20.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტმა
მარიამ ტაკიძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი
დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას ზაურ და ნარგიზ მელაძეებმა მომართეს. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 21 მაისს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.