებშიც მხოლოდ სახელებსა და გვარებს წერდნენ, რაც აუდიტორიას ხელს უშლიდა სტუმრების სათანადო აღქმაში. გამოვლინდა კითხვების ფორმულირების პრობლემაც. მაგალითად, 2 აგვისტოს გადაცემაში, რომლის თემაც 1 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნის მართლზომიერება იყო, წამყვანის კითხვები ასე ჟღერდა: "2012 დავუბრუნდეთ, და მე რატომ აღვნიშნე, რომ დამატებითი ბარიერი შეიძლება გააჩინოს ამან, როგორც ამას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილის საუბრობს... მე შეგნებულად ვახსენე ნაწილი იმიტომ, რომ თქვენი განცხადება გუშინვე იყო გაჟღერებული, რომ თქვენთვის ნებისმიერი თარიღი იყო მისაღები... უბრალოდ საუბარი იყო იმაზე, რომ ნაწილმა განაცხადა, რომ ეს არის პერიოდი, ანუ მთელი აგვისტო, და სექტემბერი, ნუ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, და რომც არ ისაუბრონ ეს ესეა, სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე მოქალაქეები, მოქალაქეებისთვის არის მაინც დასვენების პერიოდი, ისინი ქალაქებიდან არიან გასული, არიან აგარაკებზე, სხვადასხვა კურორტებზე ისვენებენ... აქედან გამომდინარე გაუჭირდებათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიის წარმოება, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანიას ისინი აწარმოებენ იმათთვის, ვინც უნდა მისცეს მათ ხმა. თუ ისინი არ იქნებიან ქალაქებში და იმ ადგილებში სადაც მათ უნდა აწარმოონ, შესაბამისად, მათი საარჩვენო კამპანიაც არ იქნება ისეთი ეფექტიანი, ამაზეა საუბარი"... წამყვანის ვრცელ შეკითხვას სტუმრის მხრიდან მოკლე კონტრშეკითხვა მოჰყვა: "მარტო ოპოზიციისთვის არ იქნებიან ისინი ადგილზე?!" პასუხმა წამყვანი უფრო დააბნია, რასაც მისი აგრესიული რეაქცია მოყვა - "მოდით მე გეკითხებით, ეს მისაღები არგუმენტია თუ არა? ხელისუფლებას სამაგიეროდ სხვა რაღაცის იმედი აქვს, ამაზე ცალკე შეიძლება ვისაუბროთ, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას"... ამ გადაცემის ორივე სტუმარს განსხვავებული ხედვების მიუხედავად ჰქონდა ერთი საერთო აზრი - თემა არ იყო აქტუალური და საინტერესო და არ ღირდა მასზე დისკუსია. კითხვების ფორმულირების პრობლემურობით ასევე გამოირჩევა გადაცემის - "ჩვენ" წამყვანი თამარ ჩიქოვანი. 26 აგვისტოს მას სტუმრად კოკა გუნცაძე ჰყავდა, რომელსაც კითხვა ამგვარად დაუსვა: "კოკა მე ვიცი, რომ უცხოეთში მყოფი ქართველები, საქართველოს მოქალაქეები არიან ძალიან აქტიურები ისინი რაღაცას მოითხოვენ აი რამდენად არის შესაძლებელი რომ თუნდაც სხვადასხვა ქვეყანაში, სხვათა შორის 2004 წელს 40 ქვეყანაში იყო გახსნილი საელჩოებში ეს უბნები რომ ადამიანებს მიეღოთ მონაწილეობა მე არ მაქვს 2008 წლის და სხვა წლების შედეგები, თუნდაც რომ თქვენ სადღაც თავი მოიყაროს ანუ კონკრეტულად როდესაც ადამიანები ავსებენ რაღაცეებს, რომ მოიყაროს თავი და გარკვეულწილად რაღაცა იყოს, რომ მერე სიებშიც შედარდეს აი ვიღაცა შეიძლება კოკა გუნცაძე არის აღნიშნული, რომ უცხოეთშია, მაგრამ თამარ ჩიქოვანი არ არის აღნიშნული. სხვათა შორის ძალიან სასაცილოა ლაშა ჟვანია და მისი ცოლი ითხოვენ, რომ საქართველოში ვარ და არ ვართ უცხოეთშიო, მაგრამ ნუ თურმე საკონსულოში არიან აღრიცხვაზე აყვანილები და გასწვრივ იქნებ შეიძლება რაღაცნაირად ამ პრობლემის მოგვარება თუ არა ყოველ შემთხვევაში, რომ მათი ხმები სხვებმა არ წაიღონ, სხვამ არ გამოიყენოს?." გადაცემებში ძირითადად იწვევდნენ კოალიცია ,ქართულ ოცნების" წევრებს ან მასთან დაკავშირებულ პირებს. ამასთან, გამოიკვეთა წამყვანის მიკერძოებული დამოკიდებულება, სტუმრების მიმართ - თამარ ჩიქოვანი მუდმივად კეთილგანწყობითა და თანამოაზრეობით გამოირჩეოდა. მაგალითად, ეკა ხვედელიძის სტუმრობისას წამყვანი კითხვებში ხაზს უსვამდა, რომ რესპონდენტს "გამორჩეული მეუღლე ყავს", რომ მას "ძალიან გაუმართლა" და ა.შ. 39   გაცილებით მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა გადაცემა "პოლიტმეტრი", რომლის წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი წარმატებით უძღვებოდა საინტერესო დისკუსიებსა და ინტერვიუებს. გასაგებად სვამდა კითხვებს. წამყვანი მმართველი პარტიის მიმართ მწვავე კითხვებით გამოირჩეოდა და დასმულ კითხვაზე პასუხის მიღებას ყოველთვის ცდილობდა. მაგალითად, 21 აგვისტოს აკაკი მინაშვილს დაახლოებით 5-ჯერ ჰკითხა, რა უნდოდა კულტურის მინისტრ ნიკა რურუას სამხედრო ბაზაზე, 16 აგვისტოს კი ლევან ბეჟაშვილს - პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კახეთში, ამდენჯერვე გაუმეორა კითხვა, როდის გახდება საჯარო ზარალის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯთაღრიცხვა. წამყვანს მსგავსი პრინციპულობა არ გამოუმჟღავნებია "ქართული ოცნების" წევრ თეა წულუკიანთან საუბრისას. წულუკიანმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვაზე იღებდა თუ არა "ქართული ოცნება" ეუთოს დასკვნაში ასახულ შენიშვნებს საკუთარ თავზეც. წამყვანი აღარ მიბრუნებია ამ კითხვას და რესპონდენტმაც საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ისე, რომ მისთვის არ გაუწყვეტინებიათ. წამყვანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხშირად აწყვეტინებდა საუბარს, დაჟინებით ცდილობდა პასუხების მიღებას, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანმა ტენდენციურობაში დასდო ბრალი, თუმცა ნინო ჟიჟილაშვილმა მათ უპასუხა, რომ ეს Hard Talk-ია და ის ოპონირებას ცდილობდა. მათგან განსხვავებით მშვიდ ტონში ჩაიარა საუბარმა "ქრისტიან დემოკრატ" ინგა გრიგოლიასთან, "ქართული ოცნების" წევრ ირაკლი ალასანიასთან, სოზარ სუბართან, გოგლა ჟვანიასთან, გუბაზ სანიკიძესთან თუ კოალიციის სხვა წევრებთან. ცალმხრივობამ და ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნის პრობლემამ იჩინა თავი 3 აგვისტოს გასულ გადაცემაში, რომლის თემა "პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა გათავისუფლება" იყო: "პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გათავისუფლება უკვე კერძო სექტორშიც. უკვე ცნობილ პროფესიონალთა შორის: ნაციონალი ფრიდონ თოდუა ქართული ოცნების წევრ ნეიროქირურგს სამსახურიდან ითხოვს". ასეთი ტექსტით წარადგინა წამყვანმა მასალა ნეიროქირურგ ირაკლი ჭელიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. გადაცემაში თავად ჭელიშვილსაც კი არ უთქვამს დაზუსტებით, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. იმავე გადაცემაში ერთ-ერთი ბლოკის სტუმარს, ზაზა პაპუაშვილს, წამყვანმა კახეთის საინფორამციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წაუკითხა - გამგებლებზე პრემიების გაცემის შესახებ და კითხა: "რატომ ვერ აკონტროლებთ იმ ფულს, რომელიც ივანიშვილმა გადარიცხა?" ამ კითხვით წამყვანმა ფაქტობრივად თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საჯარიმო თანხა სწორედ სტიქიური უბედურების მსხვერპლთა დასახმარებლად ჩარიცხა, რასაც ხელისუფლება პრემიების გაცემისთვის იყენებდა. გადაცემას წამყვანი ფეისბუქის გვერდზე შემოსული კომენტარების ნაწილის გაცნობით ასრულებდა, სადაც ძირითადად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კომეტარები გვხვდებოდა. სტუდია "რეს" მიერ მომზადებული გადაცემა - "მე ვირჩევ" ყველაზე სამართლიანად ანაწილებდა დროს სტუმრებს შორის - გადაცემის ფორმატი მკაცრად იყო განსაზღვრული და ითვალისწინებდა დროის თანაბრად განაწილებას. გ) იუმორისტული პროგრამები მონიტორინგის პერიოდში იუმორისტულ პროგრამებში შეფასდა ორი გადაცემა "აბები ვასიკო ოდიშვილისგან" და "ბანანის რესპუბლიკა". თემების აქტუალობის კუთხით ამ პროგრამებმა ჯამში კარგი შეფასება მიიღეს (4,00), დამაკმაყოფილებელია პროგრამების სტრუქტურა, ლოგიკურობა, ვიზუალური 40   მხარე (3,44), მაგრამ ქულათა ჯამი ავლენს სერიოზულ პრობლემებს სტერეოტიპების, სალანძღავი სიტყვების გამოყენებისა და ზოგადად მიკერძოების კუთხით. გადაცემა "აბები ვასიკო ოდიშვილისგან" მიმდინარე მოვლენებს, ახალი ამბებს სატირულად გადმოსცემდა, რაც მაყურებელს ამ ამბებისადმი კონკრეტულ, მიკერძოებულ პოზიციას აწვდიდა. საყურადღებოა, რომ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსი" იძლევა რეკომენდაციას, ახალი ამბები ნაკლებად იყოს დაკავშირებული სატირასთან. "აბებში" კრიტიკის ძირითადი ობიექტი პრეზიდენტი და მოქმედი ხელისუფლება იყო. იგივე სუბიექტები: პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები მულტიპლიკაციურ პერსონაჟებს წარმოადგენენ იომორისტულ მულტსერიალ "ბანანის რესპუბლიკაში", რომელიც არ გამოირჩევა იუმორის მაღალი ხარისხით, რადგან გაშარჟებისთვის იყენებს უხეშ და შეურაცხმყოფელ სტერეოტიპებს - სადაც მაგალითად ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია სტრიპტიზის მოცეკვავეა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ქალების მოყვარული. "მაესტროს" ეთერის საერთო შეფასება პრაიმტაიმში აჩვენებს, რომ მიუხედავად დაბალნსებული საინფორმაციო გამოშვებისა არხი ტრიბუნას დიდწილად უთმობს ერთ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას", ხოლო უარყოფითად წარმოაჩენს მოქმედ ხელისუფლებას. დასკვნის სახით კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ არხი აკმაყოფილებდა კარგი ხარისხის კრიტერიუმს, თუმცა სირღმისეულმა დაკვირვებამ გამოავლინდა, რომ მედიაში არსებული მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით არხი ცდილობდა შეენიღბა მიკერძობული პოზიცია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არხზე გადიოდა თოქ-შოუები, რომელთა წამყვანები საჯაროდ აცხადებდნენ თავიანთ სიმპატიებს და მხარდაჭერას ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიმართ. შესაბამისად, გამოვლენილი ხარვეზები ქმნიან მნიშვნელოვან რისკს "მაესტროს" მიმართ ნდობის შენარჩუნების კუთხით. 41   დანართი 6 ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ა) საინფორმაციო გადაცემები "მეცხრე არხზე" 19:00-დან 24:00- საათამდე პერიოდში მონიროტინგში მხოლოდ მთავარი საინფორმაციო გამოშვება "ახალი 9-ზე" მოხვდა, რომელიც 21:00 საათზე გადის ეთერში. არხის საინფორმაციო გადაცემების ზოგადი შეფასება მისაღებ ხარისხს აკმაყოფილებს. თუმცა, მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი მონიტორინგის თითოეულ კომპონენტში. საინფორმაციო გადაცემებში გაშუქებული თემების რელევანტურობის ხარისხი მაღალი იყო, მაგრამ სიუჟეტები ძირითადად მაინც პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნებისა" და მთავრობაზე იყო აქცენტირებული. არხი ყუდაღების მიღმა არ ტოვებდა არც ერთ უმნიშვნელო მოვლენას, რომელიც "ქართულ ოცნებას" ან ბიძინა ივანიშვილს უკავიშრდებოდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არჩევნების ჩატარების დღის ბიძინობასთან დაკავშირება იყო38. "მეცხრე არხი" ამ თემას ორი დღის განმავლობაში აშუქებდა. 2 აგვისტოს საინფორმაციო გადაცემის წამყვანის ტექსტი: "არჩევნებამდე 2 თვით ადრე ფილოსოფოსები პოლიტიკის მისტიფიკაციაზე ალაპარაკდნენ. რატომ იჭრება პოლიტიკაში რელიგიურ-მისტიკური ელემენტები და რა საერთო აქვთ წმინდანებს არჩევნებთან". ჟურნალისტი ხაზს უსვადა, რომ ბიძინობის დღეს არჩევნების ჩატარებამ შესაძლოა ხელი "ქართულ ოცნებას" მოუმართოს, რომლის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. 