03.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ონლაინ ტელევიზია POSTV-მ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომელიც
ჟურნალისტს ავალდებულებს თავიდან აირიდოს რაიმე ნიშნით
დისკრიმინაცია.POSTV-ს წინააღმდეგ ქარტიას მიმართა პლატფორმამ "არა ფობიას!". პლატფორმის წევრები მიიჩნევდნენ, რომ არაეთიკური იყო 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრას ლიეჟში, ბელგიაში. მასალაში ნათქვამი იყო, რომ პარალელურად ლგბტ პირთა წვეულება გაიმართა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის ღონისძიების დისკრედიტაციას ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით და დაუსაბუთებელი კავშირების ჩვენებით ცდილობდნენ.
გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.