15.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მინდია დავითაძის განცხადება POSTV-ს წინააღმდეგ.სადავო გადაცემა - “დიდი გადაცემა” ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 12 ივნისს გავიდა და ის საქპატენტის ყოფილ თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს ეხებოდა.
განმცხადებელი განმარტავს, მისი საქპატენტში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მედიასაშუალება მიზნად ისახავდა მისი ავტორიტეტის შელახვასა და დისკრედიტაციას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მეშვიდე - დისრიმინაცია