38 2012 წლის საპარალმენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდა, ამავე რიცხვში არის XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახთუხუცესის და შემდგომ უკვე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდან აღიარებული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეც. ფაქტების სიზუსტე არხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს ჟურნალისტები და განსაკუთრებით წამყვანი სიტუაციის გამწვავებას ცდილობნენ, რაც შემდეგ სიუჟეტში არ დასტურდება. მაგალითად, 1 აგვისტოს გასული სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა თქვა, რომ აჭარაში მასწავლებლებს პოლიტიკური შეხედულებებისა და ოპოზიციურად განწყობილი ნათესავების გამო ათავისუფლებენ. სიუჟეტით კი ირკვეოდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი გაუშვეს. თავად სკოლის დირექტორი კი გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ შეხედულებას გამორიცხავდა. გამოვლინდა შემთხვევა, როცა ინფორმაცია არ დასტურდებოდა, მაგრამ თემა მაინც გაშუქდა. არხმა ქუთაისში ერთ-ერთ დასახლებაში ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო ტელევიზორების გადაწვა - "გლობალ ტივის ანტენების" დაყენებას დაუკავშირა. თუმცა, თავად სიუჟეტში დაზარალებული მოსახლებიდან ამ ვერსიას არავინ განიხილავდა. ფაქტებით გაუმყარებლობის მაგალითია 30 ივლისის სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემის პირობის ყურანზე დაფიცების შემთხვევებს. სიუჟეტში ამ ფაქტს რამდენიმე ადგილობრივი ადასტურებდა. თუმცა, ისინი გაგონილ ამბავს ჰყვებოდნენ. ჟურნალისტს არ უცდია იმ რეგიონში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსისგან კომენტარის ჩაწერა, ან იმ პირების მოძიება, ვინც უშუალს შეესწრო ამ ფაქტის. რამდენიმე დღის შემდეგ ეს თემა ისევ მოხვდა საინფორმაციო გადაცემაში. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ზემოთ აღნიშნული წყაროები მოეძიებინათ და ფაქტი ან დაედასტურებინათ ან უარეყოთ, მხოლოდ რანდენიმე ექსპერტი დაამატეს, რემლებმაც დაგმეს ხმის მიღების სანაცვლოდ ყურანზე დაფიცების ფაქტი. ამბავი მოკვლევის გარეშე ზედაპირული, ყურმოკრული ამბის დონეზე დარჩა. 42   ფაქტებით გაუმყარებლობის პრობლემა ნაკლებად შეინიშნებოდა მონიტორინგის ბოლო პერიოდში, როდესაც არხი ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე აქციებს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებდა. სიუჟეტებში მოკვლევის დაბალი ხარისხის მაჩვენებელია 28 სექტემბერს დაკარგული ჯარისკაცის შესახებ მომზადებული მასალა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკარგული ჯარისკაცი სამდღიანი ძებნის შემდეგ საგარეჯოს პოლიციაში აღმოაჩინეს. "მეცხრე არხმა" ჟურნალისტი ჩართო საგარეჯოდან, რომელმაც სიუჟეტში ნათქვამი ტექსტი გაიმეორა. შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, რისთვის ჩავიდა იქ ჟურნალისტი, რატომ არ გაარკვია, რის საფუძველზე დააკავეს ჯარისკაცი, რატომ არ აცნობეს მის ოჯახს და ა.შ. საინფორმაციო გადაცემის უმთავრესი პრობლემა დაუბალანსებლობაა. მონიტორინგის პერიოდში ტელეკომპანია ძირითადად სამი სუბიექტით ინტერესდებოდა - მთავრობას, "ნაციონალურ მოძრაობას" უარყოფით, "ქართულ ოცნებას" კი დადებით ტონში აშუქებდა (იხ. დიაგრამა 1) თითქმის არ ინტერესდებოდა სხვა პოლიტიკური პარტიებით, შესაბამისად, არხის ეთერი დაუბალანსებელი იყო. "ნაციონალურ მოძრაობის" მიმართ ნეგატიური და "ქართული ოცნების" მიმართ პოზიტიური წინასწარგანწყობები უფრო მკაფიოდ ამ პარტიების აქციების გაშუქებისას ჩანდა. მცირე დრო დაუთმეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ყრილობას და გაშუქებისას აქცენტი პრეზიდენტის სიძულვილის ენაზე გააკეთეს. "ქართული ოცნების" რეგიონული აქციები კი დადებით კონტექსტში დიდი ქრონომეტრაჟით გააშუქეს. ეს ტენდენცია შენარჩუნებული იყო მონიტორინგის ყველა ეტაპზე, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქციების გაშუქებისას. 29 სექტემბერს ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია თბილისში, მმართველმა პარტიამ კი ოზურგეთში დაასრულა. არხმა "ქართულ ოცნებას" ზედიზედ 6 სიუჟეტი მიუძღვნა, რამაც ჯამში 24 წუთი შეადგინა. "ნაციონალური მოძრაობის" აქციის შესახებ 36 წამიანი კადრები კი - მე-12 სიუჟეტად გავიდა. "ქართული ოცნების" აქციის გაშუქებისას აქცენტი ხალხმრავლობაზე კეთდებოდა, ჩაწერილი იყვნენ პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც შეუერთდნენ აქციას. "ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ პატიმრების წამებისა და გაუპატიურების საშინელი კადრების ნახვის შემდეგ სიხარულის განცდა დღეს პირველად დაეუფლა", - აღნიშნავდა ჟურნალისტი, თუმცა ამგვარი რამ არც ერთ რესპონდენტს არ უთქვამს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საყოველთაო "სიხარულის" ფონზე არც ერთი მოქალაქე ჩაწერილი არ ყოფილა, რომელიც იტყოდა, რატომ მივიდა აქციაზე. თუ "ქართული ოცნების" გაშუქებისას პანორამული და ზედხედები იყო ნაჩვენები, სადაც ხალხის სიმრავლე კარგად ჩანდა, "ნაციონალური მოძრაობის" აქციის გაშუქებისას ახლო ხედებითა და გაურკვეველი ცარიელი ქუჩის ჩვენებით მოქალაქეთა სიმცირეზე კეთდებოდა ხაზგასმა. ნეგატიურ კონტექსტში გაშუქდა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა თბილისში 28 სექტემბერს. წამყვანის თქმით, მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდან მუქარისა და ზეწოლის შედეგად ჩამოიყვანეს. ამას სიუჟეტში არავინ ადასტურებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი პარტისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" აქციის გაშუქებისას მაუწყებელი არ დაინტერესებულა საიდან და რა რესურსით ჩამოვიდნენ აქციის მონაწილეები, ამ საკითხზე არც მოქალქეებს გასაუბრებიან. ბალანსის პრობლემა მკვეთრად ჩანს სიუჟეტებში, სადაც "ქართული ოცნება" მათზე თავდასხმასა და ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს ადანაშაულებს. ასეთ დროს ჟურნალისტის ტექსტი ყოველთვის მტკიცებითია და არ ერიდება ისეთი ფრაზების წარმოთქმას, 43   როგორიცაა "დეპუტატი ხალხს ცემს"39, "ახალგაზრდულ ფრთას ნაცმოძრაობის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის ახლო ნათესავები ფიზიკურად უსწორდებიან"40. ამგვარ სიუჟეტებში არასდროს იყო წარმოჩენილი ბრალდების მხარე, მათ პასუხის გაცემის საშუალება არ ეძლეოდათ, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია დადასტურებული ფაქტის სახით ვრცელდებოდა. 39 იხ. 22 სექტემბრის საინფორმაციო გადაცემა. 40 იხ. 24 სექტემბრის საინფორმაციო გადაცემა. 41 იხ. რამდენიმე მაგალითი წამყვანის ტექსტების: "ნახეთ უხეშობით და ძალის გამოყენებით თავიდან მოშორებუული და ატირებული კიდევ ერთი ქალატონი" (16.08.2012); "პატრიარქმა ფაქტობრივად პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადა"( 23.07.2012.) "როდესაც პოლიტ აგიტაცია აღარ ჭრის მმართველი გუნდი ნაცად ხერხს მიმათავს ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ხმების მოპოვებას იძულებით ცდილობს." ( 28.07.2012) "რატომ არ გახსენებია სააკაშვილს ოსმალების შემოსევა, რომელსაც უკავშირდება ბაგრატის დანგრევა?" (18.08.2012); ცალკე ყურადღებას იმსახურებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტები. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია ჟურნალისტის არაეთიკური ქცევა სოფელ კოლაგში ბავშვის მკვლელობის ფაქტის გაშუქებისას. 30 სექტემბერს არხმა ჯერ პირდაპირ ეთერში "ქართული ოცნების" წევრი მანანა ბერიკაშვილი ჩართო, რომელიც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მკვლელობას "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებდა. თავად ჟურნალისტმა საკუთარ ტექსტში არაერთხელ ახსენა, რომ მომხდარს მმართველ პარტიას აბრალებდნენ. პირადი ცხოვრებისა და პირადი ტრაგედიის ხელყოფის მაგალითი იყო გარდაცვლილი ბავშვის ახლობლის გულისწასვლის ჩვენება, პირდაპირ ეთერში დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში გადიოდა კადრები თუ როგორ ასულიერებდნენ ადამიანს. პირადი ცხოვრების ხელყოფის ყველაზე უხეში გამოვლინება იყო გარდაცვლილი ბავშვის დედისათვის ინტერვიუს ჩამორთმევა. დედას, რომელსაც ახალი გაგებული ჰქონდა შვილის სიკვდილი და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მიეჭრა და ჰკითხა "თუ შეიძლება გვითხარით, რა არის ამის მიზეზი?". აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მაუწყებელმა "ნაციონალურ მოძრაობას" ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება მხოლოდ გვიან ღამით, სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში მისცა. ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის პრობლემა ძირითადა წამყვან ნათია ლაზაშვილის ტექსტებში შეინიშნებოდა. ის სიუჟეტის წარდგენისას მიკერძოებული იყო და ხშირ შემთხვევაში ეპითეტებსაც არ ერიდებოდა. მაგალითად, ვანო მერაბიშვილი მოხსენიებული იყო როგორც "ბოლო იარაღი" "რკინის კაცი". ხოლო, სამთავრობო პროგრამას კი "პოპულისტური პროგრამას" უწოდებდა. წამყვანის ტექსტები ხშირად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ის ხელოვნურად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას და სკანდალური ეფექტის მიცემას, მაშინ როდესაც თავად სიუჟეტში საკმაოდ მშვიდად მოგვითხრობდნენ ამა თუ იმ პრობლემის შესახებ.41 ფაქტისა და კომენტარის გამჯვნის პრობლემის ხარისხი მონიტორინგის ბოლო პერიოდში შემცირდა, თუმცა რამდენიმე შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. მაგალითად, 26 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა განაცხადა: "მთელი ქვეყნის მასშტაბით კოალიცია"ქართული ოცნების"აქტივისტებზე ნადირობაა გამოცხადებული" . 44   საინფორმაციო გადაცემების მიკერძოებულობის ერთ-ერთ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ წყაროების არაზუსტი იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტებად მითითებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა "ქართულ ოცნების" საზოგადოებრივი საბჭოს ან ამ პარტიის წევრი იყო, თუმცა ამას არ აღნიშნავდნენ. კერძოდ, ზურაბ ბიგვავა ფსიქოლოგის, პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტოლოგის, ვახტანგ ხმალაძე კი ზოგადად ექსპერტის და კონსტიტუციონალისტის სტატუსით იყო წარმოდგენილი42. 42 ამ შემთხვევაში დამატებით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სადაო არ არის თითოეული მათგანის საქმიანობის სფერო, თუმცა იმ დროინდელი მათი პოზიციის ზუსტი მითითების გარეშე მაყურებელს წყაროების შესახებ ზუსტი წარმოდგენა ვერ შეექმნებოდა, რაც ქმნიდა არხის მხრიდან "ქართული ოცნების" სასარგებლოს მიკერძოებული გაშუქების შთაბეჭდილებას. 