2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში
27.07.2012
პირველი შუალედური ანგარიში
2012 წლის ივლისი

(მონიტორინგის პერიოდი: 1-15 ივლისი)

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროგრამას საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. ქარტიის მონიტორთა 6-კაციანი ჯგუფისთვის საწყისი ტრენინგი გამართა სლოვაკურმა ორგანიზაცია „მემო 98“-მა. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს მენტორობას. მონიტორინგის მიზანია თერთმეტი სატელევიზიო არხის მუშაობის ანალიზი. მედიამონიტორინგის კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის სამ, ყოვლისმომცველ ანგარიშში. ეს ანგარიშები გავრცელდება მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო საზოგადოებაში. 

იხილეთ პირველი შუალედური ანგარიშის სრული ვერსია