საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 1 ივლისს 2 საქმეს
ონლაინ განიხილავს:
1. 19:00 საათზე - გიორგი ფეიქრიშვილი ტელეკომპანია
„ფორმულას” ჟურნალისტის ბაია დვალიშვილის წინააღმდეგ
სადავო გადაცემა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში 2020 წლის 30 ნოემბერს გავიდა. განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მასზე, როგორც მოძალადედ წარმოჩენაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტს კი არ უცდია სიზუსტის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმით გავრცელებული ინფორმაციით მას რეპუტაციული ზიანი მიადგა.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის
სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (არაზუსტი
ინფორმაციის შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეცხრე (სარედაქციო
და სარეკლამო მასალების გამიჯვნა), მეათე (პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
პრინციპი.
2. 20:30 საათზე - ლევან დოსმიშვილი TV პირველის ჟურნალისტების
ნოდარ მელაძე და მარიამ გაფრინდაშვილი წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი, „ტვ პირველის” ეთერში 2020 წლის 21 ნოემბერს გავიდა და თემქაზე მომხდარ მკვლელობას ეხებოდა. განმცხადებლის განმარტებით, მკვლელობის დეტალებზე სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტი კი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებია. განმცხადებელი ასევე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი ფლობდა საქმის დეტალებზე ინფორმაციას, მაგრამ განზრახ არ გაასაჯაროვა.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.