43 იხ. 19 აგვისტოს გადაცემა. იყო შემთხვევები, როდესაც სიუჟტში არარელევანტური წყაროები საუბრობდნენ, მაგალითად, 28 ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელიც ჭიათურაში ახლადგახსნილ საავადმყოფოს ეძღვნებოდა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მკურნალობა ძალიან ძვირია, თუმცა იმის ნაცვლად, რომ კლინიკის ხელმძღვანელი მოეძიებინათ, პასუხი ექიმს სთხოვეს, რომლის კომპეტენციაშიც ფასების დადგენა არ შედიოდა. გადაცემები "ანატომია" და "დეტექტორი" ეთერში აგვისტოდან გადიოდა და მათ ერთგვარი მოკვლევითი, საგამოძიებო ელემენტები ახასიათებდათ. ორივე გადაცემისათვის დამახასიათებელი იყო ფაქტების გამყარების, ბალანსის, ასევე ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნის პრობლემა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს "ანატომიის" წამყვანი ნათია მიქიაშვილი, რომელიც საკუთარ ტექსტს ისე ყვებოდა, როგორც დადასტურებულ ფაქტს, თუმცა სიუჟეტში არც ერთი წყარო არ იყო წარმოჩენილი. საბოლოო ჯამში, ძალზე რთული იყო გარკვევა, რომელი იყო ფაქტი, რომელი -მოსაზრება. მაგალითად, 23 სექტემბერს გადაცემაში, რომელიც პატიმართა წამებას ეძღვნებოდა, წაიკითხეს გაურკვეველი წერილები, რომელიც სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო დაწერილი. პარალელურად აჩვენებდმენ დასახიჩრებული გვამების კადრებს. ამის შემდეგ, სიუჟეტი გაგრძელდა ჟურნალისტის ტექსტით, სადაც ის თავად აგებდა გარკვეულ სქემებს და აყალიბებდა ვარაუდებს: "მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა მხოლოდ მითი იყო, რეალურად ახალაიებმა მერაბიშვილს შიდა ნაციონალური ბრძოლა მოუგეს. . . როგორც ჩანს, სწორედ ამას ემსახურება მერაბიშვილის მიერ ჯერ კიდევ წლების წინ ახალაიების წინააღმდეგ კომპრომატების კოლექციის კეთება." "ერთი შეხედვით ახალაიები აღარ ასებობენ, მაგრამ ახალაიების მეხსიერებაში რჩება ზურაბ ჟვანია, გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, შარაძე, თაროზე შემოდებული ყველა საქმე, ომი, ბიზნესი, მოსმენები და მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ბინძური საქმეები". გაუგებარი რჩება რას ეყრდნობა ჟურნალისტი ამ ტექსტის წარმოთქმისას, მაშინ, როდესაც არც ერთი წყარო არ ჩანდა. ხაზგასასმელია ნათია მიქიაშვილის ლექსიკაც. კერძოდ, "საზოგადოებამ სააკაშვილს, საკუთარი გალსტუკის ღეჭით დაწყებული, გორის ქუჩებში ხოხვით დამთავრებული, ყველაფერი აპატია" 43(19.08); მიკერძოებით გამოირჩევა "დეტექტორის" წამყვანის ტექსტებიც. 9 სექტმებრის გადაცემაში, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული პირის თამაზ თამაზაშილის პოლიტიკური დევნის მტკიცებას მიეძღვნა, ჟურნალისტმა განაცხადა: "ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების მოგება არა პოლიტიკური პროგრამით, არამედ ზეწოლით, მუქარით და შანტაჟით სურს... სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტუკური ნიშნით დევნამ მასიური სახე მიიღო. ხელისუფლების მსხვერპლი ასობით ადამიანი გახდა. გენერალი თამაზ თამაზაშვილი ხელისუფლების მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მისი სიძე საქველმოქმედო ფონდ ქართუს პრეზიდენტი გახლდათ". 45   ჟურნალისტის მიერ ფაქტად მოწოდებულ ამ მოსაზრებას ფილმში თამაზ თამაზაშვილთან დაახლოებული პირები და ნათესავები ადასტურებდნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. გადაცემის ავტორებმა მაყურებელს დაუმალეს, რომ გადაცემაში ჩაწერილი სასულიერო პირი საერო ცხოვრებაში შსს-ს თანამშრომელი იყო და მედიის (კახეთის ადგილობრივი მედია, საგამოძიებო სტუდია "მონიტორის" ფილმი) მიერ თავად იყო მხილებული დანაშაულებრივ ქმედებებში. ბ) პოლიტიკური თოქ-შოუები "მეცხრე არხის" ეთერში საკვლევ დროს 19-დან 24 საათამდე მინიტორინგის პირველ პერიოდში მხოლოდ ერთი თოქ-შოუ "მატრიცა" გადიოდა, შემდეგ დაემატა ეკა ბერიძის "მთავარი კითხვა" და ვასილ მაღლაფერიძის "კონსილიუმი". "კონსილიუმში" სტუმრების რანგში ძირითადად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აფასებდნენ. ვინაიდან მონიტორინგის პერიოდში თოქ-შოუში მონაწილება არ მიუღიათ საკვლევ სუბიექტებს, გადაცემა დეტალურად არ შეფასებულა. თუმცა, 3 სექტემბრის გადაცემაში მოწვეული იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნუკრი ქანთარია. სტუმარი წამყვანმა წარადგინა, როგორც "ქართული აკარემიის" წევრი და არა პოლიტიკოსი. საყურადღებოა, რომ ამ გადაცემის მთავარი თემა ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკა იყო. არხზე არსებული თოქ-შოუები ძირითადად პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, თუმცა, თემების აბსოლუტური უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" უკავშირდებოდა, ან ამავე კოალიციის წევრი სხვა თემაზე საუბრობდა. საერთო ჯამში "მე-9 არხის" თოქ-შოუებში "ქართული ოცნების" წევრი 56-ჯერ იყო მიწვეული, სამ-სამჯერ "სახლახო კრების" და "ამომრჩეველთა ლიგის" წარმომადგენლები საუბრობდნენ, თითოჯერ მოხვდნენ ეთერში "ქართული გზისა" და ცესკოს წევრები. სხვა სუბიექტებს "მეცხრე არხის" ეთერში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ჰქონიათ და არც აუდიტორიისთვის მიუწოდებიათ ინფორმაცია, რატომ არ ჩანდნენ ისინი "მე-9 არხის" ეთერში.44 44 მხოლოდ ერთხელ, 19 სექტემბერს, "მთავარი კითხვის" წამყვანმა განაცხადა, რომ გადაცემაში მონაწილეობის მიღების შეთავაზება სურდათ ძალოვანი მინისტრებისთვის, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. გამოვლინდა არარელევანტური თემის გაშუქების შემთხვევაც. მაგალითად, 3 აგვისტოს "მატრიცაში" წამყვანმა "მწვანეთა პარტიის" ლიდერ გია გაჩეჩილაძესთან საუბრისას სცადა გაერკვია, რატომ მოხდა რამდენიმე კვირის წინ წყალდიდობა კახეთში. აღსანიშნავია, რომ 29-30 სექტემბერს თოქ-შოუები უქმე დღის მიუხედავად მიუხედავად საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. 30 სექტემბერს, როდესაც ბავშვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ახალი გავრცელებული იყო, "მთავარ კითხვაში" იმის ნაცვლად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისთვის მიეცათ პასუხის გაცემის შესაძლებლობა, კვლავ "ქართული ოცნების" ორმა წევრმა - სოზარ სუბარმა და მანანა ბერიკაშვილმა ისაუბრეს. დაბალ შეფასებას იმსახურებს თოქ-შოუების წამყვანთა მომზადების ხარისხი. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია "მატრიცის" ყურებისას. გოგი ახალკაცის კითხვები ყოველთვის ზოგადია და რესპონდენტის პასუხებიდან გამომდინარეობს. არ აქვს წინასწარ მოძიებული რაიმე დოკუმენტი, სტატისტიკა და საუბარი ხშირად იქით მიდის, საითაც რესპონდენტი წაიყვანს. წამყვანის სტუდიაში ყოფნა ძირითადად თანხმობის შეძახილებით გამოიხატება. 46   3 აგვისტოს თვითმმართველობების გაზრდილ ბიუჯეტებზე სასაუბროდ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი კასპის რაიონში დავით ონოფრიშვილი მოიწვია. წამყვანი არ ფლობდა არც ერთ მონაცემს და ყურმოკრული ამბებით აგებდა სასაუბრო თემას. გაუგებარი დარჩა რას ეფუძნებოდა მისი მოსაზრება, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტები გაიზარდა, თუ ასეა რამდენით ან როდის გაიზარდა არ აღუნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ წამყვანი არ სვამდა კონკრეტულ კითხვებს, რესპონდენტის პასუხიც ზოგადი და ბუნდოვანი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ წამყვანისა და სტუმრის დიალოგი ერთგვარ მეგობრულ საუბარს ემსგავსება. კერძოდ, ამავე გადაცემაში წამყვანმა სტუმარს კასპის პრობლემებზე საუბრისას ჰკითხა "საღამოობით რა ხდება, მოსაღამოვდება სახლში უნდა შეხვიდე, დაწვე და დაიძნო?" 10 სექტემბრის გადაცემაში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრს კითხვის ნაცვლად წამყვანი მტკიცებითი ფორმით ეუბნებოდა: "ყველაზე ხშირად რაც მოდის საინფორმაციო ნაკადში, არის ვაჭრობა იმაზე, რამდენი ხმა მოიპარა ცესკომ, ზოგი ამბობს 600 ათასი, ზოგი მილიონი. ცესკო ამბობს, რომ ეს სიაა საუკეთესო, თითქოს იქმნება მოლოდინი, რომ არჩევნები უნდა გაყალბდეს, თქვენც ფიქრობთ, რომ არჩევნები გაყალბდება!" გოგი ახალკაცი მონიტორინგის პირველ პერიოდში მკვეთრად არაეთიკური გამონათვქამებით და მიკერძოებული შეფასებებით გამოირჩეოდა. მაგალითად, "ინფო 9"-სთან დაპირისპირებულ "მედია ჯგუფის" წარმომადგენლებს წამყვანი უწოდებდა "მდევნელებს", "მუტრუკებს", "ნაძირლებს" და ამბობდა, რომ "ამ ადამიანების მშობელი რომ ვიყო, ან დედა ან მამა მე მათ სახლში არ შემოვუშვებდი". "მატრიცის" წამყვანი თავს უფლებას აძლევდა საკუთარი ეპითეტებით შეემკო სხვდასხვა თანამდებობის პირი და მოსაზრებები გამოეთქვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამგვარ ლექსიკას ის ძირითადად რუბრიკა "რემარკაში" იყენებდა. კერძოდ, 1 აგვისტოს "მატრიცაში" უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი "პირველი მერცხლად" მოიხსენია. იქვე შენიშნა, რომ "ერთ მერცხალს, როგორც ცნობილია, არჩევნებში გამარჯვება ვერ მოაქვს, ამიტომ პირველს სულ მალე მერცხალების მთელი დესანტი შეუერთდება - დღეიდან პალიკო მარტო აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლება სრული შემადგენლობით მოეფინება იმერეთის მთა-ბარს და პრობლემებს ადგილზევე გადაწყვეტს." მიკერძოების პრობლემა შედარებით ნაკლებად შეინიშნებოდა მონიტორინგის ბოლო პერიოდში, თუმცა რამდენიმე შემთხვევა მაინც გამოვლინდა. 24 სექტემბრის გადაცემაში წამყვანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "როგორც აღმოჩნდა, პოლიცია ხელს უწყობდა ჯალათებს, მათთვის ცოცხალი ხორცი მიჰქონდა, ასე ვთქვათ. მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი გამოეძიებინა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ისინი უბრალო მოქალაქეებს დასდევდნენ." შედარებით უფრო მომზადებული იყო "მთავარი კითხვის" წამყვანი ეკა ბერიძე, ხშირად ახდენდა გარკვეული ფრაზების ციტირებას, ოპონირებისთვის მოჰქონდა ამონარიდები და ითხოვდა კონკრეტულ პასუხებს. ხშირად ცდილობდა ჩაძიებას და დასმულ შეკითხვაზე პასუხის მოპოვებას. წამყვანი სტუმრებს არ აძლევდა სასაუბრო თემიდან გადახვევის საშუალებას. თუმცა, ნაკლებად ცდილობდა ოპონირებას. წამყვანი არ იყენებდა დისკრიმინაციულ და სიძულვილის ელემენტების შემცველ ლექსიკას. თუმცა, ოპონირებითა და სასაუბრო თემის ამომწურავად მიმოხილვით არც ის გამოირჩეოდა, მაგალითად, 28 სექტემბერს მოწვეული იყო "სახალხო კრების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა სულხან მოლაშვილს ციხიდან გამოსვლაში. ჟურნალისტს არ უკითხავს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების შესახებ, რას აკეთებდა იმისათვის, რომ ციხეებში ძალადობა აღმოფხვრილიყო. შემდეგ ჟურნალისტი 47   გადავიდა არჩევნების თემაზე, ამიტომ გაუგებარი დარჩა, რა ნიშნით შეარჩიეს სტუმრად ნინო ბურჯანაძე, რომელიც არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა. აქვე აღსანიშნავია "მთავარი კითხვის" 25 სექტემბრის გამოშვება, სადაც ეკა ბერიძემ კარგად მოახერხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ოპონირება. საუბრის თემა ცესკოს მიერ ფოტო და ვიდეო გადაღების შემზღუდველი დადგენილების მიღება იყო. სხვა გადაცემებისგან განსხვავებით, წამყვანი გამორჩეოდა მწვავე და რელევანტური კითხვების დასმით. საბოლოო ჯამში არხის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება უნდა შეფასდეს, როგორც მისაღები ხარისხის. თუმცა, აღწერილი ხარვეზები ცხადყოფს, რომ არხს მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა ბალანსის, მოკვლევითი მასალებში ფაქტებისა და კომენტარების გაუმიჯნაობის, წყაროთა ზუსტი იდენტიფიცირებისა და ფაქტების სიზუსტით მოწოდების თვალსაზრისით. ეს საბოლოო ჯამში იძლევა იმის საფუძლველს, რომ არხის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება შეფასდეს, როგორც მიკერძოებული. 48   დანართი 7 ტელეკომპანია "კავკასია" ა) საინფორმაციო გადაცემები ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო პროგრამა "დღეს" სამუშაო დღეებში სამჯერ გადის ეთერში - 19:00, 20:30 და 22:00 საათზე. არხის საინფორმაციო გადაცემები კარგი ხარისხისაა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში არხის საინფორმაციო გამოშვებებში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე თემებზე, როგორიცაა, ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში (ივლისი-აგვისტო), "ქართული ოცნებისა" და მასთან დაახლოებული ორგანიზაციების ქონების დაყადაღება (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი), ე.