21.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო "ევექსის ჰოსპიტლების" განცხადება commersant.ge-ზე
გამოქვეყნებული სტატიის გამო. სადავო გახდა სტატია სათაურით
"GHG ჯგუფი აქციონერებისთვის გასაცემ დივიდენდს ზრდის, მისი კლინიკები
პაციენტების სასაკლაოდ იქცა, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს". მასალაზე
კონკრეტული ავტორი მითითებული არ არის. სტატია ეხება პაციენტის
გარდაცვალებას და მასთან "ევექსის" კლინიკის კავშირს, მის
პასუხისმგებლობას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ სტატიაში დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე,), მესამე ( დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება). დარღვევების დასაბუთებისას განმცხადებელი უთითებს, რომ ,კომერსანტმა“ ყოველგვარი მტკიცებულებებისა და სარწმუნო ინფორმაციის გარეშე მოამზადა და გამოაქვეყნა სტატია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს სს ,,ევექსის ჰოსპიტლებს“.
ქარტიის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.