საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 27 ივლისს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ლევან დოსმიშვილი TV პირველის ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი, „ტვ პირველის” ეთერში 2020 წლის 21 ნოემბერს გავიდა და თემქაზე მომხდარ მკვლელობას ეხებოდა. განმცხადებლის განმარტებით, მკვლელობის დეტალებზე სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტი კი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებია. განმცხადებელი ასევე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი ფლობდა საქმის დეტალებზე ინფორმაციას, მაგრამ განზრახ არ გაასაჯაროვა.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.