წ. "მასთ ქერის" განხილვა (აგვისტო-სექტემბერი), სპეცოპერაცია ლაფანყურის ხეობაში (აგვისტო-სექტემბერი), პატიმრების მიმართ არააადამიანური მოპყრობა (სექტემბერი) და ა.შ. საინფორმაციო გამოშვებები არ გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით - იშვიათად გვხვდება ინფორმაცია კულტურის, ეკონომიკის, ბიზნესის, საერთაშორისო ამბების და ა.შ. შესახებ. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო პროგრამა დიდწილად მხოლოდ კონკრეტული ახალი ამბის გადმოცემით შემოიფარგლება, შესაბამისად, ყოველთვის ვერ ხერხდებოდა მაყურებლისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითად, მონიტორინგის პირველ პერიოდში საიფორმაციო პროგრამაში "დღეს" გაშუქდა მოვლენა თუ როგორ ჩაატარა მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია ლტოლვილთა სამინისტროსთან. პროტესტანტები ახალდანიშნული მინისტრისგან ითხოვდნენ დახმარებას, ვინაიდან აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქეებმა თვითნებურად დაიკავეს, მათ საკუთრებაში არსებული მშენებარე სახლებში, ფართობი. ამ სიუჟეტში ნაჩვენები იყო მხოლოდ საპროტესტო აქცია. არ უჩვენებიათ შენობა, რომელზეც იყო საუბარი, არ იყო წარმოდგენილი იქ მცხოვრები დევნილების პოზიცია და არც სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ბალანსის თვალსაზრისით საინფორმაციო გადაცემები აკმაყოფილებს კარგ კრიტერიუმს. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სიუჟეტების უმეტესობა საკმაოდ მოკლეა და ისინი მხოლოდ კონკრეტული ახალი ამბის გადმოცემით შემოიფარგლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "კავკასიის" საინფორმაციო პროგრამა ოფიციალური განცხადებების გაშუქებისას იშვიათად წარმოგვიდგენდა იმ მხარის პოზიციას, რომლის მიმართაც ამა თუ იმ განცხადების ავტორმა სერიოზული ბრალდებები გააჟღერა. მსგავსი შემთხვევები ხშირად შეინიშნებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა შესახებ მომზადებულ სიუჟეტებშიც. მაგალითად: 22 სექტემბერს 20:30 საათზე გასული საინფორმაციო გამოშვების ბოლო სიუჟეტი პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებას დაეთმო; ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აფასებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვას, რომელიც მან თბილისში, იუსტიციის სახლის გახსნაზე წარმოთქვა. ამ სიუჟეტში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება ჟურნალისტმა არ სთხოვა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს ან განსხვავებული აზრის მქონე ექსპერტებს. ამიტომაც, სიუჟეტში მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია იყო მკვეთრად წარმოჩენილი. სუბიექტთა გაშუქების ტონის მიხედვით "კავკასიის" საინფორმაციო პროგრამები მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია. მართალია, ჭარბობს ხელისუფლების მიმართ უარყოფითი ტონი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ სუბიექტს ყოველთვის აკრიტიკებდნენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისა და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. სუბიექტის კრიტიკა ყოველთვის გამომდინარეობდა კონკრეტული მოვლენიდან ან სხვადასხვა რესპონდენტის შეფასებებიდან. არხის საინფორმაციო რედაქციის ან რომელიმე ჟურნალისტის უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე კონკრეტული სუბიექტის მიმართ ნაკლებად შეიმჩნევა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათი საქმიანობა 49   ძირითადად ნეიტრალურ ტონში შუქდებოდა - წინასაარჩევნო შეხვედრები, ბრიფინგები, პრეს-კონფერენციები და ა.შ. საკმაოდ სერიოზულ ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს "კავკასიის" საინფორმაციო პროგრამებში წყაროთა იდენტიფიცირების საკითხი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როდესაც რესპონდენტის როლში რიგითი მოქალაქეები გვევლინებოდნენ. უმეტეს შემთხვევებში მოქალაქეები არ იყვნენ იდენტიფიცირებული, რაც წყაროს სანდოობის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი თემის გაშუქებისას, როგორიც ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული დივერსანტების საიდუმლოდ დაკრძალვის საკითხია, 3 სექტემბრის საინფორმაციო პროგრამაში, დივერსანტების საიდუმლოდ დაკრძალვის შესახებ პანკისის მაცხოვრებლები საუბრობდნენ, თუმცა ისინი არ იყვნენ იდენტიფიცირებული. არხის ჟურნალისტები ძირითადად გასაგებად გადმოსცემდნენ ამბავს. მათი ტექსტი ყოველთვის კორექტული იყო და ეთიკური ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები თითქმის არ ყოფილა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკური ნორმების ძალზე უხეში დარღვევა, გახმაურებული ციხის კადრების გავრცელების შემდგომ პერიოდში მომზადებულ ერთ-ერთ სიუჟეტში. 22 სექტემბრის, საინფორმაციო გამოშვების პირველი სიუჟეტი გლდანის მე-8 საპყრობილეში ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების შეშვებას ეხებოდა. ნაჩვენები იყო პატიმრის წერილი, სადაც ციხის მოძალადე თანამშრომლების სახელები და გვარები იყო ჩამოწერილი, ჟურნალისტმა ეს გვარები სიუჟეტში წაიკითხა, რაც მიზანშეუწონელია. ამ შემთხვევაში "ჯალათებად" გამოცხადებული ადამიანების უფლებები დაირღვა, რადგან მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჟურნალისტისთვის იმ ეტაპზე არ იყო ცნობილი. უფრო მეტიც, ჟურნალისტმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად დაარღვია წერილში ნახსენებ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა. არსებითია ის, რომ ამ სიის წაკითხვას არ შეჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი საჯარო დისკუსიაში. ფაქტებისა და კომენტარების გამიჯვნის თვალსაზრისით არხი აკმაყოფილებს კარგ კრიტერიუმს. საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტები ძირითადად ფაქტებზე დაყრდნობით მზადდებოდა. თუმცა, გამონაკლისის სახით შეიძლება მოვიყვანოთ 24 სექტემბერს, 20:30 საათის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო ფოტოგრაფების გახმაურებული საქმის ერთ-ერთ მონაწილის - გიორგი აბდალაძის მიერ გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუზე; ამ სიუჟეტში აბდალაძე ყვებოდა, რომ მას აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად დააწერინეს და რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. სიუჟეტი აწყობილი იყო მხოლოდ აბდალაძის მონათხრობზე და არ იყო დამატებით წარმოდგენილი არც ერთი რესპონდენტის, ექსპერტის, ან რომელიმე სამთავრობო უწყების წარმომადგენლის კომენტარი; სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტს ამ საკითხზე პროკურატურის კომენტარის მოპოვების მცდელობაც კი არ ჰქონია. უპრიანი იქნებოდა ჟურნალისტს სიუჟეტში ეჩვენებინა სამართლის სპეციალისტის განმარტება, რომელიც მაყურებელს აუხსნიდა თუ რა სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვდა აბდალაძის ეს განცხადება. ამის ნაცვლად, მთლიანი სიუჟეტი ემყარებოდა მხოლოდ ერთი რესპონდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელზეც იმ პერიოდში უდავოდ არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, თუნდაც სამართალდამცავთა მხრიდან. საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებისას გამოვლინდა, რომ ძალიან იშვიათად გვხვდებოდა მოკვლევითი ხასიათის სიუჟეტები, რაც საბოლოო ჯამში ბალანსის ხარისხსაც აუარესებდა - მოკლე და ინფორმაციული ტიპის სიუჟეტებში განსხვავებული აზრი კონკრეტული ახალი ამბის შესახებ არ იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საინფორმაციო პროგრამა "დღეს" ძირითადად პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული თემატიკის გაშუქებით შემოიფარგლებოდა. შესაბამისად, მაყურებელი ვერ იღებს ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი, მაგალითად, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის თუ სხვა მოვლენების შესახებ. მონიტორინგის შედეგად შეიგვიძლია დავასკვნათ, რომ "კავკასიის" საინფორმაციო რედაქცია მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია და ფაქტებს მიუკერძოებლად აშუქებს. 50   აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ "კავკასიის" საინფორმაციო პროგრამები მაინც ვერ აწვდის მაყურებელს სრულფასოვან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბ) პოლიტიკური თოქ-შოუები საანგარიშო პერიოდში არხზე გადიოდა 5 პოლიტიკური თოქ-შოუ: "სპექტრი", "ცხელი ხაზი", "თქვენი არჩევანი", "არჩევნები 2012" და "ბარიერი". თოქ-შოუების მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ არხის დაბალანსებულობისა და მიუკერძოებულობის ნიშნულს, სწორედ ამ გადაცემათა შეფასება ამდაბლებს. მიკერძოებულობითა და წამყვანთა სუბიექტური შეფასებებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა გადაცემები "სპექტრი" და "ბარიერი". "სპექტრი" თავისუფალი ფორმატის გადაცემაა. ის ორ ან სამ ბლოკად იყოფა და სამუშაო დღეებში გადის "კავკასიის" ეთერში. სტუდიაში მოწვეულია ერთი ან მეტი სტუმარი, ასევე მაყურებელს აქვს შესაძლებლობა დარეკოს პირდაპირ ეთერში. გადაცემის დრო საზოგადოებისთვის საკმაოდ მაღალი ინტერესის მქონე თემებზე მსჯელობას ეთმობა. რაც შეეხება სტუდიის სტუმრებს, - ისინი ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის წამყვანი, დავით აქუბარდია, ხშირად მიმართავდა პირდაპირი ეთერით მმართველი პარტიისა და მთავრობის წევრებს თხოვნით, მიეღოთ მონაწილეობა მის გადაცემაში. გადაცემაზე დაკვირვებისას გამოვლინდა, რომ წამყვანი გამოირჩეოდა სუბიექტურობითა და არაფორმალური საუბრის ხშირი გამოვლინებით. იგი როგორც ერთ-ერთი მხარე ისე გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს. გამოირჩეოდა მკვეთრად და ღიად გამოხატული პოლიტიკური პოზიციით და არასოდეს მალავდა თავის დამოკიდებულებას გადაცემაში განსახილველი საკითხის მიმართ. ნორმების დარღვევა ამ გადაცემის თანმდევი მოვლენაა. თითქმის არ ყოფილა გადაცემა, რომელშიც წამყვანმა არ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი. მაგალითად, 12 სექტემბრის გადაცემაში წამყვანმა თქვა: "გიორგი ბარამიძე გვმოძღვრავდა და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობდა ბათუმიდან"; 13 სექტემებერი: "კვალიფიციურ სუბიექტს რომ ეძახიან თუ რაღაც ჯანდაბას" ; 14 სექტემბერი: "რაღაცეებს ურიკინებდა ის კაცი" ; 19 სექტემბერი: "ვირეშმაკულად გამოიყენეს ის სტუდენტები და გადააგდეს". წამყვანი არ იშურებდა პირად შეფასებებს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ. მაგალითად, 24 ივლისი: "ნაცმოძრაობას არ სურს ბრძოლის გარეშე მდგომარეობის დათმობა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე იგი, მოძალადეა"; 24 ივლისი: "ბეჟუაშვილმა სად გაასწრო... იაფფასიანი, გოიმური ნაბიჯი იყო"; 26 ივლისი: "იცი, რა მამაძაღლობებით გადის ფონს ეს ხელისუფლება"; 26 ივლისი: "ეს ბოროტების სისტემა როგორმე უნდა დაიქცეს, ეს ნასუქი ქალები მერსედესებში რომ ისხდნენ ყველა უბანში, ვანოს მოადგილე რომ იყო, ახალციხელი ტიპი, ის ყოფილა ამ სიბინძურეების დიდოსტატი" . გარდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიისა, წამყვანს ასევე ახასიათებდა საკუთარი შეხედულებების დაუსაბუთებლად გაცხადება, რაც უდაოდ ჟურნალისტის დაბალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მაგალითად, 3 სექტემბერი: "არ იყვნენ ისინი დივერსანტები, კაცო"; 6 სექტემბერი: "მანქანაა ამუშავებული ტოტალური