ონლაინ მედიაში პოსტ-საარჩევნო პერიოდის გაშუქების მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 24 იანვრიდან - 23 მარტამდე.
მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით აშუქებდა ონლაინ მედია სხვადასხვა სუბიექტს პოსტ-საარჩევნო პერიოდში? გაშუქების ტონის მიხედვით, შეინიშნებოდა თუ არა ონლაინ მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავდა ონლაინ მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს ადგილობრივი არჩევნების შემდგომ პერიოდში სუბიექტთა გაშუქების დროს?
მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით,
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2021 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ -
ფარგლებში.
მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.