10.08.2012
მეორე შუალედური
ანგარიში
მონიტორინგის
პერიოდი:
23 ივლისი -5
აგვისტოჩამოტვირთეთ ანგარიშის სრული ვერსია
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროგრამას საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. ქარტიის მონიტორთა 6- კაციანი ჯგუფისთვის საწყისი ტრენინგი გამართა სლოვაკურმა ორგანიზაცია „მემო 98“-მა. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს მენტორობას. მონიტორინგის მიზანია თერთმეტი სატელევიზიო არხის მუშაობის ანალიზი. მედიამონიტორინგის კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის სამ, ყოვლისმომცველ ანგარიშში. ეს ანგარიშები გავრცელდება მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო საზოგადოებაში