გაყალბების"; 10 სექტემბერი: "მანდ ერთი ორასი ათასი დოლარი ისე იქნება გადახდილი, როგორც არაფერი". იყო შემთხვევებიც, როდესაც დავით აქუბარდია სტუმარს საუბარს აწყვეტინებდა და საუბრის თემას ცვლიდა არა სტუმრის საუბრიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი სურვილის მიხედვით. მაგალითად, 27 ივლისის "სპექტრის" მეორე ბლოკში, როდესაც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ლევან იზორია მასზე განხორციელებულ თვალთვალზე საუბრობდა, წამყვანი მოულოდნელად სამეგრელოს უხვმოსავლიანობასა და შესაძლებლობებზე ალაპარაკდა და სტუმარს ამაზე საკუთარი აზრის გამოთქმა სთხოვა; 31 ივლისის "სპექტრის" გამოშვებაში კი, რომელსაც ფოთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია სტუმრობდა, წამყვანმა სტუმარს შეაწყვეტინა საუბარი და თვითონ მოყვა ამბავი 51   იმის შესახებ, რომ პროფილაქტიკაში შეხვდა ვიღაც და უთხრა, რომ "მსუქანა რომაა, ჟურნალისტს რომ დასდევს, ის ყოფილი პატრულია"... და საუბარი გადაიტანა ჟურნალისტების დევნაზე. წამყვანი ღიად გამოხატავდა სიმპათიებს კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 20 აგვისტოს გამოშვება, სადაც აქუბარდიამ "ქართული ოცნების" იდეა შეადარა ქრისტიანულ იდეას, "რომელმაც ლომების მიერ ქრისტიანების დაფლეთასაც კი გაუძლო". "ეს იდეა, ქართული ოცნების იდეა არის ძლევამოსილი, დამერწმუნეთ" - განაცხადა მან პირდაპირ ეთერში. მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თოქ-შოუ "სპექტრი" საკმაოდ მიკერძოებული პროგრამაა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მისი წამყვანი უხეშად არღვევდა ეთიკის ნორმებსა და ჟურნალისტურ სტანდარტებს აბსოლუტურად ყველა გადაცემაში. ის გამოირჩევა არაფორმალური გამოთქმებითა და საკუთარი, დაუსაბუთებელი მოსაზრებების ხშირი გაცხადებით. პროგრამა "სპექტრი" მონიტორინგის პერიოდში უმეტეს შემთხვევებში დაბალი ხარისხით ფასდებოდა. "ბარიერი" გამოირჩეოდა მრვალფეროვნებით სტუმართა შერჩევის კუთხით. მაგალითად, 4 სექტემბერს სტუდიაში ერთდროულად მიწვეული იყვნენ ლეიბორისტული პარტიის, ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები. წამყვანი, ალექსანდრე ელისაშვილი, საკმაოდ აქტიურად ერთვება პროგრამაში. შეიძლება ითქვას, რომ ის კარგად აკონტროლებს სიტუაციას, ანუ დიალოგს არ აქვს ქაოტური სახე. ის ძირითადად სამართლიანად ანაწილებს დროს სტუმრებს შორის. თუმცა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ 11 სექტემბრის გადაცემა, როდესაც სტუდიაში მიწვეული სტუმარი მიშა თავხელიძე საუბრობდა კლასის გაქრობაზე; ამ გადაცემაში წამყვანი შედარებით კრიტიკული იყო სტუმრის მიმართ, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტუმარი არ ემორჩილებოდა გადაცემის სქემას და მეტ დროს ითხოვდა სასაუბროდ, ვიდრე მას ეკუთვნოდა. წამყვანმა რამდენჯერმე მიმართა მას და სთხოვა დამშვიდება - "მაცალეთ გადაცემის ნორმალურად წაყვანა", "ძალიან გთხოვ, რაღაც დებოშს ნუ აწყობ ეთერში" (11 სექტემბერი). წამყვანი გადაცემაში ავლენდა მიკერძოებულ პოზიციას. ხშირ შემთხვევებში გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი განცხადებები შეურაცხმყოფელი და არაეთიკური იყო. მაგალითად, 14 სექტემბერი: "ნათია მოგელაძის45 მძვინვარებას მგონი ლაგამი ამოედო"; 3 ივლისი: "სააკაშვილი ნათქვამი მინდა გავიხსენო, სააკაშვილი ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს, ეს კი ჩვევია"; 3 ივლისი: "ვანო მერაბიშვილმა რაც თქვა, ეს არის წარმატებული კომუნიზმი, ეს არ არის პოპულიზმი". 45 ნათია მოგელაძე, კონტროლის პალატის ერთ-ერთი თანამდებობის პირი. მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "ბარიერი" საკმაოდ მიკერძოებული გადაცემაა. მიუხედავათ იმისა, რომ სტუმრად უმეტეს შემთხვევებში საკმაოდ კომპეტენტური რესპონდენტები იყვნენ მოწვეული, ასევე მნიშვნელოვანი თემები განიხილებოდა, გადაცემის ხარისხზე უაყოფითად აისახა წამყვანის მიერ საკუთარი სუბიექტური აზრების გახმოვანება. "ცხელი ხაზი" ეთერში კვირაში სამჯერ გადიოდა და საკმაოდ რთული ფორმატის გადაცემაა. იგი მოიცავდა: თემასთან დაკავშირებული ახალი ამბის მოკლე მიმოხილვას, გადაცემის პასუხებს მაყურებელთა ზარებზე, ინტერაქტიული კითხვის ჩაშვებას, 2-3 სიუჟეტის გაშუქებას თემის ირგვლივ, საუბარს სტუდიის სტუმრებთან. გადამცემას წამყვანთა წყვილი უძღვებოდა. გადაცემა საზოგადოებისთვის მაღალი მნიშვნელობის თემებს ეხებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში გადაცემაში იწვევდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს და საუბარი მიმდინარეობდა მათი პარტიების პროგრამების შესახებ. 52   მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა პროგრამა, მიწვეული სტუმრების თვალსაზრისით. თუმცა, მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტუდიაში მიწვეული სტუმარი ნაკლებად კომპეტენტური აღმოჩნდა წამოჭრილ პრობლემაზე სასაუბროდ. მაგალითად: 23 ივლისის გადაცემაში, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რეაბილიტაციას ეხებოდა, სტუდიაში მიწვეული იყო პარლამენტარი გიორგი როინიშვილი, რომელსაც ამ საკითხში კომპეტენცია არ აღმოაჩნდა. ამასთან, წამყვანებს არ აღუნიშნავთ, რომ უფრო კომპეტენტურმა რესპონდენტმა მათ სტუმრობაზე უარი უთხრა. გადაცემის შეფასებისას უარყოფით შეფასება დაიმსახურა მისმა ერთ-ერთმა თანაწამყვანმა, ალექსანდრე ელისაშვილმა. იგი, ისევე, როგორც გადაცემა "ბარიერში" ხშირად გამოხატავდა თავის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ის ამავდროულად არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს. საკუთარი პოზიციის გამოხატვით წამყვანი გარკვეულ წილად ზემოქმედებას ახდენდა მაყურებლის განწყობაზე. ასევე გამოვლინდა მისი არაკორექტული და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც. მაგალითად: 19 სექტემბრის გადაცემაში იყო ინტერაქტივი: "იცოდა თუ არა ხელისუფლებამ პატიმრების წამების შესახებ?" ინტერაქტივის შეჯამებისას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ინტერაქტივის შეკითხვას უარყოფითად უპასუხეს და უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ელისაშვილმა შემდეგი რეპლიკა წარმოთქვა: "ესენი, ჩემის აზრით, არიან როლანდ, დათა და ბაჩო ახალაიები, შაშკინი იქნება და მისი პრეს-მდივანი იქნება კიდევ. ჩვენი პატიმრების უფლებების დაცვაში დაღლილი ხათუნა კალმახელიძე იქნება". მსგავსი განცხადება შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ იმ პირებს, ვინც ელისაშვილმა მოიხსენია, არამედ იმ მაყურებლებსაც, რომლებმაც ინტერაქტივში წამყვანისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თოქ-შოუ "ცხელი ხაზი" რიგ შემთხვევებში უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე მზადდებოდა და რიგ შემთვევებში ეს ვერ ხერხდებოდა. ეს პრობლემა განპირობებულია წამყვანთა ცვლილებით. გადაცემებში - "თქვენი არჩევანი" და "არჩევნები 2012" არ გამოვლენილა წინა სამი თოქ-შოუსთვის დამახასიათებელი ხარვეზები. მითითებული გადაცემების წამყვანები ინარჩუნებდნენ მიუკერძოებლობას. მონიტირინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არხი ინარჩუნებს მიუკერძოებლობისა და ბალანსის ხარისხის საინფორმაციო გამოშვებების მეშევეობით. მის ძირითად ხარვეზად უნდა ჩაითვალოს პოლიტიკური თოქ-შოუები და მათი წამყვანების პროფესინალიზმი. 53   დანართი 8 ტელეკომპანია "25 არხი" ა) საინფორმაციო გადაცემები არხის საქმიანობა ზოგადად შეიძლება შეფასდეს, როგორც კარგ ხარისხს მიახლოებული. ძირითადად შუქდებოდა რეგიონში მიმდინარე საზოგადოების ინტერესის ადეკვატური მოვლენები. საინფორმაციო გამოშვებაში ყურადღება საარჩევნო საკითხებს ეთმობოდა, თუმცა არხი საკმაოდ დიდი დოზით სოციალურ თემატიკასაც აშუქებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკური პარტიების ბრიფინგების გაშუქებისას "ტელეარხი 25" ხშირ შემთხვევაში პრობლემაზე აკეთებდა აქცენტს და არა თავად პოლიტიკოსთა პრესკონფერენციაზე. მაგალითად, 12 სექტემბერს "ქრისტიან დემოკრატიულმა გაერთიანებამ" ბრიფინგი გამართა და დიასამიძეებისთვის ფართის გამოყოფა ითხოვა. სიუჟეტი ოჯახის გაჭირვებისა და პრობლემის ჩვენებით დაიწყო და მხოლოდ შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სიუჟეტის მომზადების ინსპირაციის წყარო პოლიტიკური პარტიის ბრიფინგი გახდა. გამოვლინდა სიუჟეტის ფაქტებით გამყარების პრობლემაც, მაგალითად, 5 სექტემბერს გავიდა სიუჟეტი, რომელიც მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ რა პრინციპით შეირჩა უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატები. იქვე აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ვინაობა არ იცის. სიუჟეტში არც ერთი მოქალაქე არ ჩანდა. ერთ-ერთი გამოხატული პრობლემა საინფორმაციო გამოშვება "მაცნეში" მოკვლევითი, გამოძიების ელემენტებით გაჯერებული სიუჟეტების არ არსებობაა, ყველა სიუჟეტში მხოლოდ ამბავია ზოგადად გაშუქებული. მაგალითად, 3 ივლის გადაიცა სიუჟეტი აჭარის უმაღლესი საბჭოში ჩატარებული სხდომის შესახებ, როლის დროსაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, არ დაუკონკრეტებია პარტია46. ჟურნალისტს არ გადამოუწმებია თუ რატომ არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, იყო ეს პროტესტი თუ სხვა რამ. 46 აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სახით მხოლოდ ქრისტიან დემოკრატები იყვნენ წარმოდგენილი. ასევე, 11 სექტემბერს გასულ სიუჟეტში მოქალაქეთა ნაწილი ამბობდა, რომ თურქული კომპანიის მიერ ჰესების მშენებლობის გამო კომპენსაციის გარეშე მიწის ნაკვეთებს ართმევენ. მასალა დაბალანსებული იყო, ჩანდა ოფიციალური პირის კომენტარიც, თუმცა გაუგებარი დარჩა თურქული კომპანიის შერჩევის პირობები, მისი ვალდებულებები და სხვა. "ტელეარხი 25-"ის" დაბალანსებულობა კარგ ხარისხს აღწევს. ყველა სიუჟეტში ჩანს ჟურნალისტის მცდელობა მოიპოვოს იმ პირის კომენტარი, ვის მიმართაც პრეტენზიებია გამოთქმული. ამგვარი დაბალანსებულობა შენარჩუნებულია როგორც სიუჟეტებში, ისე ე.წ. "ლაივ სინქრონებში". თუ ჟურნალისტი ვერ ახერხებს რომელიმე მხრის კომენტარის მოპოვებას, სიუჟეტში აღნიშნულია თუ რატომ არ ჩანს ესა თუ ის პოზიცია. თუმცა, მონიტორინგის პირველი პერიოდში (1-13 სექტემბერი) გარკვეულ წილად გამოიკვეთა ტენდენცია, რომელი შემდგომ პერიოდებში არ შეიმჩნეოდა. კერძოდ, ტელეკომპანიის ეთერით ხშირად (50% მეტ 54   შემთხვევაში) შუქდებოდა ხელისუფლების მიერ განხორცილებული სხვდასხვა ტიპის აქტივობა. მითითებული სიუჟეტები იყო საინფორმაციო ხასიათის მატარებელი და არ საჭიროებდა რაიმე სახის კომენტარებს ოპოზიციის მხრიდან. ასეთი სიუჟეტების სიმრავლე შესაძლებლობას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ სიუჟეტები ემსახურება ხელისუფლების პიარს. დამატებით, 11 სექტემბერს გასული სიუჟეტი ეხებოდა მოსახლეობის ნაწილის პრობლემას სასმელ წყალთან და საკუთრების დაკანონებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა "თავისუფლი საქართველოს" წევრმა მოინახულა, თუმცა სიუჟეტში, როგორც მოქალაქეების, ისე პარტიის წევრთა მიერ მთავრობის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უპასუხოდ დარჩა. ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის პრობლემა "ტელეარ 25-ის" ეთერში ნაკლებად შეიმჩნევა. თუმცა, აღსანიშნავია 4 სექტემბერს გასული სიუჟეტი, სადაც გარდა ფაქტების და მოსაზრებების ერთმანეთში არევისა, ჟურნალისტმა უდანაშაულობის პრეზუმფციაც დაარღვია. სიუჟეტი ქობულეთში "ქართული ოცნების" ოფისის დაზიანებას ეხებოდა. სიუჯეტში ეჭვმიტანილის სახელი და გვარი დაასახელეს და მას "დამნაშავე" უწოდეს. ამონარიდი ჟურნალისტის ტექსტიდან: "დაკავებული რაულ ხინიკაძე აღმოჩნდა, რომელიც შტაბის წევრების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და ამავდროულად ბათუმი-ქობულეთის სამარშუტო ტაქსის მძღოლია. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაულ ხინიკაძე შეურაცხადია, თუმცა, ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დასტურდება." სიუჟეტის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ ხინიკაძე ეჭვმიტანილის სტატუსით დაიკითხა და გაათავისუფლეს. ცალკე უნდა აღინიშნოს 21 აგვისტოს საეთერო ბადეში მოხვედრილი კადრები, რომელიც შეუძლებელია შეფასდეს მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით - ეთერში გასული კადრები არ წარმოადგენს საინფორმაციო გადაცემის ნაწილს, არც თოკ-შოუს, არც იუმორისტულ გადაცემას. კერძოდ, 21 აგვისტოს, ეთერში - 22:20 საათზე აჩვენეს კადრები, თუ როგორ ათვალიერებენ ქალაქს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ვარშალომიძე და გიორგი ბარამიძე ელექტრომობილით, როგორ შედიან ერთ-ერთ ეზოში, მოსახლეობასთან ერთად მაგიდასთან სხედან და მიირთმევენ საჭმელს. სიუჟეტი გრძელდება ქალაქის დათვალიერებით - მათი სინქრონებით (6.32 წუთი), შემდეგ კადრები წყდება ბათუმის ხედების ჩვენებით 18 წამის განმავლობაში და ბოლოს აჩვენებენ ბათუმის მშენებარე საზაფხულო თეატრში გამართულ მიტინგს, სადაც პრეზიდენტმა წარადგინა ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი (13.43 წუთი). კადრებს თან არ ახლავს არანაირი აღნიშვნა, ეს არის რეკლამა თუ საინფორმაციო გამოშვება. აღსანიშვანია, რომ ამ კადრებთან დაკავშირებით პროექტის ფარგლებში არხის თვითრეგულირების კომისიაში შეტანილ იქნა საჩივარი, თუმცა არხს საჩივარზე რეაგირება არ მოუხდენია. ბ) პოლიტიკური თოკ-შოუ "ტელეარხ 25"-ის ეთერში ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 22:00 საათზე თოქ-შოუ "დიალოგი" გადიოდა47. პარასკევობით ამ დროს ეთერში იყო თოქ- შოუ "უპასუხე ხალხს". მონიტორინგის პერიოდში მხოლოდ ერთ დღეს იყო შემთხვევა, როდესაც ეთერში ასევე 22:00 საათზე გადაცემა "დიალოგი" განსხვავებული სახელწოდებით "არჩევანი 2012" გავიდა. 47 აგვიტოს თვეში გადაცემა ეთერში არ გასულა. 55   ტელკომპანიის ეთერში 15 და 29 სექტემბერს გავიდა "სტუდია რე"-ს მიერ მომზადებული თოკ-შოუ - "მე ვირჩევ", რომელიც იმსახურებს კარგ შეფასებას, რადგანაც საკმაოდ დაბალანსებული იყო წამყვანის ტონი და სტუმართა შერჩევის პრინციპი. არხზე არსებულ თოკ-შოუებში ხარვეზად გამოვილნდა ჟურნალისტის მოუმზადებლობა დებატისთვის. კერძოდ, არ იშველიებდა კონკრეტულ მონაცემებს, ციტატებს და, შესაბამისად, სათანადო ოპონირებას ვერ უწევს რესპონდენტებს. მის მიერ დასმული კითხვები იყო ძალზე ზოგადი. მაგალითად, 7 სექტემბერს გადაცემაში "უპასუხე ხალხს", რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა, წამყვანმა კონკრეტული სტატისტიკა მხოლოდ შესავალ სიტყვაში მოიშველია. გადაცემის მიმდინარეობისას კი წამყვანის კითხვის საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კონკრეტული დოკუმენტაციისა და სტატისტიკის წარდგენა სთხოვა, რაც ჟურნალისტს არ აღმოაჩნდა, შესაბამისად, საკუთარი კითხვა დოკუმენტაციით ვერ გაამაგრა. წამყვანი რელევანტურ კრიტიკულ კითხვებს სვამდა, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც კითხვის ადრესატი არასწორად შეარჩია, მაგალითად, 6 სექტემბერს გადაცემის მთავარი თემა დასაქმების სააგენტოს მუშაობა იყო. რა გარანტია არსებობს, რომ მოქალაქეთა დასაქმება მოკლევადიანი არ აღმოჩნდება და ერთგვარი საარჩევნო კამპანიის კომპონენტი არ იქნება - ეს კითხვა წამყვანმა არა სააგენტოს წარმომადგენელს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაუსვა. ამავე გადაცემაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დასაქმების სააგენტოს მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდა, თუმცა წამყვანი სააგენტოს ხელმძღვანელს კითხვას არ უბრუნებდა და არ ცდილობდა პასუხის მიღებას. რესპონდნეტებს შორის დროის თანაბრად განაწილების პრობლემა გამივლინდა 12 სექტემბრის გადაცემაში, მეორე ბლოკში აქტიური იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და ჩუმად იჯდა "ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების" კანდიდატი. წამყვანი არ შეეცადა მის დისკუსიაში ჩართვას. მისი გააქტიურება წამყვანმა გადაცემის მიწურულს სცადა, თუმცა მას იმ კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეხებოდა. "ტელეარხ 25-ის" თოქ-შოუების მთავარი ხარვეზი ვიზუალური გამოსახულებაა. გადაცემები თითქმის 2 საათს გრძელდება, სარეკლამო ჭრა მხოლოდ ერთხელ იყო და დანარჩენ დროს მაყურებელს მხოლოდ 4 ხედით გადაღებული გადაცემის ყურება უწევდა, რაც დინამიურობას აკლებდა გადაცემას. ეს პრობლემა ტოკ-შოუ "დიალოგში" უფრო მეტად ჩანს, სადაც არ არის მოყვანილი არანაირი ვიდეო მასალა, რასაც ემატება ხმის ცუდი აკუსტიკაც. გადაცემა ნაკლებად შეიცავს შოუს ელემენტებს. ყველა ეს კომპონენტი, საერთო ჯამში, მოსაბეზრებელს ხდის მის ყურებას. შედარებით დინამიური იყო გადაცემა "უპასუხეთ ხალხს", სადაც მოწვეული სტუმრების გარდა, სკაიპით ერთვებოდნენ ექსპერტები, გადაცემას წინ უძღოდა თემასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი. გადაცემის მიმდინარეობისას ისმოდა მოსახლეობის მიერ დასმული კითხვები, მათი მოსაზრებები და სატელეფონო ზარები. თუმცა ამგვარი დინამიურობა იმდენად იწვევდა ფორმატის გადატვირთვას, რომ ხშირად მოწვეულ სტუმრებს დრო არ რჩებდათ თავიანთი შეხედულების სრულყოფილად გამოსათქმელად. 56   დანართი 9 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელე-რადიოდეპარტამენტი - "აჭარა ტვ" ა) საინფორმაციო გამოშვებები "აჭარა ტვ"-სთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ის დღემდე არის სახელმწიფო ტელევიზია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელე-რადიო დეპარტამენტი. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად: "საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა უნდა მოამზადოს წინადადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე." მიუხედავად კანონში არსებული ამ დებულებისა, დღემდე არ შეუმუშავებიათ წინადადებები და რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ ქვემოთ მოცემული შედეგები ერთგვარად ადასტურებს ამ ტელევიზიის მიერ "სახელმწიფოებრივი ვადლებულებების" შესრულებას. მონიტორინგის პერიოდში საკვლევ დროს (19-24 საათი) "აჭარის" საინფორმაციო გამოშვება "დრო" ორჯერ გადიოდა ეთერში: 20:30 საათზე ძირითადი გამოშვება, და 22:30 - მისი შემოკლებული ვარიანტი. მონიტორინგის მეთოდოლოგიის თითოეული კომპონენტის დეტალური ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ არხი მიკერძოებულად აშუქებდა წინასაარჩევნო კამპანიას. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა პრეზიდენტისა და ადგილობრივი მთავრობის აქტივობების საინფორმაციო გამოშვებებისათვის უჩვეულოდ დიდი დროით გაშუქება, ასევე, მათი საქმიანობის მკვეთრად პოზიტიურ ტონში წარმორჩენაა. არხს საკუთარი ინიციატივით რაიმე პრობლემის შესახებ არც ერთი სიუჟეტი არ მოუმზადებია. საკითხის გაშუქების საფუძველს არხის რედაქციისთვის ქმნიდა მხოლოდ პრობლემის მოგვარების პროცესი, ან ამა თუ იმ ობიექტზე მთავრობის წარმომადგენლის მისვლა. შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია არ ახდენდა ფაქტების ზუსტად და სრულყოფილად წარმოჩენას. მაგალითად, სამი დღის განმავლობაში 10, 11 და 12 ივლისს არხი აუდიტორიას ამცნობდა, რომ ბათუმის ადგილობრივი მთავრობა მზად არის გაასწოროს შეცდომით გაზრდილი წყლის კომუნალური გადასახადი. თუმცა, ეს პრობლემა არხს არ გაუშუქებია მანამ, სანამ ადგილობრივმა მთავრობამ მისი მოგვარება არ გადაწყვიტა. პრობლემების გაშუქების ნაცვლად მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში ახალი ქანდაკება დაიდგმება, ქობულეთში გზა კეთდება, ბეშუმის კოტეჯებში კარგი საჭმელია, ქედაში ბაღები რემონტდება, ჩაქვში დეკორატიულ ჩანჩქერს დააყენებენ, გულების ციხისკენ მიმავალ გზაზე საინფორმაციო დაფა დაამონტაჟეს. არხის მიერ საკითხების მიკერძოებულად და წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პოზიტიურ ტონში წარმოჩენის მცდელობად უნდა ჩაითვალოს წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემების გადასაჭრელად ხელისუფლების წარმომადგენლთა აქტიურობის გაშუქება. ამ არხის ჟურნალისტებს არც ერთი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვამთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. მაგალითად, 1 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვებაში ყოველგვარი შეკითხვის გარეშე გააშუქეს ხელისუფლების დაპირებები შემდეგ საკითხებზე: ა) ბათუმის სანაპირო ზოლს ლოდებით გამაგრება და ტროტუარების გაფართოება; ბ) გონიოში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება, გარე განათებისა და ატრაქციონების დამონტაჟება; გ) ქედაში გზის შეკეთება, რომელმაც საშეშე მასალის გამოტანას უნდა შეუწყოს ხელი და ა.შ. აჭარის მთავრობის მეთაური, ლევან ვარშალომიძე, გამოშვებების მთავარი სუბიექტია. მაგალითად, 3 სექტემბრის გამოშვების სიუჟეტების მიხედვით, ლევან ვარშალომიძემ ერთი დღის განმავლობაში მოასწრო 57   ქედის სტადიონის მონახულება, პრეზიდენტთან ერთად გახსნა ადლიის სტადიონი, დააჯილდოვა სკოლის მოსწავლეები, შუახევში გახსნა ახალგაზრდობის ცენტრი და ქობულეთში შეამოწმა სტადიონის მშენებლობის პროცესი. აღსანიშნავია, რომ არხი უმნიშვნელო დეტალებს აქცევდა ყურადღებას. ამის მაგალითია 27 ივლისის საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი, რომელიც ბათუმის საკრებულოში გამართულ სხდომას ეძღვნებოდა. საკრებულოს წევრთა კომენტარებში აქცენტი გაკეთდა ქანდაკებებისთვის გამოყოფილ თანხაზე და იმაზე, რომ "დადგინდა დაკრძალვის თვითღირებულება". გაუგებარი დარჩა, რას ნიშნავს დაკრძალვის თვითღირებულება, ან რატომ იყო მისი დადგენა ასეთი მნიშვნელოვანი, ან როგორ დაადგინეს. მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვას ჰქონდა ადგილი 19 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვებაში - სიუჟეტი მიეძღვნა ფერისცვალების დღესასწაულს. აქცენტი პრეზიდენტის გამოსვლაზე გაკეთდა, ხოლო ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისთვის ღონისძიებაზე დასასწრებად შექმნილი პრობლემები არც უხსენებიათ. ბალანსის დაცვის თვალსაზრისით არხის საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც სუსტი ხარისხის. უკლებლივ ყველა საინფორმაციო გამოშვება ადასტურებდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ლოიალურ და მკვეთრად პოზიტიურ დამოკიდებულებას. მაგალითად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის გაშუქებას საინფორმაციო გამოშვებაში - "დრო", 77 წუთი დაეთმო (ასეთი ხანგრძლივობა არც ერთი საინფორმაციო გამოშვებას არ ახასიათებს). საყურადღებოა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ხალხმრავალ აქციას კონკურენტის რელევანტური დრო არ დათმობია. აღსანიშნავია, რომ ეთერში გასული სიუჟეტები უმთავრესად მთავრობის აქტივობებს, მათ გეგმებსა და პროექტებს ეძღვნებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდიდა ბალანსის შეფასებას. ბალანსი ირღვეოდა იმ იშვიათ შემთხვევაშიც, როდესაც სიუჟეტი ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ეხებოდა. მაგალითად, ბათუმში "ქართული ოცნების" დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, სხვა ტელეკომპანიების ინფორმაციით, კოალიციას ერას მოედანზე აქციის ჩატარების უფლება ადგილობრივმა მთავრობამ არ მისცა, ხოლო "აჭარა ტვ"-ს ინფორმაციით, ბათუმის მერიამ კოალიციას აქციის ჩატარება ანგისის სტადიონზე შესთავაზა. სიუჟეტში არ ყოფილა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მოსაზრება უნდოდათ თუ არა მათ ამ სტადიონზე აქციის ჩატარება და, საერთოდ, რა პრობლემა შეიქმნა აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. განსხვავებული მიდგომა გამოვლინდა იმ შემთხვევებში, როცა რომელიმე პოლიტიკური პარტია პრესკონფერენციის ან მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მოუგვარებელ პრობლემებზე საუბრობდა და ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ამ შემთხვევაში არხი მეორე მხარეს ყოველთვის აძლევდა პასუხის გაცემის საშუალებას (13.08, 14.08, 21.08, 22.08, 26.08). თამამად შეიძლება ითქვას, - ამ ტელეკომპანიის ერთგვარი ტრადიციაა - ხელისუფლების პრობლემების საუკეთესო მომგვარებლად წარმოჩენა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტის, მთავრობისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიტიურად გაშუქების წილი უფრო გაიზარდა. გამოკვეთილად ხანგრძლივი იყო პრეზიდენტის ვიზიტების ქრონომეტრაჟი, რომელიც ერთ გამოშვებაში ჯამში 24 წუთსაც კი აღწევდა. 