01.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
ცნო გიორგი ხუჭუას განცხადება მთავარი არხის წინააღმდეგ.სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 19 ივნისს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
- პირველი (ინფორმაციის სიზუსტე);
- მესამე (დადასტურებული წყარო);
- მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები);
- მეხუთე (შესწორება);
- მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).