15.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ააიპ “მოქალაქეთა ცნობიერების განვითარების ცენტრის” განცხადება TV
პირველის წინააღმდეგ.სადავო მასალა არხის სოციალურ ქსელში, 2021 წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა. როგორც განმცხადებელი განმარტავს, მოგვიანებით, ტელეკომპანიამ ფოტო ქსელიდან წაშალა.
განმცხადებელი განმარტავს, რომ არხის მიერ, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო, სადაც თითქოს გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა იყო გამოსახული, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ფოტოზე გამოსახული ადამიანი სრულიად სხვა პიროვნებაა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
- მეხუთე - შესწორება;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.