23 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში მიხეილ სააკაშვილს არხმა 43 წუთი დაუთმო. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის წარმოჩენა ხდებოდა შეხვედრებზე მყოფი ხალხის ტაშისა და ოვაციების ფონზე. 58   არხს ყურადღების მიღმა არ დარჩენია პატიმართა წამების ამსახველი მასალა. თუმცა, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციების გადმოცემაზე. 19 სექტემბრის გამოშვება სრულად (46 წუთი) დაეთმო, "გავრცელებული კადრებით" გამოწვეულ საკადრო ცვლილებებსა და საპროტესტო აქციებს. თუმცა მაყურებლისთვის, რომლისთვისაც არხს შესაბამისი კადრები არ უჩვენებია გაურკვეველი დარჩებოდა, რამ გამოიწვია აქციის მონაწილეთა აღშფოთება, ასევე ვინ იყო პასუხისმგებელი იმ ქმედებაზე, რამაც ხალხის პროტესტი გამოიწვია. ბ) პოლიტიკური თოქ-შოუ პოლიტიკური თოქ-შოუ "არჩევნები 2012" მონიტორინგის ბოლო პერიოდში დაიწყო. საინფორმაციო გამოშვევებისგან განსხვავებით თოქ-შოუს მაყურებლისათვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების შედარებით მეტი შესაძლებლობა იყო. თუმცა, წამყვანს ხშირ შემთხვევაში უჭირდა მიუკერძოებლობის დაცვა სტუმრებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაშინ თუ სტუდიაში სტუმრად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საყურადღებოა, რომ წამყვანს კითხვები წინასწარ ჰქონდა მომზადებული. თითქმის არ გვეხვდება ე.წ. ჩაკითხვის შემთხვევები. წამყვანის მიკერძოებლობის პრობლემამ განსაკუთრებით იჩინა თავი სტუდიაში "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სტუმრობისას. კერძოდ, 21 სექტემბრის გადაცემაში მეტი დრო წამყვანმა გიორგი ბარამიძეს დაუთმო, რომლის მიმართ ძირითდად არაარსებითი კითხვები ისმებოდა: - როგორ აპირებთ მოუტანოთ მეტი სარგებელი ხალხს? - ძველი ბათუმისა და ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ე.წ. ჭაობის დასახლებაში, ქუჩების კეთილმოწყობის წყლისა და კანალიზაციის პრობლემაა, ესაა ხალხის აზრი. რას იტყვით ამის თაობაზე?   საყურადღებოა, რომ ამ დროისთვის მთელი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალური თემა პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა იყო. ხოლო, ბათუმის თემას გადაცემა ვერ გასცდა მეორე ბლოკში, სადაც გიორგი ბარამიძეს სტუდიაში მურმან დუმბაძე შემოუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბლოკი სრულად გიორგი ბარამიძეს ქონდა დათმობილი, მეორე ბლოკის დასაწყისშიც წამყვანი პირველი ხუთი წუთის განმავლობაში კვლავ მას აძლევდა მოსაზრებათა გამოთქმის საშუალებას. გიორგი ბარამიძისგან განსხვავებით წამყვანი ხშირად აწყვეტინებდა მურმან დუმბაძეს და მას არაკორექტულსაც უწოდებდა, წამყვანი ხსნიდა, რომ მურმან დუმბაძის მიერ სტუდიაში პატარა დეკორატიული ცოცხის მიტანა არაეთიკური და არაკორექტულია. წამყვანი ცდილობდა გიორგი ბარამიძეს აერიდებინა მურმან დუმბაძის მიერ დასმული ე.წ. ჯვარედინი კითხვები, რის გამოც ძალიან ნერვიულობდა. აღსანიშნავია, რომ წამყვანის დამშვიდებას თავად გიორგი ბარამიძე ცდილობდა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგმა გამოავლინა არხის მიკერძოებული საქმიანობა, მის მიერ ეთიკური სტანდარტების დაცვის სუსტი ხარისხი. 59   დანართი 10 ტელეკომპანია "რიონი" ა) საინფორმაციო გადაცემები საანგარიშო პერიოდში არხზე ყოველდღიურად 1 საინფორმაციო გადაცემა "ახალი ამბები" გადიოდა, რომელიც 20:30 საათზე იწყებოდა და 20 წუთს გრძელდებოდა. მონიტორინგის პერიოდში ახალი ამბების კრიტერიუმით შეფასდა საინფორმაციო გამოშვება "დღის ამბები", ყოველკვირეული ტელეჟურნალი "7 დღე" და "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" გადაცემა "მრავალკუთხედი" . მონიტორინგის შედეგების მიხედვით არხი აკმაყოფილებს მისაღებს ხარისხს, თუმცა ხარვეზები გამოვლინდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერუმების შეფასებისას, როგორიცა არის ბალანსი, ფაქტებისა და კომენტარების გამიჯვნა, სიუჟეტების გამყარება მოკვლევითი მასალით. ტელეკომპანია "რიონი" უმთავრესად იმერეთი რეგიონში მიმდინარე ამბებს აშუქებდა, ახალ ამბებში გაშუქებული თემები, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მნიშვნელობის იყო. თემის წყარო, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლება და ოპოზიცია იყო, ხოლო მთავარი ამბავი - ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობები. არხი ზედაპირული გაშუქებით გამოირჩეოდა, არ მზადდება არათუ მოკვლევითი სახის სიუჟეტები, არამედ ისეთი მასალაც კი, სადაც საკითხი კომენტარების დონეზე მაინც იქნება ნაჩვენები. თითოეულ გამოშვებაში უმთავრესად მხოლოდ ერთი-ორი სიუჟეტი მზადდებოდა, დანარჩენ შემთხვევაში, ინფორმაცია მხოლოდ წამყვანების ტექსტებით და შემდეგ გასული კადრებით გადაიცემოდა. სიუჟეტებს აკლდა სიზუსტე და ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდების მცდელობა. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც წამყვანის ტექსტი ზოგადი კადრებით იყო გადაფარული და მის მიერ ნათქვამი ფრაზების სანდოობა ეჭქვეშ დგებოდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია 21 სექტემბერს გასული სიუჟეტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულების ახალი დირექტორის წარდგენას ეხებოდა. მაუწყებელს ეთერში არ გაუშვია მოვლენის ამსახველი კადრები, არც პრემიერის ან ახალი დირექტორის კომენტარი. მაყურებელმა ვერ გაიგო, რატომ არ ჰქონდა ადგილობრივ ტელეკომაპნიას ეს მასალა. გარდა ამისა, ჟურნალისტს არ მოუძიებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობდნენ ახალი დირექტორები პოსტზე დანიშვნამდე. ის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ახალი დირექტორები მანამდე შსს-ში მუშაობდნენ. სიუჟეტში ინფორმაციის ერთადერთი წყაროც სწორედ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იყო. ტელეკომპანიის ეთერში მოკვლევითობის ხასიათი არც ერთი სიუჟეტში არ ჩანდა. აქვე გასათვალსიწინებელია ის გარემოება, რომ ხშირად სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანი ხასიათის მატარებელი იყო საზოგადოებისთვის და სიუჟეტის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა მოკვლევითობა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რეგიონში მიმდინარე ამბავი დედაქალაქის მედიისთვისაც კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, "რიონი"-ს მაყურებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეგო თუ რა მოხდა სინამდვილეში რეგიონში. მაგალითად, 27 სექტემბერს ქუთაისის თეატრში შუქი ჩაქრა, მსახიობები ჩაკეტილი ჰყავდათ, "დღის ამბებში" ამ თემაზე მხოლოდ კომენტარები გავიდა, თან ისე, რომ გაურკვეველი დარჩა რა მოხდა სინამდვილეში, ვის ადანაშაულებდნენ ამაში, არ ჩანდა ბრალდების მხარე. გამოშვების ბოლოს წამყვანმა დამატებითი მასალის გაშვება დააანონსა, თუმცა იქაც არაიდენტიფიცირებული ადამიანები ჩანდნენ, 60   სავარაუდოდ, ისინი იყვნენ მსახიობები, რომლებიც ემოციურად აცხადებდნენ, რომ "უკან არ დაიხევდნენ". დღის ბოლომდე "რიონის" მაყურებელს არ მიეცა შესაძლებლობა გაეგო, ვინ ვის და რატომ ადანაშაულებდა. ამ თემაზე სრულყოფილი სიუჟეტი არ მომზადებულა. 3 სექტემბრის სიუჟეტი მიეძღვნა "პარტია თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლის, გოგი წულაიას ბრიფინგს ქუთაისში. დევნილებით დასახლებულ სასტუმროში - "თბილისი", პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლი აცხადებად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები დადიოდნენ და დევნილებს აწერინებდნენ ხელს, რომ შემოხაზავდნენ 5 ნომერს, ხოლო თუ არ მოაწერდნენ - ბინიდან გასახლებით ემუქრებოდნენ". მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული იქნა კონკრეტული პარტია და ამ პარტიის მხარდაჭერები, სიუჟეტი მხოლოდ ბრიფინგით შემოიფარგლა, არხს არ გადაუმოწმებია ფაქტი, ასევე არ მიცეათ პასუხის გაცემის შესაძლებლობა დასახელებულ პარტიასა თუ პირებს. 7 სექტემბერის სიუჟეტის თანახმად, "სამართლიანი საქართველოს" ბრიფინგზე, მისი წარმომადგენლები აპროტესტებდნენ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას, რომლითაც განისაზღვრა ადგილები/ნაგებობები, სადაც პარტიებს საარჩევნო შეხვედრების ჩატარებისა და სააგიტაციო პლაკატების განთავსების უფლება ეძლეოდათ. ბრიფინგის დროს გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, შენობების გამოუსადეგარი იყო შეხვედრებისთვის. რაც შეეხება პლაკატების გაკვრისათვის გამოყოფილ ადგილებს, საინფორმაციო გადაცემაში მოყვანილი ციტატის ეს იყო - "ტერიტორიული ორგანოს ადმინისტარციული შენობის მიმდინარე გაზონი". არხს არც ამ შემთხვევში გადაუმოწმებია ინფორმაცია, არ იყო წრამოდგენილი არც ის დოკუმენტი, რომელზეც მიუთითებდა გამომსვლელი, არც ის შენობები იყო ნაჩვენები და არც საკრებულოს პოზიცია გადმოცემული. ამ სიუჟეტის გაგრძელებად შესაძლებელი მივიჩნიოთ 10 სექტემბრის სიუჟეტი, რომლის დროსაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "სამართლიანი საქართველოს" წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს ზემოთ ხსენებული დოკუმენტი სასამართლოშო. არხს დამატებითი ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში მოუწოდებია. ბალანსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა "რიონის" საინფორმაციო გამოშვებებისთვის. იყო შემთხვევა, როდესაც "თავისუფალი საქართველოს" ან "ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების" წარმომადგენლები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სხვადასხვა სახის ბრალდებას უყენებდნენ, თუმცა მათთვის პასუხის გაცემის საშუალება არხს არ მიუცია. 