11.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას კავშირმა “საფარმა”, გრიგოლ ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა მომართეს. მხარეები სადავოდ ხდიდნენ მთავარ არხზე, 2020 წლის 11 მარტს გასულ გადაცემას “ნანუკას შოუს”, რომელიც ხაშურში 05 მარტს მომხდარ შემთხვევას - ყოფილი ქმრის მიერ, ცოლის ცივი იარაღით დაჭრას ეხებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა (დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის დედამ) ისაუბრა მსხვერპლის ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და ქცევებზე. შეინიშნებოდა სტერეოტიპების წამახალისებელი ტენდენცია და ხდებოდა არა მხოლოდ ქალის, არამედ ბავშვის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებაც.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.