ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება
25.09.2017

კატეგორია : განცხადებები;

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქული მხარის წარმომადგენლებმა მათ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მებაჟეებმა ერთ-ერთ მათგანს წაართვეს პასპორტი, მობილური ტელეფონი და აღარ უბრუნებდნენ, ცდილობდნენ მიკროფონის და კამერის წართმევასაც. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები თურქეთის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობენ და ჟურნალისტები სწორედ ამ ამბის გასაშუქებლად ცდილობდნენ სარფის საბაჟოს გადაკვეთას.

 

დაუშვებელია ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ადგილზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით იმყოფება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ქართულ და თურქულ მხარეს ინციდენტის დროულად შესწავლისა და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.