24 სექტემბერს გასულ სიუჟეტში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამბობდა, რომ უსამართლოდ დააკავეს მისი აქტივისტი. სიუჟეტში არ ჩანდა პოლიციის პასუხი - მის ნაცვლად აჩვენეს "თავისუფალი საქართველოს" წევრის კომენტარი. რა ნიშნით შეირჩა ის რეპონდენტად გაურკვეველი დარჩა. არ ჩანდა მცდელობა, რომ ჟურნალისტმა ბალანსის მისაღწევად და ყველა მხარის პოზიციის საჩვენებლად, სათანადო ღონე იხმარა. ბალანსის დაცვის დაბალ ხარისხი ხელისუფლების აქტივობების ცალმხრივად გაშუქებამ განაპირობა. როგორც წესი, ქუჩების მოპირკეთებასა და მსგავსი ტიპის სახელისუფლებო აქტივობებს არხი დიდ დროს უთმობდა, რითაც პოზიტიურ ტონში წარმოაჩენდა მას. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საინფორმაციოში გასული ახალი ამბავი მხოლოდ 1 წყაროს ეყრდნობოდა, ანუ მაყურებელს საკითხის ამომწურავად გაგების საშუალება არ ეძლეოდა. მაგალითად, 15 აგვისტოს გამოშვებაში ზედიზედ 3 სიუჟეტი აგებული იყო მხოლოდ 1 რესპონდნეტის მონათხრობზე, ჟურნალისტი არ შლიდა თემას და არ წარმოაჩენდა პრობლემის საერთო სახეს. ახალი ამბები, ძირითადად, კონკრეტული პირის პოზიციის ასახვაა და არა საკითხის საზოგადოებამდე მიტანის მცდელობა. მეოთხე სიუჟეტი ეძღვნებოდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაციას, თუმცა სიუჟეტიდან მაყურებელი ვერც წიგნზე და ვერც ავტორზე მიიღება ინფორმაციას. თხრობითი და ვიზუალური მხარე არხის ერთ-ერთი სუსტი კომპონენტია. გამოვლინდა წამყვანის ტექსტისა და შემდეგ კადრების აცდენა: 61   23 სექტემბერს წამყვანი აფხაზეთის ომზე საუბრობდა, კადრში კი "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" წევრი ჩანდა, რომელიც საარჩევნო თემატიკაზე საუბრობდა. 30 სექტემბერს წამყვანმა წარადგინა სიუჟეტი პროექტის შესახებ სახელწოდებით - "ჯანმრთელი ქალები ზეიმობენ", თუმცა მას "ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების" ყრილობის ამსახველი კადრები მოჰყვა, რომელიც, სავარაუდიდ, ქუთაისში ჩატარდა. მის შესახებ არხს სიუჟეტი ცალკე არ მოუმზადებია. ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის საკითხი აქტუალურად კვირის ტელეჟურნალ "7 დღეში" გამოვლინდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ე.წ. "ლაივ სინქრონის" ნაცვლად, საკმაოდ დიდი ხანგრძლივობის სიუჟეტი გადის ეთერში. მაგალითად, 23 სექტემბერს წიგნების შესახებ მომზადებული სიუჟეტი დამთავრდა ფრაზით: "განათლებული თაობა ჩვენი ხვალინდელი ნათელი მომავალია, რადგან მათ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა შექმნან!" ამავე გადაცემაში ჟურნალისტი ერთგვარი მოწოდებითაც გამოვიდა: "იბრძოლეთ თქვენი უფლებების დასაცავად, დაიცავით საკუთარი უფლებები და მეტ პატივს სცემთ სხვისას. ძალა ხომ ერთობაშია. მსოფლიო კანონმდებლები მხარს უჭერენ წამების აღმოფხვრას. ერთად ვიბრძოლოთ შედეგისათვის!" გამორჩეულია ტელეჟურნალი მრავალკუთხედი, რომელსაც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია რეგიონული მაუწყებლების მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს. მრავალკუთხედი თემების მრავალფეროვნებისა და წამოჭრილი საკითხებს აქტუალობით გამოირჩევა. საერთო შთაბეჭდილება დასკვნითი ნაწილი რიონის საინფორმაციო გამოშვების მთავარი პრობლემა ზოგადი და მშრალი ახალი ამბების მომზადებაა. სასურველი იქნება ჟურნალისტები უფრო სიღრმისეულად სწავლობდნენ და აშუქებდნენ საკითხს. ამასთან, უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ მოქალაქეების სოციალური პრობლემების წამოწევას, რისი ნათელი მაგალითიცაა ასევე რეგიონული ტელევიზია "ტვ-25". სიუჟეტების უმრავლესობა სინქრონებით და კომენტარებით იყო გაჯერებული და საერთოდ არ ატარებდა მოკლვით ხასიათს. არხი სიუჟეტების ვიზიალური და მრავალფეროვანი კუთხით დაბალი შეფასების მატარებელი იყო. ბ) პოლიტიკური თოქ-შოუები მონიტორინგის დასკვნით ეტაპზე სექტემბერში, ტელეკომპანიის ეთერში დაიწყო თოკ-შოუ "არჩევენები 2012". 3 სექტემბრის გადაცემაში ქუთაისის 4 მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობდა: ქდმ - გიორგი ახვლედიანი, "ქართული ოცნება" - გუბაზ სანიკიძე, ლეიბორისტული პარტია - სამსონ გუგავა, ნაციონალური მოძრობა - გიორგი თევდორაძე. ჩამოთვლილი კანდიდატების მიწვევით, არხმა განსხვავებული აზრის სტუმრების შერჩევის კრიტერიუმში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. თუმცა, პრობლემები იყო გადაცემის წამყვანის მომზადების კუთხით. ჟურნალისტი ნაკლებად იყო მომზადებული თოქ-შოუსთვის. ამ განცხადებას საფუძველს გვაძლევს შემდეგი გარემოებები: ჟურნალისტმა არ დაასახელა თავისი ვინაობა თოქ-შოუს დაწყების წინ. მან არ ახსნა თუ რა პრინციპით განისაზღვრა თითეული სტუმრის რიგითობა პასუხების გაცემის მხრივ. გადაცემის დროს სტუმრების შორის ხშირად იმართებოდა კამათი მაღალ ინტონაციაში, ხოლო ჟურნალისტი ვერ ახერხებდა სტუმრების გაჩერებას. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი იყო 3 სექტემბრის გადაცემაში, რომლის დროსაც ჟურნალისტმა, ფაქტობრივად, ორჯერ დაკარგა კონტროლი დებატებზე. უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრების დამოკიდებულება იყო აგრესიული ერთმანეთის მიმართ. "ქართული ოცნების" წარმომადგენილი 62   ტელეკომპანიისა და ჟურნალისტის მიმართ განსაკუთრებულად უარყოფითად იყო განწყობილი, რაც ასევე ამძიმებდა ჟურნალისტის მდგომარეობას. მიუხედავად თოქ-შოუს წამყვანის საქმიანობაში გამოვლენილი პროფესიული ხარვეზებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბალანსის დაცვის თვალსაზრისით ის აკმაყოფილებდა კარგ კრიტერიუმს. არ იყო მიკერძოებული რომელიმე სტუმრის ან მისი პოზიციის მიმართ. თოქ-შოუ საერთო ჯამში შეიძლება შეფასდეს დადებითად, ვინაიდან "რიონის" მაყურებელს მიეცა საშუალება, წინა საარჩევნოდ მოესმინა კანდიდატების პოზიციები. 63   დანართი 11 ტელეკომპანია "მეგა ტვ" ა) საინფორმაციო გადაცემები "მეგა ტვ"-ის ეთერში ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებიდან გავიდა. მანამდე "მეგა ტვ"-ის ეთერში კვირაში მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ გადიოდა საინფორმაციო პროგრამა, დანარჩენი ეთერი თითქმის მთლიანად მუსიკალურ კლიპებს ეთმობოდა. შესაბამისად, მასალების სიმცირის გამო, რთულია სრულფასოვან მონიტორინგზე საუბარი. სექტემბრის შუა რიცხვებიდან "მეგა ტვ"-ის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს - 20:30 საათზე გადის საინფორმაციო პროგრამა "მთავარი დღეს". 12 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვების პირველი სიუჟეტი დაეთმო არხის საინფორმაციო რედაქციის განახლებას; უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული "მეგა ტვ" შესთავაზებს მაყურებელს ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებას. "მეგა ტვ"-ის საინფორმაციო გამოშვებების შეფასებისას უმჯობესია ეთერი დავყოთ ორ პერიოდად - მონიტორინგის დაწყებიდან (1 ივლისი) 12 სექტემბრამდე და 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე, ვინაიდან ამ ორი პერიოდის საინფორმაციო პროგრამები თვისებრივად განსხვავებულია. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საინფორმაციო რედაქციის განახლებამდე "მეგა ტვ" საკმაოდ მწირ მასალას გვთავაზობდა და თან უმეტეს შემთხვევებში მხოლოდ რეგიონული მოვლენების გაშუქებით შემოიფარგლებოდა. ამას ვერ ვიტყვით მონიტორინგის ბოლო პერიოდზე (12 სექტემბრის შემდეგ), როდესაც პროგრამაში - "მთავარი დღეს" აქტიურად დაიწყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი პერიოდიც საკმაოდ ხანმოკლეა სრულფასოვანი მონიტორინგისთვის, თუმცა გარკვეულ ტენდენციებზე საუბარი ამ მცირე მასალის ანალიზის შემდეგ მაინც შეიძლება. განახლებული საინფორმაციო გამოშვება მხოლოდ რეგიონულ ამბებზე აღარ იყო ორიენტირებული. პროგრამის - "მთავარი დღეს" ეთერში თითქმის თანაბარი დრო ეთმობოდა იმერეთში და დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას. ტელეკომპანია აქტიურად აშუქებდა იმ პერიოდის მთავარი მოვლენის - პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერების გავრცელების შემდგომ მიმდინარე საპროტესტო კამპანიებს. ასევე, გარკვეული დრო დაეთმო შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს და ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს მედიას დამატებით რეგულაციებს უწესებდა. "მეგა ტვ"-ის საინფორმაციო პროგრამებში შედარებით მცირე დოზით იყო წარმოჩენილი ადგილობრივი ხელისუფლება; ასევე დაფიქსირდა სოციალური შინაარსის მქონე სიუჟეტების სიმცირე და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემატიკის გაშუქების ნაკლებობა. თუმცა, იყო გამონაკლისებიც, მაგალითად,13 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი დაეთმო იმერეთის რაიონში სისხლის ჩასაბარებელი კლინიკის გახსნას - ამ სიუჟეტში საკმაოდ დაწვრილებით იყო გადმოცემული კლინიკის მუშაობის სისტემა და სპეციფიკა. საინფორმაციო პროგრამის სიუჟეტები ძირითადად ინფორმაციული ხასიათისაა და იშვიათად გვხვდება საკითხის სიღრმისეული მოკვლევა. ბალანსის კუთხით "მეგა ტვ"-ის საინფორმაციო პროგრამები შედარებით დაბალი ხარისხით ფასდებოდა; ეს, ძირითადად, განაპირობა საკითხების ცალმხრივმა გაშუქებამ, მაგალითად, შსს-ს მიერ "ქართული ოცნების" წევრების წინააღმდეგ გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერების ეთერში დაუბალანსებლად გაშვებამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერები "მეგა ტვ"-მ ვრცლად აჩვენა, მაყურებელს არ შესთავაზა "ქართული ოცნების" წევრების, თუნდაც გუბაზ სანიკიძის (რომელიც კენჭს ქუთაისში იყრიდა) კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. 64   26 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვების მე-4 და მე-5 სიუჟეტები დაეთმო შსს-ს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, სადაც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები - კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძეც ფიგურირებდნენ. ჯამში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში უარყოფით ტონში იყო გაშუქებული "ქართული ოცნება", ხოლო სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებზე მათი პოზიცია არხ არ წარმოუდგენია. სიუჟეტიდან არც ის ჩანდა, რომ კომენტარის მოპოვების მცდელობა იყო. საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად შეინიშნებოდა ტექნიკური ხარვეზები, რაც სავარაუდოდ, ახრის განახლებას უკავშირდებოდა. ამ პერიოდში, 12 სექტემბერს საინფორმაციო პროგრამის წამყვანმა თავადაც აღნიშნა, რომ რედაქციაში განხორციელებული ტექნიკური სამუშაოების გამო არხი ხარვეზებით მუშაობდა. მონიტორინგის პერიოდში "მეგა ტვ"-ის საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად საშუალო, ანუ მისაღები ხარისხით ფასდებოდა. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ მასალის სიმცირის გამო რთულია არხის საინფორმაციო რედაქციის სრულფასოვანი ანალიზი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროგრამაში - "მთავარი დღეს" -მონიტორინგის პერიოდში ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტთა მხრიდან ეთიკური ნორმების ან ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევებს. ჟურნალისტის ტექსტი ყოველთვის კორექტულია და ადგილი არ აქვს მისი მხრიდან დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის, არაფორმალური საუბრის ან ე.წ. სიძულვილის ენის გამოყენებას. "მეგა ტვ"-ის საინფორმაციო პროგრამებში ბალანსის დარღვევის გამოვლენა გვაძლევს საუფძველს დავასკვნათ, რომ არხი ნაწილობრივ მიკერძოებული იყო. ამ დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ყველა სუბიექტი შუქდებოდა ნეიტრალური ტონით, ხოლო კოალიაცია "ქართული ოცნება" ზემოთ აღწერილ მაგალითში უარყოფით ტონში იყო წარმოდგენილი.